სიახლეები

There are No Adverts to Display

ფრიგიდულობა - თანამედროვე ქალების პრობლემა ბეჭდვა ელფოსტა

ფრიგიდულობა - თანამედროვე ქალების პრობლემა დღესდღეისობით სულ უფრო ხშირად გვხვდება პრობლემა დაკავშირებული ქალთა ფრიგიდულობასთან.
სექსოლოგთა განცხადებით, ფრიგიდულობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზების გამო. ცნობილია, რომ მსოფლიოში ქალთა 40% არის ფრიგიდული.
აღნიშნული სექსუალური დარღვევა შიეძლება გამოიწვიოს წარსულში წარუმატებელი ინტიმური ცხოვრების გამოცდილებამ, რომელიც გარკვეულწილად ჩამოყალიბდა კომპლექსის სახით და უარყოფითად მოქმედებს დღევანდელ ცხოვრებაზე.

ფრიგიდულობას იწვევს ასევე ჰორმონალური დარღვევები, კერძოდ კი ტესტოსტერონის უკმარისობა. როგორც ცნობილია ტესტოსტერონი განაპირობებს სექსუალურ ლტოლვას. როგორც წესი, ამ შემთხვევაში ქალები არ განიცდიან თავის მდგომარეობას.
გამოყოფენ ასევე, შეძენილ ფრიგიდულობას. ასეთ შემთხვევაში ქალი ცხოვრობს სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო, ყოველი მომდევნო სექსულური სიახლოვისას, იგი ვეღარ განიცდის ორგაზმს.
ფრიგიდულობის მიზეზი ხდება ასევე საშოს განვითარების თანდაყოლილი ანომალია. მხოლოდ ამ მიზეზით გამოწვეული ფრიგიდულობა არ იკურნება, სხვა შემთხევაში შესანიშნავად ექვემდებარება მკურნალობას და ქალებს უბრუნდებათ სიცოცხლის ხალისი.
რაც, შეეხება ჰორმონალურ ფრიგიდულობას, როგორც ცნობილია მას იწვევს ტესტოსტერონის ნაკლებობა: ჩვეულებრივ ეს ხდება ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ფრიგიდულობა გაივლის თავისთავად. ხოლო როდესაც ჰორმონის ნაკლებობის მიზეზია საკვერცხეების პათოლოგია, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
წარუმატებელი სექსუალური ცხოვრების შემდეგ განვითარებული ფრიგიდულობის დაძლევაში ქალს უნდა მოეხმაროს თავისი პარტნიორი. ეს არ არის მხოლოდ ქალის პრობლემა, ამ შემთხვევაში პარტნიორმა უნდა შეცვალოს გარემო და მოუხმოს ფანტაზიას სექსუალურ ცხოვრებაში.
აუცულებელია გამოვყოთ ფრიგიდულობა, რომელიც ვითარდება თანაცხოვრების რამდენიმე წლის შემდეგ. კონფლიქტი მეუღლესთან, საოჯახო საქმიანობა, ბავშვებზე ზრუნვა, დამღლელი სამსახური, ხშირად უარყოფითად აისახება მეუღლეთა ინტიმურ ცხოვრებაზე. რათქმაუნდა ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ საწყისისთვის საკმარისია წყვილს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარება. საჭირო არაა დროის კარგვა იმის გასარკვევად თუ ვინ არის დამნაშავე ურთიერთობაში. კარგია თუ წყვილი ხანმოკლე დროით მაინც გამოიცვლის გარემოს და განცალკევდება - ეს მეთოდი ხშირად ამართლებს და იწყება ახალი პერიოდი მეუღლეთა ინტიმურ ცხოვრებაში.

მასალა მოპოვებულია: Медицинские новости


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება