• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ანტიბიოტიკები არაეფექტურია სინუსიტის დროს Print E-mail

ანტიბიოტიკები არაეფექტურია სინუსიტის დროს ანტიბიოტიკები, რომლებსაც ნიშნავენ ექიმები სინუსიტის დროს (ცხვირის წიაღების ანთება), ეფექტურობით არ განსხვავდება პლაცებოს ეფექტისაგან, ეს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of the American Medical Association, გვატყობინებს Xinhua.

ზემო აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 166 ადამიანმა. მათ შემთხვევითი არჩევით უნიშნავდნენ პლაცებოსა ან ამოქსიცილინს - ნახევრად სინთეზური პენიცილინი, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული მოქმედება.

მკურნალობის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ კვლევაში მონაწილე ჯგუფებში დაავადების სიმპტომატიკას შორის არანაირი განსხვავება არ ყოფილა. სინამდვილეში ანტიბიოტიკების შედეგად გაუმჯობესება ძალიან მცირედ შეიმჩნეოდა რაც 10 დღის შემდეგ გამოკითხვის შედეგებმა გააბათილა, როგორც დადგინდა გაუმჯობესება არ შეიმჩნეოდა.

აღნიშნული კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ყოველთვის არ არის გამართლებული ანტიბიოტიკის დანიშვნა მსგავსი ინფექციების დროს. ვინაიდან პაციენტების უმრავლესობა დროთა განმავლობაში თავისით გამოჯანმრთელდება. ეს კვლევა მნიშვნელოვანია ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების თვალსაზრისით ანტიბიოტიკების მიმართ.

მასალა მოპოვებულია: Медицина 2.0


 

Add Comments


Security code
Refresh