ანტიდეპრესანტი ასერტა (სერტრალინი) დეპრესიისა და ობსესურ-კომპულსური აშლილობების მკურნალობაში დეპრესიული აშლილობა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პრობლემას. იგი მეტად გავრცელებულია მოსახლეობაში და სამწუხაროდ ინარჩუნებს მატების ტენდენციას, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ფსიქოფარმაკოლოგიურმა ფსიქიატრიამ, ფარმაკოლოგიური კვლევაძიებით და ფარმაცევტული ინდუსტრიის ძალისხმევით გასული მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კლინიკური ფსიქიატრია უზრუნველყო მაღალეფექტური, დიფერენცირებული მოქმედების ანტიდეპრესიული და საერთოდ ანტიფსიქოზული მედიკამენტებით, ამ მიმართებით მოღვაწე ფუტუროლოგები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე ოცდამეერთე საუკუნეში დეპრესიული აშლილობები მოფლიო მაშტაბით კვლავ განაგრძობს მატებას და ადამიანის დაავადებებს შორის დაიჭერს მეორე ადგილს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემდეგ.
დეპრესიული აშლილობების მკურნალობა გასული მეოცე საუკუნის 50 წლებამდე არსებითად ფსიქოთერაპიული მეთოდებით შემოიფარგლებოდა, რადგან ანტიდეპრესიული მოქმედების მედიკამენტები არ არსებობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მედიცინის სხვა დარგებთან ერთად კლინიკურ ფსიქიატრიაში დადგა ახალი და მეტად პერსპექტიული ფსიქოფარმაკოლოგიური ერა.
თანამედროვე ფსიქიატრია გადაიქცა ისეთ სამედიცინო დარგად, რომელსაც შესწევს უნარი, რომ, თუ ყველა შემთხვევაში ვერ შეძლებს განკურნოს ფსიქიკური აშლილობები, 80-90% მაინც მოახდინოს მათი რედუცირება, ისე რომ ავადმყოფმა შეძლოს ადაპტირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გასული მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, ემპირიულად მიგნებული და შემდეგ შექმნილი ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ნაწილი აღმოჩნდა ძლიერ ტოქსიური, ხოლო მეორე ნაწილი ნაკლებად ეფექტური, ამიტომ მკვლევარებმა მოახდინეს ე.წ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების სინთეზი, რომელთა ნაწილი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, მაგრამ ამ მედიკამნტებისთვის დამახასიათებელი კარდიოტოქსიურობის, ჰეპატოტოქსიურობის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების გამო, იზღუდება მათი ხანგრძლივად და დიდი დოზებით გამოყენება.
მას შემდეგ, რაც 1975 წელს გამოჩენილმა ესპანელმა ფსიქიატრმა ანაფრანილის ანტიობსესური ეფექტურობა დაადასტურა, მკვლევარებს მიეცათ სტიმული შეექმნათ ახალი თაობის ანტიდეპრესანტები, რომლებიც შეიძენდნენ ანაფრანილთან შედარებით უფრო ინტენსიურ ანტიდეპრესიულ აქტივობას და მასთან ერთად შეინარჩუნებდნენ ანაფრანილისთვის დამახასიათებელ ანტიობსესური მოქმედების უნარს.
გასული საუკუნის 70-80 წლებში ევროპისა და აშშ ქვეყნების ფარმაცევტული კომპანიების სამეცნიერო ლაბორატორიებში მოხდა მრავალი ამ ტიპის მედიკამენტის სინთეზი, რომელთა ფსიქოტროპულ მოქმედების სპექტრში წამყვანი აღმოჩნდა თავის ტვინის სინაფსებს შორის ნაპრალებში ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება (ბლოკირება). სწორედ ამიტომ, მსოფლიო ფამრაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა მრავალი ასეთი ტიპის მედიკამენტი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამ ატაპზე შევჩერდებით მხოლოდ ანტიდეპრესანტ სერტრალინზე, რომელსაც აწარმოებს პორტუგალიური ფირმა პეტაფარმა, სავაჭრო დასახელებით ა ს ე რ ტ ა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გამოყენებული ძირითადად ამბულატორიულად 82 პაციენტის სამკურნალოდ. მათგან ქალი იყო 38 და მამაკაცი 44. საშუალო ასაკი 35 წელი.
კვლევის გამოყენებული მეთოდები: 1. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური (ინტერვიუ). 2. კლინიკო-კატამნეზური (ინტერვიუ). 3. ფსიქომეტრიული მეთოდები ( ჰამილტონის დეპრესიისა და შფოთვის სინდრომის, აგრეთვე იელიე-ბრაუნის ობსესურ-კომპულსური აშლილობების შესაფასებელი სკალების გამოყენებით).
