• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
პარკინსონის დაავადება მიიღეს ლაბორატორიულ პირობებში Print E-mail

პარკინსონის დაავადება მიიღეს ლაბორატორიულ პირობებში ამერიკელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში შეექმნათ პარკინსონის დაავადების გენეტიკური ფორმის თავის ტვინის უჯრედების ზუსტი ასლი.

ეს ნამდვილი აღმოჩენაა მეცნიერებაში, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს ცდები ჩაატარონ რეალურ მოდელზე, კერძოდ თუ როგორ ხდება გენ parkin-ის მუტაცია რომელიც იწვევს ამ დაავადებას.

გარდა ამისა მოხდება მკურნალობის ახალი მეთოდებისა და მედიკამენტების მოდელზე გამოცდა. ადამიანის დოფამინერგულ ნეირონებზე კვლევის ვერ ჩატარება დიდად აფერხებდა აღნიშნულ პროცესს. კვლევის ავტორი Jian Feng-ი აღნიშნავს: დღემდე გვეგონა, რომ ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით გვემუშავავა ადამიანის ნეირონებზე, რადგან თავის ტვინი ისეთი ერთობლივი სტრუქტურაა, რომ მისგან ნეირონების მიღება შეუძლებელია.

პარკინსონის გენეტიკური ფორმით დაავადებულია ამ დაავადების მქონე ყოველი მეათე პაციენტი. ამასთან მისი ცხოველებზე შესწავლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან მათ არა აქვთ შესაბამისი გენი და დაავადება არ განიცდის პროგრესირებას.

დოფამინერგული ნეირონების მისაღებად მეცნიერებმა გამოიყენეს დონორის კანის უჯრედები, მათაგნ 2 ჯანმრთელი იყო, ხოლო 2-ს კი პარკინსონის გენეტიკური ფორმა ჰქონდა.

ამჟამად მეცნიერები გეგმავენ გამოსცადონ მკურნალობის ახალი მეთოდები, რომელიც ხელს შეუშლის ნეირონების დაზიანებას. უკვე დამტკიცებულია, რომ პარკინსონის დაავადების გენეტიკური ფორმის მკურნალობა შესაძლებელია ნეირონში მუტაციური parkin გენის ნორმალურით ჩანაცვლებით.

მასალა მოპოვებულია: Медицина 2.0


 

Add Comments


Security code
Refresh