• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
სიახლეები

სიახლეები/უროლოგია, ნეფროლოგია
ავტორი: Med Doctor
ამერიკელმა ქირურგებმა ჩაატარეს 32 ოპერაცია, რათა დომინოს პრინციპით გადაენერგათ თირკმელი 16 პაციენტისათვის. დომინოს პრინციპით ტრანსპლანტაცია ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც დონორის ორგანო შეუთავსებელია რეციპიენტის ორგანიზმთან. ამისათვის საჭიროა შესაბამისი რაოდენობით წყვილის შერჩევა. ტრანსპლანტაციის ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც ყველა რეციპიენტისთვის მოიძებნება დონორი სხვა წყვილიდან.
ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2010 09:30 - 2046 ნანახია - 1 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
მომავლის შესახვევი მასალა უკვე თავად აღმოაჩენს ბაქტერიებს ჭრილობაში და ამის სასიგნალოდ შეიცვლის ფერს. გარდა ამისა თავად შესახვევი მასალა გამოყოფს ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს და შეებრძოლება ინფექციას.
ორშაბათი, 28 თებერვალი 2011 09:04 - 1133 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
ბაქტერიების გავრცელება ზედაპირული კონტაქტით წარმოადგენს პრაქტიკული მედიცინის ერთერთ მწვავე პრობლებას . სწორედ ამ გზით ხდება ბაქტერიების გავრცელება 80%–ში.მეცნიერები მუდმივად ეძებენ ამ პროცესთნ ბრძოლის ახალ მეთოდებს.
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2011 09:04 - 1213 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
ბევრი ამერიკელი იშორებს ცხიმს პლასტიკური ოპერაციის საშუალებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება დაახლოებით 450 000 ლიპოსაქციის ოპერაცია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ლიპოსაქციის შემდეგ ცხიმი კვლავ ლაგდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
პარასკევი, 06 მაისი 2011 10:10 - 1082 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
შვედი მეცნიერები თვლიან, რომ თრომბოზი გადაეცემა მემკვიდრეობით, რაც დაადასტურა მათმა დიდმაშტაბიანმა კვლევებმა. მეცნიერებმა შეისწავლეს თრომბოემბოლიის განვითრების რისკები, ისეთ ადამიანებში რომელთა მშობლებსაც ჰქონდათ ეს პრობლება, ან საერთოდ არ ჰქონიათ მასთნ შეხება, შვედმა ექპერტებმა დაასკვნეს, რომ დაავადების მშობლებში არსებობა სერიოზულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს შვილებისათვის. მემკვიდრულად დატვირთულ პაციენტებში ეს პრობლება განსაკუთრებით თავს იჩენს 10–დან 50 წლამდე ასაკის როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. 50 წლის შემდეგ თრომბოემბოლიის განვითარებაში უფრო სხვა ფაქტორები ახდენენ დიდ გავლენას. 10 წლამდე ბავშვებში თრომბები იშვიათია, თუმცა თუ იგი გვხვდება, ამ შემთხვევაში მემეკვიდრული წინასწარგანწყობა არავითარ როლს არ თამაშობს. უფრო ხშირად თრომბოემბოლიით ავადდებიან ადამიანები რომელთაც ორივე მშობელს ჰქონდა ასეთი დაავადება.
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2011 09:30 - 1211 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
ამერიკულმა კომპანიამ Fibrocell Science შექმნა ნაოჭების საწინააღმდეგო ახალი უჯრედული პრეპარატი. მწარმოებლის განცხადებით ახალ მედიკამენტს ანალოგი არ გააჩნია.
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2011 10:31 - 1116 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
ბელგიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პაციენტების უმრავლესობა, რომელიც მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას დაავადებული არიან დისმორფოფობიით. ეს არის ფსიქიური დარღვევა, რომელიც ვითარდება ახალგაზრდა ასაკში, რომლის დროსაც ადამიანი ზედმეტად განიცდის სხეულის უმნიშვნელო დეფექტს.
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2011 09:19 - 1070 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: Med Doctor
ბრაზილიელი მეცნიერების კვლევების თანახმად, მუცლის ლიპოსაქციის შემდეგ შესაძლებელია წარმოიქმნას ვისცერალური ცხიმის ფენა, რომელიც მოიცავს შინაგან ორგანოებს და შესაბამისად წარმოშობს სხვადსხვა პრობლემებს.
სამშაბათი, 15 მაისი 2012 09:01 - 72 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: ეკატერინე დათიაშვილი
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თაფლი არბილებს და შეხორცების პროცესებს ააქტიურებს მსუბუქი და საშუალო ხარისხის დამწვრობის დროს. ეს შეიძლება გახდეს დამწვრობის მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივა. ,,ამ საკითხს ცოტა სიფრთხილით ვეკიდებით, მაგრამ აღმოჩნდა რომ თაფლს მართლაც შეუძლია გამოჯანმრთელების პროცესების დაჩქარება სხვადასხვა ტიპის დამწვრობის დროს",_ამტკიცებს წამყვანი მკვლევარი ენდრიუ ჯული, ოკლენდას უნივერსიტეტის კლინიკური ცდების განყოფილებიდან, ახალი ზელანდია.
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2011 10:25 - 909 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: ეკატერინე დათიაშვილი
ლიპოსაქცია ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ესთეტიკური ქირურიის კლინიკებში. თუმცა, როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს გარდა სხეულის მოცულობაში კლებისა, ლიპოსაქცია ასევე დადებითად მოქმედებს გულზე. ექსპერტებმა გამოიკვლიეს 300 პაციენტი ქოლესტერინისა და მავნე ცხიმების-ტრიგლიცერიდების შემცველობაზე, რომლებმაც ჩაიტარეს ლიპოსაქცია. პაციენტებს, რომელთაც ოპერაციამდე აღენიშნებოდათ ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ოპერაციის შემდეგ 43%–ით შემცირდა.
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2011 09:02 - 862 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: ეკატერინე დათიაშვილი
საერთაშორისო კონფერენციაზე „ანტიმიკრობული ნივთიერებები და ქიმიოთერაპია“, ჰავაის უნივერსიტეტის ექიმმა ლორენს ირონმა (Lawrence Eron) წარმოადგინა დიაბეტური ჭრილობების მატლებით მკურნალობის შედეგები. მცირე კვლევაში მონაწილეობა მიიღო 37 პაციენტმა, ამათგან 27– ში აღინიშნა მნიშვნელოვანი მკურნალობის შედეგები.
პარასკევი, 14 ოქტომბერი 2011 09:01 - 787 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
სიახლეები/ქირურგია,ზოგადი ქირურგია
ავტორი: ეკატერინე დათიაშვილი
თურქეთში, ქალაქ ანკარას „Chatsetepe“-ის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ქირურგებმა ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია - მთლიანი კიდურების ტრანსპლანტაცია. ცნობილია, რომ ოპერაციაში მონაწილეობდა 52 სპეციალისტისაგან შექმნილი ჯგუფი. საავადმყოფოს სპეციალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა პაციენტისათვის ერთი კიდურის ამპუტაცია მოეხდინათ, რადგან მას განუვითარდა გარკვეული პრობლემები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
პარასკევი, 02 მარტი 2012 09:01 - 351 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა

პირველი
12

გვერდი 1 of 2