• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
დემენცია ბეჭდვა ელფოსტა

აკატინოლ მემანტინი დემენცია - შეძენილი ფსიქიური აშლილობაა, რომელიც ვლინდება ინტელექტის დაქვეითებით, სოციალური ადაპტაციის მოშლით, რომელსაც არ ახლავს ცნობიერების შეცვლა. ინტელექტუალურ დეფექტში იგულისხმება რამოდენიმე კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, როგორიც არის მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება, გნოზისი, პრაქსისი, აზროვნება, დაგეგმვის უნარი, გადაწყვეტილებების მიღება, თავისი მოქმედებების კონტროლირება.

დემენცია ვითარდება თავი ტვინის შეძენილი დაავადებების შედეგად, გონებრივი ჩამორჩენილობისგან განსხვავებით, რომლის დროსაც არსებული დარღვევები პაციენტს აქვს დაბადებიდან. Dდემენცია არ წარმოადგენს ნოზოლოგიურ ფორმას, არამედ არის სინდრომი, რომელსაც იწვევს თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის და პათოგენეზის დაავადებები.

დემენცია 65 წლის ზევით გვხვდება მოსახლეობის 20%-ში, აქედან 16%-ს აქვს მსუბუქი ფორმა, 5%-ს მძიმე.

დემენცია ყველაზე ხშირად ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობის, სისხლძარღვების უხეში ათეროსკლეროზის,Gჰიპერტონული და დიაბეტური მიკროანგიოპათიების, ქრონიკული ცერებრული ვასკულიტების, განმეორებითი კარდიოგენური ემბოლიების ფონზე.

სისხლძარღვოვანი დემენციის განვითარებას აჩქარებს გადატანილი ინსულტები, განსაკუთრებით თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების დაზიანებით, რომლის დროსაც ზიანდება ასოციაციური კავშირები ჰემისფეროების ქერქულ ზონებს შორის. დემენცია გვხვდება თ.ტ. სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებების დროს (ალცჰაიმერის, ჰენტინგტონის, პარკინსონის დაავადებების დროს), ინტოქსიკაციების დროს (მხუთავი გაზით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, მარგანეცით ფსიქოტროპული მედიკამენტებით), ნეიროინფექციების დროს (სიფილისი, შიდსი, კრეიტცფელდ-იაკობსის დაავადება), ქალა-ტვინის ტრამვების, ენდოკრინული დაავადებების დროს. სისხლძარღვოვანი დემენცია ხასიათდება კლინიკური პოლიმორფიზმით. ამ კატეგორიის ავადმყოფებისთვის დამახასიათებელია პოლიმორბიდულობა ანუ შერწყმა ცერებრო-ვასკულარული და სომატური დაზიანებების (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა).

დემენცია ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი (პროფესიული და სოციალური მოღვაწეობა მნისშვნელოვნად დარღვეულია, მაგრამ შენახულია პირადი ჰიგიენის ჩვევები და შენახულია თვითმომსახურეობის უნარი), ზომიერი (ავადმყოფი საჭიროებს მეთვალყურეობას), მძიმე (ტოტალურად დარღვეულია ყოველდღიური საქმიანობა, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას).

10-15%-ში დემენცია ექვემდებარება თერაპიას, უმრავლეს შემთხვევაში პროგრესირებს და იწვევს ფსიქიურ აშლილობას.

D2002 წელს კომპანია მერცმა შეიმუშავა მემანტინი (აკატინოლ მემანტინი) ინოვაციური და ეფექტური პრეპარატი მსუბუქი, ზომიერი და მძიმე დემენციების სამკურნალოდ. იგი გამოირჩევა კარგი ამტანობით და დიდი ეფექტურობით. Gგამოკვლევების საფუძველზე დადგინდა,რომ კოგნიტიური სფეროს გაუმჯობესების გარდა, იგი ეფექტურია ქცევის დარღვევათა გაუმჯობესებაში, რომლის გამოც ძნელდება ასეთი ავადმყოფების მოვლა.

დემენციის მკურნალობა- ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიური და სამედიცინო პრობლემა. ამ პრობლემის მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა მემანტინის გამოყენება (1-ამინო 3,5-დიმეთილ ადამანტანი), NMDA - რეცეპტორების არაკონკურენტული ანტაგონისტი, გლუტამატერგული რეცეპტორების ერთ-ერთი ქვეტიპი. ცნობილია,რომ გლუტამატი წარმოადგენს არა მარტო ნეიროტრანსმიტერს, არამედ ნეიროტოქსინსაც. სისხლძარღვოვანი დემენციის დროს ხდება არა მარტო გლუტამატერგული ნეიროტრანსმისიის დარღვევა, არამედ ნეირონის დაღუპვა, გლუტამატის ჭარბად გამოყოფის გამო.

მემანტინის მოქმედება მიმართულია ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემის გაუმჯობესებისკენ და იცავს ნეირონს დაზიანებისგან ჭარბი გლუტამატის გამოყოფის დროს. შესაბამისად ავადმყოფებში აღინიშნება დაავადების პროგრესულობის შენელება, რაც მიუთითებს აკატინოლის ნეიროპროტექტულ თვისებაზე. ამიტომაც ავადმყოფზე მუდმივი ზედამხეველობის საჭიროება მცირდება. აკატინოლი მემანტინი ხასიათდება კარგი ამტანობით და მოქმედებს ფსიქოპათოლოგიურ სინდრომების ფართო სპექტრზე, რაც საშუალებას იძლევა ცერებრო –ვასკულარული დაავადების ეფექტური მკურნალობისა, რომელსაც თან ახლავს კოგნიტური ფუნქციების დარღვევა.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კოგნიტიური ფუნქციის დარღვევა, შესამჩნევი ცვლილებები აღინიშნება მკურნალობის 2 თვის თავზე, იცვლება მეხსიერება, სიტყვიერი მარაგი მატულობს, უმჯობესდება ორიენტაცია დროსა და გარემოში. იხსნება ასევე შებოჭილობა მოძრაობისას, შეუძლია გარკვევით წერა, მეტყველება სწორდება, მოძრაობები კოორდინირებული ხდება, იმახსოვრებს ინსტრუქციებს, შეიმჩნევა მხედველობითი და სმენითი მეხსიერების გაუმჯობესება. აღსანიშნავია,რომ ზომიერი და მძიმე დემენციების პაციენტებში, რომელთა მკურნალობაში თერაპიული დოზის მოძებნა ძალიან ძნელია, აღინიშნება წინსვლა გაუმჯობესებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი ავადმყოფები აღარ საჭიროებენ მუდმივ მოვლას.

დემენციის ადრეულ ეტაპზე აკატინოლით მკურნალობის დაწყება ხელს შეუწყობს პაციენტის გონებრივი შესაძლებლობების, ყოფითი აქტიურობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარის დიდხანს შენანჩუნებას.

გვერდითი მოვლენები თავბრუსხვევის სახით, წონასწორობის დარღვევით თითქმის არ გვხვდება, არ მოქმედებს გულის რითმზე. ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ აკატინოლ მემანტინი წარმოადგენს ეფექტურ, უსაფრთხო და პერსპექტიულ პრეპარატს დემენციის სამკურნალოდ.

#1 კლინიკური საავადმყოფო, შპს „ნევროლოგია“
ექიმი ნევროლოგი ქეთევან ლორია


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს