ჭინჭრის ციება ბეჭდვა ელფოსტა
რა არის ჭინჭრის ციება და როგორ შეიძლება ვიმკურნალო?


 

პასუხები  

 
+3 #1 Med Doctor.Net 02.04.2013 05:55
ჭინჭრის ციება - ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბებერების წარმოქმნით.

ჭინჭრის ციება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეტიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჭინჭრის ციების განვითარებას, იყოფიან ეგზოგენურად და ენდოგენურად. ეტიოლოგიური ფაქტორები იწვევენ ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, აფართოებენ კაპილარებს, რის შედეგიცაა დერმის დვრილისებრი შრის შეშუპება და ბებერების წარმოქმნა.

ალერგენების როლი შეიძლება შეასრულონ არასრულად გახლეჩილმა ცილოვანმა პროდუქტებმა, ტოქსინებმა, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა; ჭინჭრის ციების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, განსაკუთრებით ვეგეტატიური. კერძოდ, ცნობილია ქოლინერგული ჭინჭრის ციება, რომელიც ვითარდება ნერვული აგზნების დროს და განპირობებულია აცეტილქოლინის გამოყოფით ქსოვილებში პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების გავლენით.

ჭინჭრის ციების კლინიკური სურათი ხასიათდება კანზე (იშვიათად ლორწოვან გარსებზე) შეშუპებული, მკვრივი, კაშკაშა – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ბებერების წარმოქმნით. ბებერები ქრება (ზოგჯერ რამდენიმე წუთში) უკვალოდ. მწვავე ჭინჭრის ციება ხასიათდება უეცარი დაწყებით, ძლიერი ქავილით, წვით და გამონაყრით კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე, ასევე ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხორხის ლორწოვანზე. ბებერები სხადასხვა ზომისა და მოხაზულობისაა,



შესაძლებელია მათი შერწყმა, თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის დარღვევა. ხშირად ჭინჭრის ციება განპირობებულია წამლისმიერი ან საკვებისმიერი ალერგიით, წამლების, შრატების, ვაქცინების პარენტერალური შეყვანით, სისხლის გადასხმით.

მწვავე შემოსაზღვრული კვინკეს შეშუპება (გიგანტური ჭინჭრის ციება) ხასიათდება ასევე სახის ან სასქესო ორგანოების კანის (ლორწოვანი გარსების) და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შემოსაზღვრული შეშუპების უეცარი განვითარებით. ამასთან კანი ხდება მკვრივი, ელასტიური, თეთრი, იშვიათად ვარდისფერი. სუბიექტური შეგრძნებები ჩვეულებრივ არ

არსებობს. რამდენიმე საათის, ან 1 – 2 დღის შემდეგ შეშუპება ქრება. შესაძლებელია კვინკეს შეშუპების შერწყმა ჩვეულებრივ ჭინჭრის ციებასთან. ხორხის მიდამოში განვითარებული შეშუპების დროს შესაძლებელია სტენოზი და ასფიქსია.

ქრონიკული მორეციდივე ჭინჭრის ციება ჩვეულებრივ ვითარდება ხანგრძლივი სენსიბილიზაციის ფონზე, რომელიც განპირობებულია ქრონიკული ინფექციის კერებით (ტონზილიტი, ქოლეცისტიტი, ადნექსიტი და სხვ.), კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებითა და სხვ. დაავადების რეციდივები იცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის რემისიებით. შეტევის დროს შესაძლებელია თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგიები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. მტანჯველი ქავილი შესაძლებელია მიმდინარეობდეს უძილობით, ნევროზული დარღვევებით.



მზისმიერი ჭინჭრის ციება - წარმოადგენს ფოტოდერმატოზის სახესხვაობას; ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადება ხასიათდება გამონაყრით კანის ღია ნაწილებზე (სახე, ხელები და სხვ.). დამახასიათებელი ა სეზონურობა (გაზაფხული – ზაფხული). მზეზე ხანგრძლივი ყოფნის დროს გამონაყარს შესაძლოა ახლდეს ორგანიზმის ზოგადი რეაქცია სუნთქვისა და გულის მოქმედების დარღვევების სახით, შესაძლებელია შოკის განვითარება.



ჭინჭრის ციება - მკურნალობა. მწვავე ჭინჭრის ციების დროს, რომელიც გამოწვეულია წამლების და საკვები ნივთიერებების მიღებით, ნაჩვენებია საფაღარათოები, ჰიპომასენსიბილი ზირებელი საშუალებები – 10% – იანი კალციუმის ქლორიდი ვენაში, კალციუმის გლუკონატი, ანტიჰისტამინური პრეპარატები. მძიმე შემთხვევაში შეტევის კუპირება შესაძლებელია კანქვეშ ადრენალინის შეყვანით, ასევე კორტიკოსტეროიდუ ლი პრეპარატების.



ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს საჭიროა ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა. ალერგენის აღმოჩენის შემთხვევაში ნაჩვენებია სპეციფიკური ჰიპოსენბილიზაცი ა, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობა, დეჰელმინთიზაცია . ნერვული სისტემის დარღვევების დროს – სედატიური თერაპია. ნაჩვენებია ასევე ზოგადი იონოგალვანიზაცი ა კალციუმის ქლორიდით. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს – ფოტომადესენსიბი ლიზირებელი პრეპარატები.

ჭინჭრის ციება - პროფილაქტიკა. ქრონიკული ინფექციის კერების, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნერვული სისტემის მკურნალობა, ალერგენების განმეორებითი ზემოქმედების გამორიცხვა.
ციტირება
 


უსაფრთხოების კოდი
განახლება