• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
Solitaire Flow Restoration Device - ხელსაწყო, რომელიც თრომბს აშორებს Print E-mail

Solitaire Flow Restoration Device - ხელსაწყო, რომელიც თრომბს აშორებს ხელსაწყო, რომელიც უსაფრთხოდ იღებს თრომბებს თავის ტვინიდან, გადაატრიალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის მეთოდებს. ხელსაწყო მყარად ეჭიდება თრომბს, რომელიც ექიმებს აძლევს საშუალებას სწრაფად აღადგინონ ნორმალური სისხლისმიმოქცევა და თავიდან აიცილონ ინსულტის განვითარება.

დღეისათვის არსებული გაიდლაინებით ინსულტის მკურნალობა ხდება ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორით, თუმცა ეს პრეპარატი მოქმედებს ინსულტიდან მხოლოდ 3 საათის განმავლობაში, რადგან ამის შემდეგ თრომბი მკვრივდება და პრეპარატი მასზე უკვე ვეღარ მოქმედებს.

რაც შეეხება Solitaire Flow Restoration Device-ს იგი მოაშორებს თრომბს 3 საათის შემდეგაც. ხელსაწყო წარმოადგენს წვრილ მილს, რომელიც შეჰყავთ არტერიაში, მილს ბოლოში მიმაგრებული აქვს მეტალისმაგვარი ბადე, დაკეცილ მდგომარეობაში იგი ადვილად გაივლის ბლოკადის ადგილს, შემდეგ იშლება და იჭერს თრომბს. როგორც კი თრომბი ბადეში მოხვდება ექიმი მას მსუბუქად ექაჩება და თრომბი მილში ჩადის. ამ მდგომარეობაში იგი გამოაქვთ სისხლძარღვიდან.

ახალი ხელსაწყოთი უკვე დაინტერესდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტში. ტესტებმა აჩვენა: აპარატმა აღადგინა ნორმალური სისხლისმიმოქცევა პაციანტების 61% -ში, ხოლო ოპერაციიდან 3 თვის განმავლობაში გარდაიცვალა პაციანტთა მხოლოდ 17,2%, განსხვავებით 38,2%-ი პაციენტებისა, რომელთაც განსხვავებული მკურნალობა ჩაუტარდათ.

მასალა მოპოვებულია: Медицина 2.0


 

Add Comments


Security code
Refresh