• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
მოვალისი-15მგ–1.5მლ (Movalis) Print E-mail

მოვალისი (Movalisi) 15მგ/1,5 მლ საინექციო ხსნარი
მელოქსიკამი



პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
- პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან მოგვიანებით შესაძლოა საჭირო გახდეს მისი წაკითხვა.
- ნებისმიერი კითხვის გაჩენისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის.
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან თუ გამოვლინდება გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

1. რა არის მოვალისი და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ მოვალისის მიღებამდე
3. მოვალისის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. მოვალისის შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის მოვალისი და მისი გამოყენება
მოვალისი, საინექციო ხსნარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება სახსრების და კუნთების ანთებითი პროცესის და ტკივილის შესამცირებლად. მოვალისი, საინექციო ხსნარი გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი დაავადეების სიმპტომების სამკურნალოდ:
• რევმატოიდული ართრიტი;
• ოსტეოართრიტის გამწვავება;
• ანკილოზური სპონდილიტი (ასევე ცნობილი ბეხტერევის დაავადების სახელწოდებით).

2. რა უნდა იცოდეთ მოვალისის მიღებამდე
მოვალისი არ უნდა დაინიშნოს თუ:
• პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მელოქსიკამის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ან მოვალისის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. ნაწილი 6);
• თუ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი სახის რეაქციები: ხიხინი, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ქოშინი (ასთმა);
• ცხვირის ობსტრუქცია ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების (ცხვირის პოლიპების) გამო;
• გამონაყარი ან ჭინჭრის ციება;
• კანის ან თვალების, სახის, ტუჩების, პირის და ყელის ლორწოვანი მემბრანების ანთების უეცარი დაწყება, რამაც ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა);
• თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული ან ნაწლავის პერფორაცია.
• თუ აღინიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, მაგალითად:
• კრონის დაავადება;
• წყლულოვანი კოლიტი;
• აღინიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• დიალიზით არანამკურნალები თირკმლის მძიმე უკმარისობას;
• კუჭის ან ნაწლავური სისხლდენა;
• უახლოესი პერიოდის განმავლობაში აღინიშნება ინსულტი (ცერებრო-ვასკულარული სისხლდენა);
• თუ აღინიშნება ნებისმიერი სხვა სახის ჰემორაგიული დაავადებები;
• გულის მძიმე უკმარისობა;
• პაციენტი არის ორსულად, გეგმავს დაორსულებას ან ბავშვის კვებას დედის რძით;
• პაციენტი არის 15 წლამდე ასაკის პირი;
• ჩატარდა გულის შუნტირების ოპერაცია და პაციენტს ესაჭიროება ტკივილის შესამცირებელი პრეპარატები.

თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილით:
მოვალისის მსგავსი პრეპარატები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მომატებულ რისკთან. ყველა ტიპის რისკი უფრო მეტად იზრდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
თუ ანამნეზში აღინიშნება გულის პრობლემები, ინსულტი ან თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აქვს მსგავსი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი (მაგალითად ჰიპოტენზია, დიაბეტი, ქოლესტეროლის მომატებული დონე ან მოწევა), ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, ასეთ შემთხვევაში მოვალისის საინექციოს ხსნარით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება გამონაყარი, რბილი ქსოვილების დაზიანებები (ლორწოვანის დაზიანება) ან ალერგიის ნებისმიერი სხვა ნიშანი.

