There are No Adverts to Display

ენზიმინი® (Enzymin®) ბეჭდვა ელფოსტა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - pancreatine, simethicone
ათქ.კლასიფიკაციის კოდი -
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -
ჯგ: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
ჯგ: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა - Munir Sahin Ilac San. ve Ticaret.
მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი

ავიტა

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 20ც

ერთი ტაბლეტი შეიცავს 170 მგ პანკრეატინს (რაც შეესაბამება ამილაზას 2040 me Phr.eur., ლიპაზას 2550 მე Phr.eur. და პროტეაზას 170 მე Phr.eur. მინიმალურ აქტივობას) და 80 მგ სიმეთიკონს. საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ენზიმინი- კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს და სიმეთიკონს. პანკრეასის ფერმენტები მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში და ხელს უწყობენ მათ უკეთეს შეწოვას წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს ისინი აკომპენსირებენ გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხსნიან კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. სიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მეტეორიზმს განვითარებას. ენზიმინის ტაბლეტების გარსი იცავს ფერმენტებს კუჭის მჟავე გარემოში და უნარჩუნებს მათ აქტივობას.

ჩვენებები
- კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა: მეტეორიზმი, მუკოვისციდოზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აეროფაგია;
- საკვების ათვისების დარღვევა (კუჭის, წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, საკვების დაჩქარებული ევაკუაცია);
- მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);
- ნაწლავების ფერმენტული უკმარისობის თანდაყოლილი ფორმები (ცელიაკია, ძროხის რძის აუტანლობა).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. ძალიან იშვიათია - გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია საფაღარათო ეფექტის გამოვლენა.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. ძალიან იშვიათია - გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია საფაღარათო ეფექტის გამოვლენა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი ექიმის დანიშნულების გარეშე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25°C - მდე ტემპერატურაზე
შენახვის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება