News
| C ჰეპატიტის ვაქცინას 7 წლის შემდეგ გამოიყენებენ |
|
|
|
C ჰეპატიტის 6 ძირითადი შტამი და ასობით ქვეტიპი არსებობს, ხოლო მსოფლიოში 170 მილიონი ადამიანია დაავადებული. ვაქცინა, რომელიც 15 წლიანი მუშაობის შედეგად მიიღეს, მხოლოდ ერთ შტამზე იმოქმედებს, თუმცაღა იწვევს ანტისხეულების გამომუშავებას, რომელსაც შეუძლია სხვა შატმებზეც იმოქმედოს. |







The Vancouver Sun-ის ცნობით ალბერტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს C ჰეპატიტის ვაქცინის საბოლოო ვარიანტი. მკვლევარ მაიკლ ჰოუტონის თქმით ვაქცინა უკვე გამოსცადეს ადამიანებზე. ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ვაქცინა ადეკკვატურ იმუნიურ პასუხს იძლევა.