მოვალისის საინექციოს ხსნარით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება სისხლდენა (კუპრისფერი განავლის სახით) ან საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლული (ვლინდება მუცლის ტკივილის სახით). სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია ზოგჯერ შესაძლებელია გახდეს ძალიან სერიოზული ან პოტენციურად ფატალური. ეს გასაკუთრებით ეხება ხანდაზმულ პაციენტებს. თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმეგო პრეპარატების გამოყენებისას გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ასეთ შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მოვალისის საინექციო ხსნარმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (მაგ. ცხელება). თუ პაციენტი ეჭვობს ინფექციის არსებობის შესახებ, ასეთ შემხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მოვალისის საინექციო ხსნარის მიღებამდე მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გადაამოწმოს შემდეგი:
• თუ აღინიშნება მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), განსაკუთრებით თუ პაციენტი მკურნალობს შარდმდენებით, აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II-ის ინჰიბიტორებით.
• თუ პაციენტი არის ხანდზმული ან სუსტი აღნაგობის;
• თუ პაციენტი სვამს მცირე რაოდენობით სითხეს;
• თუ პაციენტს აღენიშნება გულის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
• თუ აღინიშნება ჰიპოვოლემია, რაც ვითარდება სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად (მაგ. ოპერაციის შემდეგ).
• თუ პაციენტს აღენიშნება ან ოდესმე ჰქონია შეშუპება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დროს ექიმმა შესაძლებელია გადაამოწმოს სისხლის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები. ასეთ დროს შესაძლებელია დოზა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს.

სხვა პრეპარატებით მკურნალობა:
რადგან მოსალოდნელია მოვალისის საინექციო ხსნარის და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედება, შესაბამისად თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმმა განსაკუთრებით უნდა იცოდეს ღებულობს თუ არა პაციენტი შემდეგ პრეპარატებს:
• ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, მათ შორის ასპირინი;
• გლუკოკორტიკოიდები;
• სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები;
• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები;
• ლითიუმი – ფსიქიატრიული დარღვევის სამკურნალო პრეპარატი;
• მეთოტრექსატი – სიმსინის და არაკონტროლირებადი კანის მძიმე დაავადებების და რევმატიული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი;
• ნებისმიერი შარდმდენი (ორგანიზმიდან სითხის გამოსაყვანი პრეპარატი) – ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს გამოკვლევები ღვიძლის ფუნქციის გასაკონტროლებლად;
• თუ გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი, მაგალითად შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს მკურნალობა;
• ქოლესტირამინი – ქოლესტეროლის დონის შესამცირებელი პრეპარატი;
• ციკლოსპორინი – პრეპარატი, რომელიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის, კანის მძიმე რეაქციების, რევმატოიდული ართრიტის ან ნეფროზული სინდრომის დროს;
• სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებელი პრეპარატები.
• თუ ქალი იყენებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიულ მოწყობილობებს, რაც ჩვეულებრივ ცნობილია როგორც სკმ (IUS). თუ არსებობს რაიმე ეჭვი პრეპარატის მიღების შესახებ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ნებისმერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მოვალისმა შესაძლებელია იმოქმედოს დაორსულების უნარზე. თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას, მაშინ მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს. არ შეიძლება მოვალისის გამოყენება ორსულობის დროს. მოვალისი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას არ შეიძლება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვალისში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ:
პროდუქტის 1.5 მლ ფლაკონი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ანუ თითქმის თავისუფალია ნატრიუმისგან.

3. მოვალისის მიღების წესი
მოვალისი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოვალისი უნდა დაინიშნოს ექიმის ან სამედიცინო განათლების მქონე პირის მიერ. თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.

მკურნალი ექიმი გააკეთებს მოვალისის ინექციას კუნთებში, თუმცა მან არ უნდა გადააჭარბოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას – 15მგ (ამპულის შემადგენლობა) დღეში. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მოვალისის მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭაროს 7,5მგ–ს დღეში (ამპულის შემცველობის ნახევარი).

მკურნალი ექიმი განახორციელებს ასევე მოვალისის საინექციო ხსნარის ინტრავენურად შეყვანას.

