Diseases
| შორსმხედველობა |
|
|
|
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) - ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. შორსმხედველობა ყალიბდება იმის გამო, რომ თვალის კაკალს გააჩნია არასწორი ფორმა, ის თითქოს შევიწროებულია სიგრძივი ღერძის მიმართ. შედეგად, გამოსახულება ფოკუსირდება არა ბადურაზე, არამედ მის უკან. ხშირად თვალის კაკლის არასწორ ფორმას თან ახლავს რქოვანისა და ბროლის დაბალი ოპტიკური ძალა. |







