• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
მენჯ-ბარძაყის მეტალის პროტეზი უსაფრთხო არ არის Print E-mail

მენჯ-ბარძაყის მეტალის პროტეზი უსაფრთხო არ არის ჯანდაცვის ექსპერტებს უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ მეტლის იმპლანტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ხნის წინ ბრიტანეთის წამლის რეგულაციის სააგენტომ განაცხადა მენჯ-ბარძაყის მეტალის პროტეზის საშიშროებაზე, იმასთან დაკავშირებით რომ ის იფშვნება და იწვევს სისტემატიურ მოწამვლას.

ამჟამად კი ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავსი იმპლანტები, რომლებიც ამოიღეს რათა ახლით შეეცვალათ გააჩნდათ დეფორმაციის მკვეთრი ნიშნები. ამასთან ბრიტანელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ საუბარია არა მარტო იმ ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც შეიძლება პროტეზის მთლიანობის დარღვევამ გამოიწვიოს, არამედ გენეტიკურ ცვლილებებსა და შარდის ბუშტის კიბოზეც კი.

ეს დასკვნები გაკეთდა 46 იმპლანტის ანალიზისა და 44 პაციანტის კვლევის შედეგად. აღმოჩნდა, რომ პროტეზის 98% თავაკსა და 93% ფუძეს ჰქონდა ნაკაწრები. შედეგები წარმოადგინეს ამერიკის ორთოპედ-ქირურგების კონგრესზე. ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაგრძელდეს კვლევა აღნიშნული მიმართულებით.

მასალა მოპოვებულია: Медицина 2.0


 

Add Comments


Security code
Refresh