• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ორი კვირა სიგარეტის გარეშე და ხველაც არ შეგვაწუხებს Print E-mail

ორი კვირა სიგარეტის გარეშე და ხველაც არ შეგვაწუხებს ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხველა და სასუნთქი სისტემის მხრივ სხვა ჩივილები ახალგაზრდებში, გამოწვეული სიგარეტის მოწევის შედეგად, ალაგდება უპრობლემოდ სიგარეტის თავის დანებებიდან უკვე ორ კვირაში.

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეობისათვის მოიწვიეს სტუდენტები, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიგარეტის მოწევის შედეგად განუვითარდათ ყოველდღიური ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები. მონაწილეების ასაკი იყო 18-დან 24-წლამდე. ყველა მათგანი დღის განმავლობაში ეწეოდნენ 5-10 ღერ სიგარეტს დღეში ერთი წლიდან ხუთ წლამდე სტაჟით.

მონაწილეთა ერთმა ნაწილმა შეძლო სიგარეტზე უარის თქმა ორი კვირის განმავლობაში, მეორე ნაწილმა გააგრძელა სიგარეტის მოხმარება.

პირველი ჯგუფის მონაწილეებში ორი კვირის შემდგომ შეიმჩნეოდა საერთო მდგომარეობის საკმაოდ გაუმჯობესება _ ხველა და სხვა სიმპტომები აწუხებდათ არაუმეტეს ორი დღისა კვირაში. ხოლო მეორე ჯგუფში არანაირი ცვლილება არ შეიმჩნეოდა.

მეცნიერების აზრით მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოვიყენოთ ახალგაზრდების კონსულტაციის დროს, რომლებსაც აქვთ სურვილი მოწევას დაანებონ თავი, რადგან ერთ კვირაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის ძლიერი მოტივატორი.

მასალა მოპოვებულია: Медицина 2.0


 

Add Comments


Security code
Refresh