ჩვენს მიერ ჩატარებული მკურნალობა, მედიკამენტ ასერტას გამოყენებით 82 თემატური პაციენტიდან, სპეციალური კვლევები ჩაუტარდა 40 პაციენტს, მედიკამენტ ასერტას ეფექტურობის (ანტიდეპრესიული, ანტიშფოთვითი და ანტიობსესური აქტივობის) დასადგენად. პაციენტთან ინტერვიუს და ქცევების კონტროლით, მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალობის პროცესში ყოველ 6-8 დღეში და მკურნალობის მაქსიმალური სადღეღამისო დოზებით (200მგ), მკურნალობის მე-6, მე-10 დღეს, როცა ხდებოდა აუცილებელი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 50 მგ-ით გაზრდა მკურნალობისადმი რეზისტენტობის გადასალახავად ან საერთოდ ასერტასადმი მყარი რეზისტენტობის გამოვლენის შემთხვევაში. პაცინტთან ინტერვიუს საფუძველზე ვახდენდით საცდელი პიროვნების გუნებაგანწყობის, თვითგრძნობის და სუბიექტური განცდების დინამიკის მაჩვენებლის შეფასებას. პაციენტის, როგორც ინტერვიუს, ისე ფსიქომეტრიული კვლევების დახმარებით, დაავადების წამყვანი სიმპტომების, თუნდაც 50% ან უფრო მეტი რედუცირების შემთხვევაში ხდებოდა პაციენტების ასერტასადმი ( და საერთოდ სერტრალინისადმი) რესპონდერად მიჩნევა და იმავე მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელება სრულ გამოკეთებამდე, სადღეღამისო დოზების დასაშვები სიდიდის ფარგლებში. 1. ასერტას მკურნალობისადმი სრული რესპონდერი აღმოჩნდა 21 პაციენტი. 2. ნაწილობრივი რესპონდერი 15 პაციენტი. 3. არა რესპონდერი 3 პაციენტი. 4. მკურნალობის დაწყებიდანვე შეწყვეტა 1 პაციენტი.
მედიკამენტი ასერტა-თი მკურნალობის სრული კურსი, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკით ჩაუტარდა 77 პაციენტს. ხუთმა მათგანმა ასერტას მიღების თნხმობა განაცხადა, მკურნალობის გრაფიკი მიიღო, მაგრამ განმეორებით გამოკვლევაზე აღარ გამოცხადდა. დანარჩენ მათგანს აღენიშნებოდათ: 1. აფექტური სპექტრის აშლილობები: დეპრესია, შფოთვა, პანიკური შეტევები აღენიშნებოდა 32 პაციენტს, რომლებიდანაც მკურნალობამ მოახდინა სრული რედუცირება 26 პაციენტში, მნიშვნელოვანი რედუცირება 6 პაციენტში და არც ერთი არ აღმოჩნდა ამ პრეპარატისადმი არა რესპონდერი.
2. ობსესურ-კომპულსური სხვადასხვა შინაარსის ფობიები, კომპულსიები, აკვიატებული აზრები, მოქმდებები, ჩვევები, რიტუალები, როგორც წესი დეპრესიული გუნება-განწყობის და უპერსპექტივობის ფონზე 250 პაცინეტში, მათგან მკურნალობის სრული კურსი გაიარა 25 პაციენტმა და ობსესური სიმპტომების სრული რედუცირება იქნა მიღებული 15 პაციენტში, კომპუსური სიმპტომების დეზაქტუალიზაცია სრული რედუცირების გარეშე იქნა მიღებული 8 პაციენტში, ხოლო ეფექტი იყო უმნიშვნელო 2 პაცინტში, რომლებიც წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ ქრონიკული მიზოფობიით.
3. შიზოფრენული სპექტრის აშლილობები დეპრესიული ბოდვით, დეპრესიულ ობსესუ-კომპულსური, დეპრესიულ-დისმორფული ან დეპრესიულ-დეპერსონალიზაციური სიმპტომატიკის კომორბიდულობით-20 პაციენტი, მათგან დეპრესიული, ობსესური და კომპულსური, დისმორფული და დეპერსონალიზაციური სიმპტომებიდან უპირატესად რედუცირებადი აღმოჩნდა დეპრესიული და ობსესური სიმპტომები, ხოლო დისმორფული და დეპრესონალიზაციური სიმპტომების დეზაქტუალიზირება მოხდა 8 პაციენტში 12-დან, ხოლო დეპრესიულ-ბოდვითი სინდრომით მიმდინარე 8 პაციენტიდან აფექტურ ბოდვითი სტრუქტურის სრული რედუცირება იქნა მიღებული 4 პაციენტში, სიმპტომური დეზაქტუალიზაცია ყველა დანარჩენ 4 პაციენტში.
რაც შეეხება ასერტა–თი მკურნალობის პროცესში განვითარებულ გვერდით მოვლენებს ყველა 77 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ჩვენს მიერ შემუშავებული კალენდარული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებულ მზარდ დოზებს, მედიკამენტის რაციონალური დოზირების გათვალისწინებით რაიმე სერიოზული გვერდით ეფექტებს ან გართულებებს, რომლებიც საჭიროებენ სადღეღამისო დოზების შემცირებას ან სრულ აღკვეთს ადგილი არ ჰქონია.
ჩვენს მიერ ჩტარებული გამოკვლევები, ანტიდეპრესანტ ასერტას ანტიდეპრესიული და ანტიობსესური ეფექტურობის დასადგენად, საკუთარი მასალის შედარებითი სიმცირის და კვლევის მეთოდების შეზღუდულობის მიუხედავად სრულიად ნათლად დასტურდება, რომ ასერტა წარმოადგენს სრულფასოვან ანალოგს სხვა მსგავსი ე.წ. ,,სეროტონინული” ანტიდეპრესანტებისა.
პროფესორი, ფსიქიატრი შოთა გამყრელიძე
კომენტარის დამატება
კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს