There are No Adverts to Display

იბუფროფენ დენკ 400 (Ibuprofen Denk 400) ბეჭდვა ელფოსტა

შემოგარსული, შიგნით მისაღები ტაბლეტები
არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება
აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი

პრეპარატის ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
• დამატებითი შეკითხვების წარმოშობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება და არ გაივლის 3 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში:
1. რა არის იბუპროფენ დენკ 400 და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ იბუპროფენ დენკ 400-ის მიღებამდე
3. იბუპროფენ დენკ 400 -ის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. იბუპროფენ დენკ 400 -ის შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის იბუპროფენ დენკ 400 და მისი გამოყენება
იბუპროფენ დენკ 400 არის ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზური საშუალება (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება / ანტირევმატული საშუალება “ნსაიდ”)
იბუპროფენ დენკი 400 ხსნის ტკივილს და ამცირებს ანთებით პროცესს. იგი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მწვავე ართრიტი (პოდაგრის ჩათვლით)
- ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი)
- ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი დავადებები
- სახსრისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (ართროზი და სპონდილოართროზი)
- რბილი ქსოვილების რევმატიზმი
- დაზიანების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებული მტკივნეული შეშუპება და ანთება
- ტკივილი, მაგალითად თავის, კბილის, მენსტრუალური ტკივილი
- ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების შედეგად განვითარებული ტკივილი და სიცხე.

2. რა უნდა იცოდეთ იბუპროფენ დენკ 400-ის მიღებამდე
იბუპროფენ დენკ 400 არ გამოიყენება:
- იბუპროფენ დენკ 400-ის აქტიური ინგრედიენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- თუ აცეტილსალიცილის მჟავისაგან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნება ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ასთმის შეტევა, კანის რეაქციები;
- უცნობი მიზეზის გამო სისხლის უჯრედების წარმოქმნის შეფერხება;
- აქტიური ან ანამნეზში აქტიური კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა (წყლულის და სისხლდენის 2 ან მეტი დამტკიცებული მომენტი)
- წარსულში კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან ოპერაცია, დაკავშირებული არასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებით / ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამეტებით მკურნალობასთან;
- სისხლდენა ტვინში (ცერებროვასკულური სისხლდენა, ან სხვა აქტიური სისხლჩაქცევა).
- ღვიძლის და თირკმლელის დაავადებები;
- გულის დაავადება;
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
- 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში ტკივილისა და სიცხის შესამცირებლად და 12 წლამდე უმცროსი ბავშვები, როგორც რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპია.
ეს ინფორმაცია ვრცელდება, როცა იბუპროფენ დენკ 400-ის შემოგარსული ტაბლეტი გამოიყენება (მაგ.: ხანგრძლივი შუალედებით ან გაზრდილი დოზებით მიღების შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ), სანამ განსაკუთრებული გამაფრთხილებელი ზომები განხორციელდება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
ეს ასევე ვრცელდება, თუ მსგავსი რეაქციები წარსულშიც გქონიათ.

განსაკუთრებული სიფრთხილე იბუპროფენ დენკ 400-ის გამოყენებისას
კუჭნაწლავის უსაფრთხოება
უნდა გამოირიცხოს იბუპროფენ დენ 400-ის კონკურენტული არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მკურნალობები, ისეთები, როგორებიცაა ე.წ. ჩOX-2 ინჰიბიტორები. წამლის უკუჩვენების შესამცირებლად უნდა მიიღოთ ყველაზე დაბალეფექტური დოზა, ხანმოკლე პერიოდისათვის, რათა ვაკონტროლოთ სიმპტომები.
მოხუც პაციენტებში
მოხუცებს აქვთ უფრო ხშირი უკუჩვენებები არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ, გამოხატული კუჭნაწლავის სისხლდენით და პერფორაციით, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მოხუც პაციენტებში ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია.
გასტროინტესტინალური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია
გასტროინტესტიონალური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალურიც კი იყოს, გამოვლინდა ყველა სახის არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტით მკურნალობისას, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ან სერიოზული კუჭნაწლავის პრობლემებით წარსულში.
გასტროინტესტალური სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო წამლის დოზის გაზრდით. პაციენტებმა, რომელთაც ჰქონდათ წარსულში წყლული, სისხლდენა და პერფორაცია, ისევე როგორც მოხუცმა პაციენტებმა, უნდა დაიწყონ მკურნალობა ყველაზე დაბალი დოზით.
ასეთ პაციენტებში, ისევე როგორც იმათში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ/ასპირინის) დაბალ დოზას ან სხვა მედიკამენტს, რომელიც ზრდის გასტროინტესტურ დაზიანებების რისკს, კომბინირებულ თერაპიის სახით ისეთ მედიკამენტებან ერთად, როგორიც არის მაგალითად მიზოპროსტოლი ან პროტეინების ამომქაჩველი ინჰიბიტორები, განიხილება, როგორც კუჭის დამცავი.
თუ როდესმე გქონიათ გასტროინტესტნური უკურეაქცია, განსაკუთრებით ასაკში, თქვენ უნდა აცნობოთ ყველა არატიპიური აბდომინური სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა) მკურნალობის საწყის ეტაპზე.
გაფრთხილება ეხებათ იმ პაციენტებსაც, რომლებიც ღებულობენ თანმხლები თერაპიის სახით ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენისა და წყლულის რისკის გაზრდა, როგორებიც არის შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიც არის მაგალითად ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ სხვა ანტითრომბოციტურ საშუალებებთან ერთად, როგორიც არის მაგალითად ასპირინი.
მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ დაგეწყოთ გასტროინტესტინური სისხლდენა ან წყლული იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობისას.
გაფრთხილება ძალაშია, როდესაც არასტეროიდულ ანთებისაწინააღმდეგო საშუალებას იღებს პაციენტი, რომელსაც ანამნეზში აწუხებდა კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შეიძლება დაავადება გართულდეს.
კარდიოვასკულური ეფექტები
მედიკამენტმა, როგორიც არის იბუპროფენ დენკ 400, შესაძლებელია უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის ან იშემიის (მიოკარდიუმის ინფაქტი) რისკი, პრაქტიკულად დიდი დოზებით მიღებისას ან ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ გაქვთ გულის პრობლემები, ან თუ გადატანილი გაქვთ ინფარქტი, ან თუ ფიქრობთ, რომ ამ გარემოებების მიმართ მგრძნობიარე ხართ (თუ გაქვთ სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი, ან ქოლესტერინის მაღალი დონე, მაგალითად თუ ხართ მწეველი), თქვენი მკურნალობა უნდა შეათანხმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
კანის რეაქციები
ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს, რომელთაგან რამოდენიმე ფატალურია, კანის ძლიერ სიწითლესა და ბუშტუკებზე, მათ შორის აქერცლილი დერმატიტის, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი / ლაიელის სინდრომი, რომელიც ვლინდება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. პაციენტი იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ ამ რეაქციების გამოვლენის გამო, თერაპიის საწყის ეტაპზე, რადგან უმრავლეს შემთხვევაში რეაქცია ვლინდება მკურნალობის პირველ თვეს. უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება კანის გამონაყარის, დაზიანებული ადგილების და ალერგიის სხვა ნიშნების პირველივე გამოჩენიდან, სასწრაფოდ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