პოტენციური შეუთავსელობის გამო, არ შეიძლება მოვალისთან ერთად ერთი და იგივე შპრიცში სხვა პრეპარატის შერევა. რადგან ბავშვებში და მოზარდებში არ არის შემუშავებული შესაბამისი დოზები, ამიტომ საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად მოქმედებს მასზე ან თუ მკურნალობის დაწყებიდან ცოტა ხანში მდგომარეობა არ შემსუბუქდა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოვალისის დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტმა მიიღო მოვალისის გადაჭარბებული დოზა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს ჰოსპიტალს:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გადაჭარბებული დოზის მიღებისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
• მოთენთილობა (ლეთარგია);
• ძილიანობა
• გულისრევა და ღებინება
• კუჭის ტკივილი (ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში).

ზოგადად მსგავსი სიმპტომები მცირდება მოვალისით მკურნალობის შეწყვეტისას. შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს:
სერიოზული - არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია);
• თირკმლის მწვავე უკმარისობა;
• ღვიძლის უკმარისობა;
• სუნთქვის ამპლიტუდის შემცირება/სუნთქვის შეჩერება (სუნთქვის დათრგუნვა);
• გონების დაკარგვა (კომა);
• გულყრა;
• კარდიოვასკულარული კოლაფსი;
• გულის გაჩერება;
• დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა), მათ შორის:
• გულის წასვლა;
• ქოშინი;
• კანის რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები).

მოვალისის დოზის გამოტოვება:
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზა მიიღება მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად.

მოვალისით მკურნალობის შეწყვეტა:
თქვენი მკურნალი ექიმი გააკეთებს ინექციას მხოლოდ მკურნალობის პირველ დღეებში. მკურნალობის შემდგომ პერიოდში იგი დანიშნავს მოვალისის ტაბლეტებს ან სანთლებს. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალი ექიმს ან ფარმაცევტს.

4. სავარაუდო გვერდითი ეფექტები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოვალისმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება:

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდება შემდეგი რეაქციები:
• ნებისმიერი მოვლენა კუჭ-ნაწლავის მხრივ;
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, განსაკუთრებით თუ პაციენტი ხანდაზმულია.
• თუ მოვალისის საინექციოს ხსნარის მიღების შემდეგ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია ან ასთმის შეტევა.
• კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები: კუჭის და წვრილი ნაწლავის წყლული (პეპტიური/ კუჭ-ნაწლავის წყლული)
• ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (რაც შეიძლება იყოს ფატალური, განსაკუთრებით კი ხანდაზმულების შემთხვევაში);
• მოვალისის მსგავსი პრეპარატების მიღებისას შესაძლებელია მცირედ გაიზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკი.
• თუ მოვალისის საინექციო ხსნარის მიღებიდან ცოტა ხანში გამოვლინდა ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, რბილი ქსოვილების დაზიანება (ლორწოვანის დაზიანება) ან ალერგიის ნებისმიერი ნიშანი, მაშინ მკურნალობა დაუყოვნებივ უნდა შეწყდეს.
• მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თუ გამოვლინდება სისხლდენა (კუპრისფერი განავალი) ან კუჭ-ნაწლავის წყლულები (რაც იწვევს მუცლის ტკივილს).

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ:
• გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი გვერდითი მოვლენა:
• თუ ანამნეზში აღინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, რაც განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს;
• მოვალისის საინექციო ხსნარის მიღების შემდეგ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია ან ასთმის შეტევა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები:
• კუჭის და წვრილი ნაწლავის წყლული (პეპტიური/ კუჭ-ნაწლავის წყლული)
• ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (რაც შეიძლება იყოს ფატალური, განსაკუთრებით კი ხანდაზმულების შემთხვევაში);
გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი შემთხვევა 10 პაციენტში.
ხშირად: 1-ზე მეტი შემთხვევა 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე ნაკლები შემთხვევა 10 პაციენტში.
არახშირი: 1-ზე მეტი შემთხვევა 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე ნაკლები შემთხვევა 100 პაციენტში.
იშვიათი: 1-ზე მეტი შემთხვევა 10000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე ნაკლები შემთხვევა 1000 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები შემთხვევა 10000 პაციენტში, არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებიდან არ არის ცნობილი).

