პროლაქტინი ერთჯაჭვიანი პოლიპეპტიდია და შედგება 200 ამინომჟავისაგან. მისი მოლეკულური წონაა 24 კილოდალტონია. პროლაქტინის სტრუქტურა – პლაცენტალური ლაქტოგენისა და სომატოტროპინის ანალოგიურია. ამ ჰორმონის დომინანტური ფორმა არაგლიკოზირებულია. ადენოჰიპოფიზის ლაქტოტროფული (ეოზინოფილური) უჯრედები გამოიმუშავებს ჰორმონის სწორედ ამ ვარიანტს.
პროლაქტინის გენი შედგება 4 ინტრონისა და 5 ეკზონისაგან, წარმოდგენილია ერთადერთი ასლით ჰაპლოიდურ ნაკრებზე და მდებარეობს მე–6 ქრომოსომაზე. ადენოჰიპოფიზის გარდა პროლაქტინის სეკრეცია ხორციელდება სხვა ქსოვილებსა და უჯრედებშიც: სარძევე ჯირკვალი, პლაცენტა, ცენტრალური ნერვული და იმუნური სისტემები.
პროლაქტინის სეკრეციის რეგულაცია მიმდინარეობს მისი მაინჰიბირებელი ფატქორის დათრგუნვის პრინციპით. აღნიშნული ფაქტორი წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში და წარმოადგენს ბიოგენურ ამინს – დოფამინს. დოფამინერგული უჯრედების წანაზარდები გამომდინარეობს ჰიპოთალამუსიდან და სრულდება კარის სისტემის სისხლძარღვებზე. ამრიგად, ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის გამოყოფის პროცესი მუდმივად დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფება. დოფამინის წარმოქმნის შეწყვეტასთან ერთად პროლაქტინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება. ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზის კარის სიტემაში აგრეთვე გამოყოფს: თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს, ანგიოგენზინ - II, ვაზოაქტიურ ინტესტინალურ ჰოლიპეპტიდს, ჰისტიდინ-იზოლეიცინის პეპტიდს. აღნიშნულმა ნივთიერებებმა შესაძლებელია შეასრულონ პროლაქტინ-რილიზინგ ჰორმონის როლი. პროლაქტინის სინთეზისა და სეკრეციის უშუალო სტიმულატორია –ესტროგენები. ახალშობილი როდესაც იწყებს ძუძუს წოვას, ღიზიანდება მექანორეცეპტორები და იგზავნება სიგნალი ჰიპოთალამუსში რის შემდეგაც მოდის მოქმედებაში რძის გამოყოფის რეფლექსი. აღნიშნული სიგნალი გადაიცემა ზურგის ტვინის აფერენტული ბოჭკოებით პირდაპირ ჰიპოთალამუსში, რომელიც იმავდროულად იწყებს პროლაქტინ-რილიზინგ ფაქტორის აქტიურ გამოყოფას, რის შედეგადაც უშუალოდ ხდება საკუთრივ პროლაქტინის გამოდევნა, დოფამინის დამუხრუჭების ფონზე. მეცნიერულად ნავარაუდევია ადენოჰიპოფიზში ლაქტოფორებისა და სომატოტროფების საერთო, წინამორბედი უჯრედების არსებობა რის გამოც, პროლაქტინთან ერთად გამოიყოფა სომატოტროპული ჰორმონი.
პროლაქტინის მნიშვნელოვნად გაძლიერებული სინთეზი აღინიშნება: სტრესების, განგაშის, დეპრესიის, ძლიერი ტრავმული ტკივილისა და ფსიქოზის დროს. განსაკუთრებით მაღალი სეკრეციაა დამახასიათებელი ორსულობისა და ლაქტაციისას. ესტროგენების დიდი კონცენტრაცია ორსულობისას იწვევს პროლაქტინის დონის ძლიერ მატებას. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისას, ფსიქოტროპული, ანტიდეპრესიული და ტრანკვილიზატორული საშუალებების, ესტროგენების, კონტრაცეპტივებისა და ანტიემეტიკური პრეპარატების მიღებისას. მოცემული ჰორმონის სეკრეცია დაქვეითებულია დოფამინური რეცეპტორების გონისტების, ანტიესტროგენების, თირეოიდული და გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების მიღებისას.პროლაქტინი თავის მხრივ აქვეითებს ესტროგენების დონეს ქალებში და ტესტოსტერონისას მამაკაცებში. ანელებს თმის ზრდას ძუძუს კიბოს დროს. ფიზიოლოგიურად, პროლაქტინის დონე მაქმისუმს აღწევს ძილის დროს, ხოლო მისი მაჩვენებლის მატება შესაძლებელია გამოწვეული იქნას: ფიზიკური დატვირთვის, საკვების მიღებისა და სქესობრივი აქტისას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი უზრუნველყოფს ორგაზმის განხორციელებას. დოფამინის ქმედება მუხრუჭდება პროლაქტინის ზეგავლენით, რაც თავის მხრივ პასუხისმგებელია სექსუალურ აღგზნებადობაზე.