სხვა ინფორმაცია
იბუპროფენ დენკ 400-ის შემოგარსული ტაბლეტი გამოიყენება მხოლოდ, პოტენციური რისკის განხილვის შემდეგ:
• ჰემოპოეზის რამოდენიმე თანდაყოლილი დაავადება (მაგალითად ხანგამოშვებითი პორფირია);
• რამოდენიმე ავტოიმუნური დარღვევა (კანის სისტემური ტუბერკულოზი, ერითომატოზი და შემაერთებელი ქსოვილების დაავადება).
მუდმივი ექიმის მეთვლყურეობაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
• ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
• ალერგია (მაგალითად კანის რეაქცია სხვა მედიკმენტთან მიმართებაში, ასთმა, სიცხე), ქრონიკული რინიტი ან ქრონიკული რესპოირატორული დაავადება სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან ერთად;
• დაქვეითებული ღვიძლის და თირკმელის ფუნქცია.
ჰიპერმგრძნობელობის ძლიერი რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსური შოკი) გამოვლინდა ძალიან ცოტა შემთხვევაში. იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე. ჩატარებულ უნდა იქნას აუცილებელი სიმპტომური მკურნალობა.
იბუპროფენმა, იბუპროფენ დენკ 400-ის აქტიური ნივთიერებამ, შეიძლება შეზღუდოს სისხლის მიმოქცევის ფუნქცია (თრომბოციტების აგრეგაცია). პაციენტებს, რომლებთაც აღენიშნებათ კოაგულაციური დეფექტი, უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
თირკმლისა და ღვიძლის, ისევე როგორც სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი, არის აუცილებელი იბუპროფენ დენკ 400-ით ხანგრძლივი დროით მკურნალობისას.
თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი ინფორმირებულ უნდა იქნას, რომ თქვენ ღებულობთ იბუპროფენ დენკ 400, ოპერაციის დაწყებამდე.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, და არ შეიძლება ამ მიზეზით წამლის დოზის გაზრდა. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ ხშირი თავის ტკივილი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იღებთ იბუპროფენ დენკ 400.
უფრო ზუსტად, ტკივილგამაყუჩებლების რეგულარულმა გამოყენებამ სხვა ანალგეტიკებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, რაც გამოიხატება თირკმლის უკმარისობაში (ანალგეტზური ნეფროპათია).
სხვა მედიკამენტების მსგავსად, რომლებიც აჩერებენ პროსტაგლანდინის სინთეზს, იბუპროფენ დენკ 400-იც ხელს უშლის დაფეხმძიმების პროცესს. უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას ან ვერ ფეხმძიმდებით.
ბავშვები და მოზარდები
იბუპროფენის, იბუპროფენ დენკ 400-ის შემოგარსული ტაბლეტის აქტიური ნივთიერების გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ამ ასაკოვან ჯგუფიზე შეზღუდული გამოცდილების გამო. მიღების სპეციალური დოზების რეკომენდაციები შემუშავებულ იქნა ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლიდან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რაიმე სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ისეთ პრეპარატებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
იბუპროფენის ერთდროულმა მიღებამ დიგოქსინთან (აძლიერებს გულის მუშაობას), ფენიტოინთან (ანტიეპილეფსიური საშუალება) ან ლითიუმთან (მედიკამეტი, რომელიც გამოიყენება მენტალური და ფსიქიკური დარღვევების დროს), შესაძლებელია გაზარდოს პლაზმაში აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაცია. ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი პლაზმაში არის აუცილებელი. დიგოქსინის და ფენიტოინის კონცენტრაციის დონის კონტროლი პლაზმაში არის რეკომენდებული.
ანტიკოაგულანტები (მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, ვარფარინი, ტიკლოპიდინი) და ანტი-ჰიპერტენზიული მედიკამენტები (AჩE ინჰიბიტორები, მაგალითად კაპტოპრილი, ბეტა რეცეპტორების ბლოკატორები, ანგიოტენზიმ II-ის ანტაგონისტი) ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედონ იბუპროფენზე ან იბუპროფენმა იმოქმედოს მათზე. ამიტომ ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის რჩევა იბუპროფენის სხვა მედიკამენტთან ერთად მიღებამდე.
იბუპროფენDდენკ 400-მა შესაძლებელია შეამციროს შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი.
იბუპროფენ დენკ 400-მა შესაძლებელია შეამციროს AჩE ინჰიბიტორების ეფექტი (მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება დასუსტებული გულის კუნთისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ). თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის დაზიანების რისკი.