გულის დაავადება:
ხშირი: სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება;
არახშირი: გულისცემის გახშირება

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ასევე გამოვლინდა გულის უკმარისობის შემთხვევები.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ხშირი: ანემია (ჰემოგლობინის დაბალი კონცენტრაცია სისხლში).
არახშირი: სისხლის უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება, მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტოპენია) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ნერვული სისტემის დარღვევები:
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა.
იშვიათი: დაბნეულობა და დეზორიენტაცია.

თვალის მხრივ:
იშვიათად: თვალის ანთება (კონიუქტივიტი), მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაბინდვა.

სასუნთქი სისტემის დარღვევა:
იშვიათი: ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ალერგიულ პირეში შესაძლებელია განვითარდეს ასთმის შეტევა.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ხშირი: დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, აირების დაგროვება, ფაღარათი.
არახშირი: ბოყინი, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან კუჭის და წვრილი ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლული).
იშვიათი: კუჭის და ნაწლვის პერფორაცია, კუჭის ანთება (გასტრიტი) ან მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:
არახშირი: თირკმლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილება (კრეატინინის და სისხლის შარდოვანას დონის მომატება);
იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შარდვის დარღვევასთან, მათ შორის შარდის შეკავებასთან.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ხშირი: ქავილი, გამონაყარი.
იშვიათი: მზის სხივებით გამოწვეული გამონაყარი (ფოტოსენსიტიური რეაქცია). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები, როგორიც არის მულტიფორმული ერითემა ან ბულოზური გამონაყარი კანის დაწყლულებით და აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ვასკულარული დარღვევები:
არახშირი: მაღალი არტერიული წნევა, სახის და კისრის გარდამავალი წამოწითლება.

ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები:
ხშირი: ტკივილი ინექციის ადგილას.

იმუნური სისტემის დარღვევები:
იშვიათი: კანის ან ლორწოვანი გარსის ანთება, მაგალითად ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის ლორწოვანი გარსის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა) და დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია (მაგ. ქოშინი ან კანის რეაქციები (ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური)).

ღვიძლის დარღვევები:
არახშირი: ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების გარდამავალი დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების, მაგალითად ტრანსამინაზების ან ნაღვლის პიგმენტის - ბილირუბინის დონის მომატება).
იშვიათი: ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

ფსიქიატრიული დარღვევები:
იშვიათი: ხასიათის ცვლილება, დეზორიენტაცია.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი მოვლენა, რაც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

5. მოვალისის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30° C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მოვალისი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული ზომები საჭიროა გარემოს დასაცავად.

6. დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს მოვალისი:
- აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი. ფლაკონი (1,5 მლ საინექციო ხსნარი) შეიცავს 15მგ მელოქსიკამს.
- დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი (N-მეთილ-D-გლუკამინი) გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

შეფუთვა:
მოვალისის საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, მომწვანო-ყვითელი ფერის ხსნარი ჩანართების გარეშე.
1,5 მლ საინექციო ხსნარის ამპულა #3, #5 ან #10 მუყაოს კოლოფში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Boehringer Ingelheim International GmbH
Binger Strasse 173, D-55216 Ingelheim am Rhein
Germany

ბერინგერ ინგელჰეიმ ინტერსთეიშენალ გმბჰ
ბინგერ შტრასე 173, დ-55216, ინგელჰეიმ ამ მრეინ
გერმანია

მწარმოებელი:
Boehringer Ingelheim Espana S.A.
Sector Turo de Can Matas, Prat de la Riba, s/n
08173 San Cugat del Valles
Barcelona, Spain

ბერინგერ ინგელჰეიმ ესპანა ს.ა.
სექტორ ტურო დე კან მატას, პრატ დე ლა რიბა, ს/ნ,
08173 სან კუგატ დელ ვალლეს
ბარსელონა, ესპანეთი.