პკ-მერცი ინფუზია (PK-Merz Infusion) AMANTADINE MERZ PHARMA, გერმანია
ათქ კლასიფიკაციის კოდი: N04BB01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ; შეფუთვაში 2 ც. 500 მლ. ამანტადინის სულფატი . . . . . . . 200 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი). შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას. ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, substancia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და corpus striatum -ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას. ჩვენებები პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა. პერორალური თერაპიის დროებითი შეწყვეტა. ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად. ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა. ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს. დოზირების რეჟიმი დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:
გლომერული ფილტრაციის სიჩქარე(GFR) მლ/წთ
დოზირება(მგ)
დოზირების ინტერვალი (სთ)
80-60
100
12 სთ
60-50
200 ან 100 მონაცვლეობით
ყოველ მეორე დღეს
50-30
100
24სთ
30-20
200
კვირაში 2-ჯერ
20-10
100
კვირაში 3-ჯერ
<10
200-100
კვირაში ერთხელ ან ყოველ მეორე კვირას
მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით. გვერდითი მოვლენები მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა. მოტორული ან ფსიქიკური აგზნება. შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში. გულის უკმარისობა. იშვიათად- არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. ძალიან იშვიათად- ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება. უკუჩვენებები პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IVკლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II-III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება. პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი<10 მლ/წთ). შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი. ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. განსაკუთრებული მითითებები არ შეიძლება პკ–მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტები პკ-მერცის მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ. ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა. პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება. პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეგზოგენური ფსიქოზი. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºCტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.