იბუპროფენ დენკ 400-ის და კალიუმი. კალიუმშემნახველი შარდმდენების (შარდმდენების რამდენიმე სახეობა) გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის დონე პლაზმაში
იბუპროფენ დენკ 400-ს გლუკოკორტიკოიდებთან და ანთებისსაწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გაზარდოს კუჭ-ნაწლავიანი სისხლდენის რისკი.
სისხლის შემადედებელი და რამდენიმე ანტიდეპრესანტული საშულებების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი) გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს კუჭ-ნაწლავის წყლულის რისკი.
მეთოტრექსატის მიღებამდე 24 საათით ადრე ან მისი მიღების შემდეგ იბუპროფენის დანიშვნამ შესაძლებელია გაზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია და ეფექტი.
არსებობს თირკმლის ტექსიკურობის გაზრდილი რისკი, როდესაც ციკლოსპორინი (გამოიყენება გადანერგვის დროს უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაწილებლად, მაგრამ ასევე გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ) დანიშნულია რამდენიმე არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. ასეთი ეფექტი ყოველთვის არ არის თანმდევი ციკლოსპორინის და იბუპროფენის ერთად გამოყენებისას.
მედიკამენტი, რომელიც შეიცავს პრობენეციდს ან სულფინპარაზონს (პოდაგრას სამკურნალო საშუალება) შეიძლება შეამციროს იბუპროფენის სეკრეცია. Aმან შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენ დენკ 400-ის სხეულში დაგროვება და გაზარდოს მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაზარდონ ანტიკოაგულანტების ეფექტი, მაგალითად როგორიცაა ვარფარინი. კოაგულანტის დონის კონტროლი რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო და ორალური ანტიდიაბეტური (სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი საშუალება) საშუალებების ურთიერთქმედება. არ დადასტურდა იბუპროფენის და ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ურთიერთქმედება. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის დროს აუცილებელია სისხლის გლუკოზის დონის შემოწმება.
ტაქროლიმუსი: არსეობს თირკმლის ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი, როდესაც ორივე მედიკამენტი მიიღება ერთდროულად.
ზიდოვუდინი: დამტკიცებულია ჰემართროზსისა და ჰემატომას გაზრდილი რისკის ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (შიდსი) და ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტში, რომელიც ღებულობს ზიდოვუდინს და იბუპროფენს ერთად.
იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება საჭმელთან და სასმელთან ერთად
იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ალკოჰოლური სასმელის მიღება, თუ ეს შესაძლებელია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა:
თუ აღმოაჩენთ რომ ფეხმძიმედ ხართ იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობისას, უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს. იბუპროფენი შეიძლება მიიღოთ ფეხმძიმობის პირველი და მეორე ტრიმესტის განმავლობაში, ექიმის მითითებით. იბუპროფენ დენკ 400 უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არსებობს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მაღალი რისკი.
ლაქტაცია:
იბუპროფენ დენკ 400-ის აქტიური ნივთიერება, მისი დაშლილი პროდუქტის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. რადგან ის არ ვნებს ჩვილებს, რომელებიც იკვებებიან დედის რძით, არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა, ხანგრძლივი დროით ან დიდი დოზებით მკურნალობისას კვების შეწყვეტა სასურველია.
გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
იბუპროფენ დენკ 400-ის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, რაც გამოიხატება დაღლილობით და თავბრუსხვევით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს მოქმედების სისწრაფე, რის გამოც შესაძლებელია მანქანის მართვის და/ან მომსახურების უნარის გაუარესება. ეს, როგორც წესი, ვლინდება ალკოჰოლის მიღებასთან ერთად. ამ დროს არ გაქვთ სწრაფი და ადექვატური რეაქციის უნარი. აღნიშნულ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი. არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები და მანქანები, არ იმუშაოთ თავდაცვის გარეშე.

