• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)

სიახლეები

ფარმაციის ისტორია
ისტორიის დასაბამიდან ბეჭდვა ელფოსტა
ფარმაცია, ადამიანის სამსახურში ჩამდგარი ეს უძველესი და საამაყო პროფესია, ცივილიზაციის დასაბამიდან იღებს სათავეს. ის და ადამიანი ერთდროულად ვითარდებოდა. მისი არსი უძველესმა ადამიანმა შეიცნო ინსტინქტებზე დაყრდნობით, ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებით. ცივი წყალი, ფოთოლი, მიწა, ტალახი წარმოადგენდა პირველ შემამსუბუქებელ საშუალებებს. ადამიანმა შეისწავლა მისთვის სარგებლობის მომტანი ეს საშუალებები და იყენებდა მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვების სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულის ადამიანის მეთოდები იყო დაუხვეწავი, თანამედროვე სამკურნალო საშუალებათა უმრავლესობა სათავეს იღებს იმ მარტივი და ელემენტარული საწყისებიდან, რომელიც პირველყოფილი ადამიანისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 
ფარმაცია უძველეს ბაბილონში ბეჭდვა ელფოსტა
უძველესი მესოპოტამიის საუნჯეს, ბაბილონს ხშირად ცივილიზაციის აკვანსაც უწოდებდნენ. იგი წარმოადგენს ადრეული პერიოდის ფარმაციის პრაქტიკული მიღწევების მატიანეს. ამ ეპოქის (2600 წ. ძვ.წ-აღ) მკურნალ პრაქტიკოსებს წარმოადგენდნენ მღვდელი, ფარმაცევტი და ექიმი. თიხის ფირფიტაზე აღბეჭდილი სამედიცინო ტექსტები ასახავენ დაავადების პირველ სიმპტომებს, რეცეპტს და დანიშნულებას რეცეპტისათვის და დანიშნულებას შემადგენლობისათვის და ლოცვებს ღმერთებისადმი. უძველესი ბაბილონის მეთოდებისა და მკურნალობის თანამედროვე ფარმაცევტულ, სამედიცინო და დაავადებულის სულიერი ზრუნვის მეთოდებს შორის დიდი მსგავსებაა.

 
ფარმაცია უძველეს ჩინეთში ბეჭდვა ელფოსტა
ლეგედნის თანახმად ჩინური ფარმაციის ფუძემდებელია შენ ნუნგი (2000 წ. ძვ.წ-აღ), იმპერატორი, რომელმაც მოიპოვა და გამოიკვლია ასეულობით მცენარის სამკურნალო ღირებულება. იგი ცნობილია იმითაც, რომ მიღებულ პრეპარატთა უმრავლესობა საკუთარ თავზე გამოსცადა და დაწერა პირველი “Pen T-sao”, ანუ “მშობლიური ბალახეული”, რომელშიც რეგისტრირებულია 365 სამკურნალო საშუალება. ადგილობრივი ჩინელები თაყვანს სცემდნენ იმ ადგილებს, სადაც წამლები მზადდებოდა. შენ ნუნგმა გამოიკვლია მინდვრებში, ჭაობებსა და ტყეებში მოპოვებული უამრავი მცენარე, ხის ქერქი, ფესვი. ისინი დღევანდელ ფარმაციაშიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა წამლის დასამზადებლად. ფონად მიჰყვება “Pa Kua”, მათემატიკური მოდელი, რაც წარმოადგენს სამყაროს და სიცოცხლის სიმბოლოს. სამკურნალო მცენარეებია პოდოფილუმი, რევანდი, ჟენშენი, სტრამონიუმი, დარიჩინის ხე, და ამ ბიჭის ხელში - მა ჰუანგი, ან ეფედრა.

 
Papyrus Ebers-ის დღეები ბეჭდვა ელფოსტა
მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტური მედიცინის საწყისები ძვ.წ-აღ 2900 წ-ით თარიღდება, ჩვენამდე მოღწეული პირველი ეგვიპტური ფარმაცევტული კრებული _ “Papyrus Ebers”, ძვ.წ-აღ 1500 წელს მიკუთვნება. მასში თავმოყრილია 800 დანიშნულება და 700 სამკურნალო საშუალება. უძველეს ეგვიპტეში ფარმაცევტული პროცესი ორ ან მეტ საფეხურად მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ წამლის შემგროვებლები, დამამზადებლები და “წარმოების უფროსები” ანუ მთავარი ფარმაცევტები. ითვლებოდა, რომ ისინი მუშაობდნენ “სიცოცხლის სახლში”. მთავარი ფარმაცევტი “Papyrus Ebers”–დან დამხმარეს კარნახობდა მითითებებს წამლის შემადგენელი აქტიური კომპონენტების შესახებ, დამხმარე კი ამ მითითებებს გადასცემდა სპეციალურ ოთახში მომუშავეთ, სადაც მზადდებოდა წამალი. 

 
პირველი


გვერდი 1 of 5