სიახლეები
| საახალწლო სუფრა ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე |
|
|
|
ყველაზე დიდი ზიანი, რომელსაც ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას არის საახალწლო ვახშამზე ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღება. ნარკოლოგთა დასკვნით სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა და ნაბახუსევის სინდრომი. ამ უკანასკნელის მიზეზია - ეთილის სპირტის დაშლის პროდუქტების ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე და ძლიერი გაუწყლოება, რასაც ისინი იწვევენ. ბახუსის მდგომარეობა ნაცნობია ყველასთვის, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაულევია დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი. წყურვილი, ძლიერი თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ღებინება - ეს არის ყველა მისი სიმპტომი. |




საახალწლო სუფრა ყოველთვის დატვირთულია ცხიმიანი საკვებით და ალკოჰოლური სასმელებით. ეს ტრადიცია ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახალი წლის დღეების შემდეგ ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