3. იბუპროფენ დენკ 400-ის მიღების წესი
იბუპროფენ დენკ 400 მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
თუ განსხვავებული მითითება არ არსებობს, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი დოზირების ინსტრუქციით:
ა) ტკივილის და სიცხის მკურნალობა:
მოზრდილები: ეფექტურ დოზას წარმოადგენს 200-400 მგ იბუპროფენი. მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200 მგ-ს, რაც შეესაბამება 2-3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში.
ბავშვები და მოზარდები: 15 წლამდე ბავშვებისთვის არ არის სასურველი იბუპროფენ დენკი 400-ის მიღება, რადგან პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. 15 წელზე უფროსი ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20-30 მგ/ სხეულის კგ წონაზე, რაც ინიშნება 3-4 ერთეული დოზის სახით.
ბ) რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპიის დროს:
მოზრდილები: იბუპროფენის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1200-2400 მგ-ს დღეში, რაც შეესაბამება 3 ინდივიდუალურ დოზას, 1-2 შემოგარსულ ტაბლეტის სახით. ინდივიდუალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს (2 ტაბლეტი).
ბავშვები და მოზარდები: არ არის რეკომენდირებული იბუპროფენ დენკი 400-ის მიღება 12 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას.
12 წელზე უფროსი ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 12-30 მგ/სხეულის კგ წონაზე, რაც ინიშნება 3-4 ერთეული დოზის სახით.
ეს არის არასრულყოფილი ინფორმაცია მიღების დოზებთან დაკავშირებით რევმატიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. ზუსტად შესწავლილი დოზების რეკომენდაცია ამ დროისათვის არ არის მოცემული. სიცხის და ტკივილის მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემებზე დაყრდნობით, მაქსიმალური დღიური დოზა 30 მგ. იბუპროფენის სხეულის კგ. წონაზე შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს რევმატიზმის სამკურნალოდაც ბავშვებში. მთლიანი დღიური დოზა უნდა გაიყოს 3-4 ინდივიდუალურ დოზად დღის განმავლობაში.
მიღების ტიპი და ხანგრძლივობა
იბუპროფენ დენკ 400-ის მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის შემდეგ. მგრძნობიარე კუჭის შემთხვევაში რეკომდებულია მიიღოთ იბუპროფენ დენკ 400 საჭმელთან ერთად.
იბუპროფენ დენკ 400-ით ხანგრძლივი დროით მკურნალობა შეიძლება მოთხოვნილ იქნას რევმატიზმით დაავადებულ პაციენტებში. მიმართეთ ექიმს, რათა მან გადაწყვიტოს მკურნალობის ხანგრძლივობა.
იბუპროფენ დენკ 400 მიიღეთ ყოველთვის ისე, როგორც ეს გირჩიათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, ან როგორც ეს მითითებულია ამ ინსტრუქციაში. თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული დოზა არ არის საკმარისი თქვენთვის, არ გაზარდოთ იგი თვითნებურად, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება:
გადაჭარბებული დოზის სიმპტომები შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, გამოხატული თავის ტკივილით, გულისრევით, ძილიანობით და გონების დაკარგვით (ისევე როგორც დამბლა ბავშვებში). ასევე კუჭის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. შეიძლება ასევე განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმელის გაუმართაობა. შეიძლება ასევე დაქვეითდეს წნევა, შესუსტდეს სუნთქვა (რესპირატორული დეპრესია), კანი და ლორწოვანი გარსი გალურჯდეს, გაუფერულდეს. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი.
თუ ფიქრობთ რომ იბუპროფენ დენკ 400-ის გადაჭარბებული დოზა მიიღეთ, მიმართეთ ექიმს. იგი მიიღებს ინტოქსიკაციის წინააღმდეგ ზომებს და ჩაგიტარებთ აუცილებელ მკურნალობას.
თუ თქვენ გამოტოვეთ იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება
არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. არ შეიძლება გამოტოვებული პრეპარატის სანაცვლოდ გაზრდილი დოზის მიღება. დაუსვით თქვენს ექიმს დამატებითი შეკითხვები თუ გაქვთ.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, იბუპროფენ დენკ 400-მაც შეიძლება გამოიწვიო გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:

