• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
თვალის საცრემლე აპარატის დაავადება Print E-mail

საცრემლე ჯირკვლები გამოიმუშავებენ ცრემლს, რომელიც ატენიანებს და ასუფთავებს თვალს. საცრემლე აპარატის დაავადებებში გაერთიანებულია ის პათოლოგიები, რომლებიც აზიანებენ მის ერთ, ან ყველა კომპონენტს: საკუთრივ საცრემლე ჯირკვალი, გამომტანი სადინარები და ცრემლგამტარი გზები.

საცრელმლე ჯირკვლის დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ჯირკვლის განვითარების ანომალია) და შეძენილი (გრიპი, ქუნთრუშა, პაროტიტი და სხვა).

ყველაზე ხშირად გვხვდება:
დაკრიოადენიტი - საცრემლე ჯირკვლის ანთება;
ეპიფორა - ცრემლის ჭარბი გამომუშავება;
ცრემლგამტარი გზების სტენოზი (შევიწროება) ან ანთება.

საცრემლე ჯირკვლის მწვავე ანთება, როგორც წესი, ბავშვებში და ახალგაზრდებში გვხვდება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. საცრემლე ჯირკვლის ანთებისას, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვალიც დაზიანდეს.

დაავადების ძირითადი სიმპტომებია - ზედა ქუთუთოს გარეთა ნაწილის შეშუპება და ტკივილი. ძლიერი შეშუპებისას თვალის გახელა რთულდება, ხოლო თვალის კაკალი შეზღუდულია მოძრაობაში. გარდა ამისა, აღინიშნება თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ძილის რეჟიმის დარღვევა და მადის დაქვეითება.

ცრემლგამტარი გზების დაავადებიდან აღსანიშნავია: სტენოზი, უცხო სხეულის არსებობა, მილაკებისა და საცრემლე პარკის ანთება. ცრემლგამტარი გზების დაავადების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მუდმივი ცრემლდენა, რომელიც მატულობს ქარსა და სიცივეში. ცალკე აღსანიშნავია ახალშობილთა საცრემლე პარკის ანთება (ახალშობილთა დაკრიოცისტიტი), რომელიც მუდმივი ცრემლდენით ხასიათდება.