• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
Sayings of Medicine
ძველი სირიელი ექიმი აბულ ფარადაჟი Print E-mail

„ჩვენ სამნი ვართ – ექიმი, ავადმყოფი და ავადმყოფობა. თუ ავადმყოფი ექიმის მხარეზე იქნება, მაშინ ჩვენ ორნი ვიქნებით და მესამეს – ავადმყოფობას დავამარცხებთ. თუ ავადმყოფი ექიმმა ვერ მიიმხრო, მაშინ ის ავადმყოფობის მხარეზე დარჩება. საქმე მარცხისკენ გადაიხრება, ექიმი დამარცხდება და გაიმარჯვებს ავადმყოფობა“

 
კონსტანტინე გამსახურდია Print E-mail

კონსტანტინე გამსახურდია „მედიცინა შემთხვევით მოხდენილ დაკვირვებათა ჯამია. ხომ, ასეთი დაუშრეტელი წყაროა შემთხვევა, მაგრამ სწორედ ამ ცხრაკლიტულის მისაღებად ოდითგანვე იღვწის ადამიანის გონება. მედიცინაც იმისათვის იბრძვის, რათა ადამიანის სხეული ბრმა შემთხვევის განუკითხავ ჩარევას გადაარჩინოს“

 
მიხეილ ჯავახიშვილი Print E-mail

მიხეილ ჯავახიშვილი„ჩვენ ექიმებმა, სხვებზე მეტი ვიცით, ამიტომ ზნეობის საზომიც სხვანაირი გვაქვს, რასაც სხვები ღალატს ეძახიან, ზოგჯერ ჩვენ ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია. ხალხი ამბობს: გარყვნილიაო! – ჩვენ კი ვიტყვით: ბუნებამ თავისი გაიტანაო. ბრბო გაჰკივის: უზნეობაა! ჩვენ კი ვიცით, რომ აქ სისხლის კანონმა გაიმარჯვა. მორჩა და გათავდა!“

 
ილია ჭავჭავაძე Print E-mail

ილია ჭავჭავაძე „ავადმყოფს კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ავადმყოფობასა და მკურნალობას“

 
მ.გორკი Print E-mail

მაკსიმ გორკი „ადამიანი ყველაზე უფრო გულწრფელად და ხმამაღლა ყვირის, როცა მას ტკივა და როდესაც ადამიანებს, სულ ერთია ეს ტკივილი ფიზიკურია თუ სულიერი, მასთან უმდა იყოს ექიმი“

 
ვ. სერბსკი - ცნობილი რუსი ფსიქიატრი Print E-mail

„ექიმს საქმე აქვს არა დაავადებასთან, არამედ ავადმყოფთან, რომელთა შორის თითოეულიც თავისებურად ავადმყოფობს“

 
მ. მუდროვი Print E-mail

„შენ შეისწავლე დაავადება და იცნობ ავადმყოფს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ავადმყოფმა შენ გამოგცადა და იცის როგორი ხარ“

 
Start
1234


Page 1 of 4