• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ახლომხედველობა (მიოპია) Print E-mail

ახლომხედველობა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძის მომატებასთან. ეს კი იწვევს იმას, რომ თვალში შემავალი სინათლის პარალელური სხივები ერთ წერტილში, ბადურას წინ, იკრიბება.

ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობისას ადგილი აქვს თვალის კაკლის შიგნითა და გარეთა კუნთების გადაძაბვას და კომპენსატორულად თვალის კაკლის ზომებში ზრდას. ამგვარად დაგრძელებულ თვალში გამოსახულება ფოკუსირდება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რაც ბუნდოვან მხედველობას განაპირობებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ახლომხედველობის განვითარების მიზეზად აგრეთვე ითვლება გენეტიკური ფაქტორი და არასრულფასოვანი კვება.

ახლომხედველებს უჭირთ შორ მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ნომრებისა და საგზაო ნიშნების წაკითხვა, სხვასასხვა ობიექტების გარჩევა, მაგრამ კარგად ხედავენ ახლო მანძილზე (წერა-კითხვა და სხვ.)

ახლომხედველებს ხშირად აქვთ თავის ტკივილი და მომატებული მხედველობით გამოწვეული დაღლილობა ავტომობილის ტარების, ან სპორტული თამაშების დროს.

ახლომხედველობა კორეგირდება სათვალით, კონტაქტური ლინზებით ან რეფრაქციული ქირურგიის მეშვეობით.