ჰიპერპროლაქტინემია ორი სახისაა: ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. პირველი ჩვენს მიერ ზემოთაა განხილული, ხოლო რაც შეეხება პათოლოგიურს – იგი კლასიფიცირდება ორგანულ და ფუნქციონალურ ფორმებად.
ორგანული ჰიპერპროლაქტინემიის ჩამოყალიბების მიზეზია ჰიპოფიზის სიმსივნეები. ფუნქციონალური ჰიპერპროლაქტინემია ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა: ჰიპოთირეოზი, ღვიძლის ციროზი, თირკმელების უკმარისობა, სკლეროკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
ჰიპერპროლაქტინემიის დროს ქალებს უნვითარდება: ამენორეა, უშვილობა, ანორგაზმია, ფრიგიდულობა, შაკიკი, სექსუალური ლტოლვის დათრგუნვა, სარძევე ჯირკვლების მოცულობის გაზრდა –მაკრომასტიისა და ძლიერი ფტოზის ჩამოყალიბების დონემდეც, ფიბროზულ-ცისტური მასტოპათია, ადენომები და ძუძუს კიბო. აღნიშნული ჰორმონის ძლიერი მატებისას ვითარდება გალაქტორეა. არანაკლებ პრობლემებს უქმნის პროლაქტინის მომატებული დონე მამაკაცებსაც. მათ უნვითარდება: ტესტიკულარული ფემინიზაცია, ჰიპოვირილიზაცია, იმპოტენცია, ოლიგოსპერმია, გინეკომასტია და ძუძუს კიბოც კი.
ყოველივე ზემოთაღწერილიდან გამომდინარე აშკარად ხდება ნათელი, რაოდენ მნიშვნელოვანია პროლაქტინის დონის რეგულარული მონიტორინგი ორივე სქესის პირებში. პროლაქტინის სინთეზისა და სეკრეციის დათრგუნვა შესაძლებელია ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალებით: კარბაზეპიმი, ვალპროის მჟავა, ლევოდოპა, კალციტონინი, ციკლოსპორინი, დექსამეტაზონი, დოპამინი, მორფინი, მეტოკლოპრამიდი, ნიფედიპინი, რიფამპიცინი, აკრეტინი, ბომბეზიმი, ტამოქსიფენი და რაც მთავარია დოფამინერგული საშუალებები –ტერგურიდი, როპინეროლი, ნორპლოლაკი, ბრომოკრიპტინი, პარლოდელი, დოსტინექსი და კაბოტრიმი. სწორედ ამ უკანასკნელს ეძღვნება ჩვენი სამეცნიერო პრეზენტაცია. აღნიშნული პრეპარატი იწარმოება ისრაელის ფარმაკოლოგიური კომპანიის TRIMA MAABOROT LTD–ის მიერ. ეს ორგანიზაცია შედარებით ახალია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და უშვებს ბევრ საჭირო და ეფექტურ სამკურნალწამლო საშუალებებს, შექმნილს ამ ერისა და ქვეყნისათვის დამახასიათებელი ნიჭითა და გონიერებით.
კაბოტრიმი გამოდის 0.5 მგ და 1.2 მგ (პარკინსონიზმის სამკურნალოდ) აბების სახით 2 და 8 რაოდენობით ფლაკონში. იგი 1.5 –ჯერ უფრო იაფია თავის იტალიურ ანალოგთან შედარებით და არაფრით არ ჩამოუვარდება მას ეფექტურობით.
პრეპარატი არის ერგოლინის წარმოებული და იწვევს ჰიპოფიზის ეოზინოფილურ უჯრედებში დოფამინის D2 – რეცეპტორების უშუალო სტომულაციას. მისი მოქმედებით პროლაქტინის დონის დაქვეითება ხდება პრეპარატის მიღებიდან უკვე 3 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 1-4 კვირამდე ჯანმრთელ, ხოლო 2-3 კვირამდე დაავადებულ ქალბატონებში. კაბერგოლინის შეწოვა და განაწილება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. აღნიშნული სამკულნალწამლო საშუალების დოზირება სავადასხვა სახის გალაქტორეის დასათრგუნად მერყეობს 0.25-2 მგ-მდე კვირაში. ჩვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გათვალისწინებით მისი გვერდითი მოვლენებისა უმჯობესია მისი დანიშვნა ძილის წინ. თერაპია 0.25 მგ დოზით კვირის განმავლობაში ანხორცელებს გარანტირებული აბლაქტაციური ეფექტის ჩამოყალიბებას. გულისრევის შეგრძნების დასათრგუნად არ არის რეკომენდირებული ცერუკალის გამოყენება, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს ამ კომბინაციამ კაბოტრიმის ეფექტის შემცირება.
ამრიგად, კაბოტრიმი არის ახალი, ეფექტური და ხელმისაწვდომი პრეპარატი პროლაქტინის სინთეზისა და სეკრეციის საიმედო ინჰიბირებისათვის, ამიტომაც ვუწევთ მას დადებით რეკომენდაციას მომხმარებლების წინაშე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ზ. ო. ზაუტაშვილი
კომენტარის დამატება
კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს