• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
შაკიკი Print E-mail

შაკიკი წარმოადგენს თავის გარკვეულ ნაწილში პერიოდულ ძლიერ ტკივილს. ითვლება, რომ ამ დაავადების მიზეზი თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევაა. ნევროლოგების ნაწილი თვლის, რომ შაკიკი მემკვიდრეობითი დაავადებაა. შაკიკი ქალებში სამჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებში.

ტკივილის პროვოცირება შუძლეია: სტრესს, კვების პროდუქტებს, უფრო ხშირად – ალკოჰოლს, შოკოლადს, შიმშილს, კაშკაშა სინათლეს, ფიზიკურ დატვირთვას.

მწვავე მონოტონური ტკივილი კონცენტრირდება საფეთქლის, შუბლისა და თვალის არეში. მას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ციება, გახშირებული შარდვა, შუქისა და ხმაურის მიმართ გაღიზიანება. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღე–ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს.

ტკივილები მეორდება 2–4 თვეში ერთხელ, ხანაც უფრო ხშირად, ან უფრო იშვიათად. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით არჩევენ შაკიკის ორ ტიპს – შაკიკი აურით და აურის გარეშე.

აურა – შაკიკის შეტევის მომასწავებელი მოკლე პერიოდია. ამ დროს პაციენტს აღენიშნება განსხვავებული თვითგრძნობა.

იმისდა მიხედვით, თუ ტვინის რომელი ნაწილი განიცდის დისბალანსს სისხლის მიმოქცევაში, შეტევის დასაწყისს შეიძლება თან ახლდეს მხედველობის გაუარესება, ჰალუცინაცია, სმენის პრობლემები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამ ნიშნებთან ერთად, ან ცოტა მოგვიანებით, იწყება ტკივილი.

აურის გარეშე შაკიკის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს უძილობა, გაღიზიანება, რის შემდეგაც იწყება ტკივილი. ტკივილის შეგრძნება მძაფრდება 2–2.5 საათის განმავლობაში, შემდეგ კი იკლებს.

თვითმკურნალობა შაკიკის დროს დაუშვებელია. იკრძალება თამბაქო და ალკოჰოლი. მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ძილის და კვების რეჟიმის დაცვა. ასევე ნაჩვენებია სამკურნალო და საპროფილაქტიკო მასაჟი.