• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
იმუნიზაცია და ვაქცინაცია ბეჭდვა ელფოსტა

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.

იმუნიზაციის მიზანია ცალკეული მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციებისაგან. ბავშვს დაბადებისას, ჩვეულებრივ, აქვს იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციებისადმი, რასაც განაპირობებს პლაცენტის გზით გადაცემული ანტისხეულები.ასევე ძუძუთი კვებისას ახალშობილი დედის რძის საშუალებით დამატებით იღებს ანტისხეულებს. მაგრამ ეს იმუნიტეტი დროებითია და 1 წლის ასაკისთვის ქვეითდება.

ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც ითვლება დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიური საშუალებად თანამედროვე მედიცინაში.

ვაქცინის შეყვანას აცრა ეწოდება. აცრის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ ზოგიერთ მიკროორგანიზმებს, მაგ ვირუსებს (წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია) ან ბაქტერიებს (ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის გამომწვევევები).


ვაქცინები იყოფა ოთხ ჯგუფად:
1. ცოცხალი ვაქცინები - შეიცავენ დასუსტებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მაგ. პოლიომიელიტის, წითელის, ყბაყურის ან ტუბერკულოზის ვაქცინები.
2. ინაქტივებული ვაქცინები - შეიცავენ მკვდარ მთელ მიკროორგანიზმებს (მაგ. ყივანახველის ვაქცინა, ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები) ან მის ნაწილს (მაგ. ყივანახველის საწინააღმდეგო აცელულარული ვაქცინა, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა);
3. ანატოქსინები - შეიცავენ ინაქტივებულ ტოქსინს (შხამს), მაგ. დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;
4. ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები - მაგ ვირუსული B ჰეპატიტისა და როტავირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.


საპროფილაქტიკო აცრები კეთდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ვაქცინა დაბადებისას 2 თვე 3 თვე 4 თვე 12 თვე 18 თვე 5 წელი 14 წელი და ზევით შენიშვნა
ტუბერკულოზი
BCG
                აცრა ტარდება დაბადებიდან მე-2-5 დღეს;
პოლიომელიტი
ოპვ(OPV)
                ტარდება DPT ან DT აცრასთან ერთად
დიფტერია/ყივანახველა/ტეტანუსი
დყტ (DPT)
                ტარდება opv (OPV) აცრასთან ერთად
წითელა – Measles
(M)
                ვაქცინაცია ტარდება ყბაყურის აცრასთან ერთად. რევაქცინაცია ტარდება ოპვ5, DT აცრებთან ერთად
წითელა/წითურა/ყბაყურა
(წწყ; MMR)
                ვაქცინაციის დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით
წითურა/ყბაყურა
წწ (MR)
                ვაქცინაციის დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით
ყბაყურა
(Mumps)
                ტარდება წითელას აცრასთან ერთად.
დიფტერია/ტეტანუსი დტ
(DT)
                ტარდება opv5 აცრასთან ერთად
ტეტანუსი/დიფტერია
ტდ (TD)
                შემდეგ ყოველ მე-10 წელს 55 წლამდე, დაწყება სახელმწიფო პროგრამით გამოცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით
ვირუსული ჰეპატიტი
(B – HB)
                * I აცრა ტარდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში. II და III აცრა ტარდება DPT1, 3-OPV1,3 აცრებთან ერთად
* თუ ცნობილია, რომ დედა HBsAg დადებითია, ახალშობილი უნდა აიცრას აუცილებლად პირველი 12 საათის განმავლობაში.

თუ B ჰეპატიტის ან BCG აცრები არ ჩატარდა სამშობიაროში, ისინი უნდა ჩატარდეს პირველი შესაძლებლობისთანავე, ამასთან B ჰეპატიტის პირველი აცრიდან მეორე აცრამდე ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა, ხოლო მესამე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზიდან არანაკლებ 16 კვირის და მეორე დოზიდან არანაკლებ 8 კვირის შემდეგ. მაგალითად, თუ ბავშვი აიცრება პირველად 2 თვის ასაკში, მეორე დოზას მიიღებს 3 თვის ასაკში, ხოლო მესამე დოზა შესაძლებელია მიიღოს 1 წლის ასაკში.


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს