• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
კერატიტი Print E-mail

რქოვანას ანთება (კერატიტი) - დაავადებაა, რომელიც იწვევს რქოვანას გამჭვირვალობის დაქვეითებას, მხედველობის დაქვეითებას და ანთებითი პროცესის შესაძლო გავრცელებას თვალის ღრმა შრეებში.

კერატიტის წარმოშობის ყველაზე საშიში მიზეზია: ჰერპესის ვირუსი, სოკო, პროტოზოული ინფექცია და ფსევდომონა. რქოვანას ინფიცირებას იწვევს მექანიკური ტრავმა და ლინზების ხმარება.

კერატიტი ხშირად ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე. დაავადებას თან ახლავს მხედველობის დაქვეითება, თვალის სიწითლე, ცრემლდენა, სინათლის შიში და ძლიერი ტკივილი. კერატიტების მრავალი ფორმა მორეციდივე (განმეორებადი) მიმდინარეობით ხასიათდება და ანთების ყოველი შემდგომი შეტევა იწვევს სულ უფრო მყარ ცვლილებებს.

კერატიტების მკურნალობა მიმდინარეობს კონკრეტული ინფექციის მიმართ სპეციფიური ანტიბიოტიკებით, ანტივირუსული და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით. როგორც წესი მკურნალობა ხანგრძლივია. ყველაზე რთულად ექვემდებარება მკურნალობას ჰერპესული, პროტოზოული და სოკოვანი კერატიტები.