 

ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

 

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები:
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები ხშირად დამოკიდებულია დოზაზე, და შესაძლებელია განსხვავებული იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში.
უფრო ხშირია წამლის გვერდითი ეფექტი საჭმლის მომნელებელი სისტემაზე. კუჭნაწლავის / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალური, უმეტესად ასაკოვან პაციენტებში. გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, კუჭის აშლა, მუცლის ტკივილი, სისხლის ღებინება, კუჭის წყლული, კოლიტის გაღიზიანება, და კრონის დაავადება გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. გასტრიტის ნაკლებად ხშირად ვლინდება. გასტროინტენტესტინური სისხლდენა პრაქტიკულად დამოკიდებულია მკურნალობის დოზაზე და ხანგრძლივობაზე.
შეშუპება, მაღალი წნევა და გულის უკმარისობა შედეგად მოჰყვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას.
მედიკამენტი, როგორიც არის მაგალითად იბუპროფენ დენკ 400, ზრდის გულის შეტევის (მიოკარდიალური ინფაქტი) რისკს.
კარდიოვასკულარული სისტემა
ძალიან იშვიათად: გულისცემა, შეშუპება, გულის უკმარისობა და გულის შეტევა.
სისხლი და ლიმფური სისტემა:
ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეუკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია). პირველი ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი ჩივილები, შფოთვა, სისხლდენა ცხვირიდან და კანქვეშა სისხლჩაქცევები.
ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს. ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა დაუშვებელია.
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად გადამოწმდეს სისხლის სურათი.
ნერვული სისტემა:
ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა, როგორიცაა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მგრძნობელობა, გაღიზიანებულობა ან დაღლილობა.
მხედველობის ორგანოები:
შედარებით იშვიათად: შესუსტებული მხედველობა.
სმენის ორგანოები:
ძალიან იშვიათად: ტინიტუსი და სმენის დაკარგვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ძლიან ხშირად: კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, როგორიც არის კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, აბდომინური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აირების დაგროვება, დიარეა, ყაბზობა და სისხლდენა. ამ უკანასკნელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია.
ხშირად: დუოდენალური წყლული, ხანდახან სისხლდენა და გაბურღვის შეგრძნება, კუჭის წყლული, კოლიტური წყლულის გართულება ან კრონის დაავადება.
შედარებით იშვიათად: გასტრიტის.
ძალიან იშვიათად: საჭმლის მომნელებელი სისტემის და პანკრეასის ანთება.
ძალიან იშვიათად: მსხვილი და წვრილი ნაწლავის სტენოზი.
აბდომინალური ტკივილის, სისხლის ღებინების, სისხლიანი განავალის ან შავი განავლის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობა და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
თირკმელი და ნაღვლისბუშტი:
შედარებით იშვიათად: სითხის შეკავების მომატება ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას, პრაქტიკულად პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი წნევა ან არ აქვთ ნირმალურუ თირკმელის ფუნქცია; ნეფროზული სინდრომი; თირკმლის ანთებითი დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ძალიან იშვიათად: თირკმელის ქსოვილის დაზიანება, ჰიპერურიკემია.
შემცირებული შარდის გამოყოფა, სითხის შეკავება სხეულში (შეშუპება), ისევე როგორც მთლიანი შეკავება, შეიძლება იყოს ნიშანი თირკმელის ავადმყოფობისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელის დაზიანება. თუ ეს სიმპტომები ან რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება, უნდა შეწყდეს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს.
კანის და კანქვეშა ქსოვილები:
ძალიან იშვიათად: სერიოზული კანის რეაქციები, როგორიც არის სიწითლე და გამონაყარი (მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლისი/ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა.
გამონაკლის შემთხვევებში, კანის ინფექციები და რბილი ქსოვილის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ჩუტყვავილას დროს.
ინფექციები და პარაზიტული დაავადებები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში რამდენიმე არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტთან ერთად გამოყენებისას, ხდება ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესების გაუარესება.
თუ ინფექციის ნიშნები (მაგ. კანის სიწითლე, გამონაყარი, ჰიპერთერმია, ტკივილი, ან სიცხე) ან გაუარესებული მდგომარეობა გამოვლინდა იბუპროფენ დენკ 400-ით მკურნალობისას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ძალიან იშვიათად შემთხვევაში იბუპროფენის გამოყენება დაკავშირებული იყო ტვინის რბილი გარსის ანთებასთან, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციისაგან (სტერილური მენინგიტი), როგორიც არის ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიც არის სისტემური მგლურას ერიტემატოზი ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფება გაზრდილი რისკის განვითარების ქვეშ.
სისხლძარღვოვანი სისტემა
ძალიან იშვიათად: მაღალი წნევა (არტერიული ჰიპერტენზია)
იმუნური სისტემა:
შედარებით იშვიათად: პრურიტუსი და გამონაყარი, როგორიცაა ასთმური შეტევები (ხშირად წნევის დაქვეითებით)
თუ ეს სიმპტომები გაქვთ, უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს და უნდა შეწყვიტოთ იბუპროფენ დენ 400-ის მიღება.
ძალიან იშვიათად: გართულებული ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა სახის შეშუპება, ენის და ხორხის შესივება, რესპირატორული ტრაქტის დავიწროება, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი.
სასწრაფო სამედიცინო ყურადღებაა საჭირო, თუ რომელიმე ამ სიმპტომებიდან გამოვლინდა, და ისინი თუ გამოვლინდა, როდესაც წამალს ღებულობთ პირველად. ასეთ შემთხვევაშიPპაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს და შეწყვიტოს იბუპროფენ დენკ 400-ის მიღება.
ღვიძლის დაავადებები:
ძალიან იშვიათად: ღვიძლის გაუარესებული ფუნქცია, ღვიძლის დაზიანება, ფუნქციის ხანგრძლივი დროით მკურნალობისას, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის გამწვავებული ანთება (ჰეპატიტი). აუცილებელია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
ფსიქიკის მხრივ:
ძალიან იშვიათად: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან თუ შენიშნეთ, რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

5. იბუპროფენ დენკ 400-ის შენახვის წესი
შეინახეთ მშრალ ადგილას, 25°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6. დამატებითი ინფორმაცია
იბუპროფენ დენკ 400-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ. იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ა ტიპის), პრე


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება