ანემია (რკინადეფიციტური ანემია) ბეჭდვა ელფოსტა

ანემია – იგივე სისხლნაკლებობა: კლინიკო–ჰემატოლოგიური სინდრომია, რომლის დროსაც ქვეითდება ჰემოგლობინის კონცენტრაცია სისხლში. ხშირად მას თან ერთვის ერითროციტების რაოდენობის შემცირებაც.
ანემიის სხვადასხვა ტიპი აღენიშნება მოსახლეობის 10–20%–ს, ამასთან ანემია უფრო ხშირად ქალებში ვლინდება. ანემიების 90% რკინის დეფიციტთანაა პირდაპირ კავშირში.
ანემიების კასიფიკაცია შემდეგია:
    1. ანემია გამოწვეული სისიხლის დაკარგვით
    2. ერითროციტების წარმოქმნის შეფერხებით გამოწვეული

  • აპლასტიური
  • რკინადეფიციტური
  • სიდერობლასტური
  • გამოწვეული ქრ.დაავადებების შედეგად

    3. ჰემოლიზური-ერითროციტების დაზიანებით გამოწვეული
ჰემოგლობინის მაჩვენებლის მიხედვით გამოყოფენ 3 ხარისხის ანემიას
        1. მსუბუქი–ჰემოგლობინის რ–ბა მეტია 90გ\ლ –ზე
        2. საშუალო–90–დან 70გ/ლ-მდე
        3. მძიმე–70გ/ლ–ზე ნაკლები
რკინადეფიციტური ანემია შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • სისხლდენით
  • რკინაზე მოთხოვნილების გაზრდით
  • რკინის ათვისების შეფერხებით
  • თანდაყოლილი რკინის დეფიციტით
  • რკინის ტრანსპორტირების დარღვევით

სისხლის დენით გამოწვეული ანემია ანუ პოსტჰემორაგიული რკინადეფიციტური ანემია შეიძლება გამოიწვიოს როგორც სისხლის ერთჯერადმა დანაკარგმა, ასევე ქრონიკულმა სისხლდენამ, რომელთა რიცხვში ყველაზე ხშირია საშვილოსნოდან და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოწვეული სისხლდენები. რკინაზე მოთხოვნილება იზრდება ინტენსიური ზრდისა და ორსულობის პერიოდში.
მსუბუქი სიმძიმის ანემია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და იგი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდეს. ზოგადად ანემიას ახასიათებს სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, გაღიზიანება, ძილიანობა, ასევე თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში და გულის აჩქარება მცირედი ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს შეიძლება პაციენტს ქოშინიც დაერთოს.

რკინადეფიციტური ანემიის სადიაგნოსტიკოდ აუცილებელია:
    1. ჰემოგლობინის რ–ბის განსაზღვრა
    2. ერითროციტების რ–ბის განსაზღვრა
    3. რეტიკულოციტების რ–ბის განსაზღვრა
    4. ფერადობის მაჩვენებლის განსაზღვრა
დამატებით კვლევებში შედის სისიხლის შრატში რკინის განსაზღვრა.
რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. ის გრძელდება 4–6 კვირას მიუხედავად ჰემოგლობინის მაჩვენებლის გაუმჯობესებისა. აუცილებელია რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება, როგორიცაა ხბოს ხორცი, ღვიძლი, თევზი. ამასთან აუცილებელია C–ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ რკინის უკეთეს შეთვისებასა და ერითროპოეზის დაჩქარებას. მედიკამენტოზური თერაპია მოიცავს: 2 ვალენტიანი რკინის პრეპარატებს. უმჯობესია კომბინაციაში ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინების კომპლექსით. მაგ.: გალფერ–ფა, სორბიფერ დურულექსი, ფეროფოლგამა და სხვა.

 


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება