• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
დეპაკინ ქრონო (Depakine Chrono) Print E-mail

დეპაკინ ქრონო 300მგ.
გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები 300მგ.
დეპაკინ ქრონო 500მგ.
გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები 500მგ.

დეპაკინ ქრონოს მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის. აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემულია დეპაკინი ქრონოს შესახებ არსებული ინფორმაციის შეჯამება. დამატებითი კითხვების გაჩენისას ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა დეპაკინ ქრონოს ინსტრუქციის შენახვა, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი განმეორებით წაკითხვა.

შემადგენლობა:
დეპაკინ ქრონო 300მგ:
ერთი გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 199.8მგ ნატრიუმის ვალპროატს, ვალპროის მჟავა 87მგ, ვალრპოატის ნატრიუმს, რაც ექვივალენტურია 300მგ-ის. დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, საქარინის ნატრიუმი, ჰიდრირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია.

დეპაკინ ქრონო 500მგ:
ერთი გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 333მგ ნატრიუმის ვალპროატს, ვალპროის მჟავა 145მგ, ვალპროატის ნატრიუმს, რაც ექვივალენტურია 500მგ-ის. დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, საქარინის ნატრიუმი, ჰიდრირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია.

ფარმაცევტული ფორმა:
გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები.
შესაძლებელია დეპაკინ ქრონოს ტაბლეტების გაყოფა 2 თანაბარ ნაწილად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დეპაკინ ქრონო მიეკუთვნება გულყრის და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.

როდის გამოიყენება დეპაკინ ქრონო:
თერაპიული ჩვენება:
დეპაკინი ქრონო გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილეში.

ეპილეფსია ვითარდება ტვინში არსებული ზოგიერთი ნერვული უჯრედის დროებითი აგზნების შედეგად, რაც საბოლოოდ იწვევს გაუკონტროლირებელ გენერალიზებულ გულყრებს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს აღნიშნული პრეპარატი, რაც შეამცირებს ნერვული უჯრედების აგზნებადობას.

დეპაკინ ქრონო ხელს უწყობს ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტს, რომ ჰქონდეს ნორმალური აკადემიური და პროფესიული მოსწრება და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სოციალურ ცხოვრებაში.

დეპაკინ ქრონო რეკომენდებულია ბიპოლარული შიზოაფექტური დაავადების მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და პრევენციისთვის.

მკურნალობის დაწყებამდე:
უკუჩვენება:
პრეპარატი არ გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
● თუ პაციენტი დაავადებულია ჰეპატიტით;
● თუ პაციენტს ან მის უახლოეს ნათესავებს წარსულში ჰქონდათ მძიმე ხარისხის ჰეპატიტი. განსაკუთრებით თუ იგი გამოწვეული იყო სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.
● აღინიშნება ალერგიული რეაქცია ნატრიუმის ვალპროატის ან ტაბლეტში შემავალი ზემოთხსენებული ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
● თუ აღინიშნება პორფირია (გენეტიკური დაავადება, რაც გამოწვეული პიგმენტის – პორფირინის სინთეზის დარღვევით).
თუ რომელიმე ზემოთხსენებული ეხება პაციენტს, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილით:
დეპაკინ ქრონოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი მდგომარეობა. თუ გამოვლინდა დაღლილობა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, განმეორებითი ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი ან გულყრა, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვს მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.

მკურნალმა ექიმმა ასევე უნდა იცოდეს სხვა ნებისმიერი დაავადების შესახებ, რაც აქვს ან ოდესმე გადაუტანია პაციენტს.

ასევე მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ პაციენტს აქვს ან მის უახლოეს ნათესავს აღენიშნებოდა მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის მიმართ, განსაკუთრებით კი ასპირინის ან სხვა სალიცილატების შემცველი პრეპარატების მიმართ. მკურნალობის დროს მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს სისხლში ვალპროატის კონცენტრაციის დონის, ღვიძლის ფუნქციის (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში) და სისხლის ანალიზის მუდმივი კონტროლი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი წამლის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შესახებ უნდა აცნობოს ექიმს. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
● ნეიროლეფსიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, დამაწყნარებელი საშუალებები (ბენზოდიაზეპინები), ანტიკონვულსანტები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ლამოტრიჯინი, კარბამაზეპინი);
● ზიდოვუდინი;
● აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა სალიცილატები;
● მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (მეფლოქინი) ან ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, მეროპენემი, პანიპენემი);
● ციმეტიდინი;
● ანტიკოაგულანტები, რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის ფაქტორზე;
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეჩერება ან დოზის ან დოზირების ინტერვალის დარეგულირება და პაციენტზე დაკვირვება.

დეპაკინ ქრონოთი მკურნალობის დროს არ შეიძლება ასპირინის შემცველი ტკივილის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებით, მაგალითად პარაცეტამოლით. დეპაკინ ქრონო არ ახდენს ზეგავლენას კონტრაცეპტიული საშუალებების მოქმედებაზე. დეპაკინ ქრონოთი მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

დეპაკინ ქრონოს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობა:
თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას ან დაფეხმძიმდა დეპაკინ ქრონოთი მკურნალობის დროს, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად, რადგან ეპილეფსიის გაუარესებამ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ემბიონზე და ნაყოფზე. ორსულობის ადრეულ პერიოდშივე (პირველი ტრიმესტრი) მიაწოდებს მკურნალი ექიმი პაციენტს ყველა საჭირო ინფორმაციას დაკვირვებისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდი:
ლაქტაციის პერიოდის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
დეპაკინ ქრონო სავარაუდოდ არ ახდენს გავლენას მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუმცა მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობა, განსაკუთრებით თუ იგი მიიღება ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან ბენზოდიაზეპინებთან ერთად. თუ გამოვლინდა ასეთი ეფექტი, მაშინ მსგავსი ქმედებების განხორციელებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

დეპაკინ ქრონოს მიღების წესი:
დეპაკინ ქრონო გამოიყენება რეგულარულად, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დეპაკინ ქრონო მიიღება მხოლოდ შიგნით, მცირე რაოდენობით წყალთან და სასურველია საკვებთან ერთად.
ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე. ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის თვითნებურად შეცვლა. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატი ძალიან სუსტად ან ძალიან ძლიერად მოქმედებს მასზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული პრეპარატის საშუალებით, თუ დაავადების კონტროლი ხდება ეფექტურად, მაშინ მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად დასაშვებია პრეპარატის მიღება 1-ჯერ დღეში.. შესაძლებელია გახანგრძლივებული მოქმედების დეპაკინ ქრონოს შემოგარსული ტაბლეტების გაყოფა თანაბარ ნაწილებად, რათა გაადვილდეს დოზის მიღება. დეპაკინ ქრონოს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, თუ მათ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა (ჩვეულებრივ 6 წელზე მეტის ასაკის ბავშვები).

ზოგიერთ შემთხვევაში დეპაკინ ქრონო შეიძლება დაინიშნოს სხვა პრეპარატებთან ერთად. მსგავსი კომბინირებული მკურნალობისას საჭიროა ექიმის რეკომენდაციის მკაცრად დაცვა.

არ შეიძლება სხვა პრეპარატების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე!

დოზის გამოტოვება ან გადაჭარბება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმის შესაბამისად. დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:
თუ შემთხვევით მოხდა გადაჭარბებული დოზის მიღება ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა დეპაკინ ქრონოს ტაბლეტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს.

გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად დეპაკინ ქრონომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. გამოვლინდა შემდეგი ეფექტები:
● გულისრევა და მუცლის ტკივილი (ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში);
● მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
● კანის რეაქციები, თმის ცვენა;
● ხელების კანკალი, ძილიანობა, სისუსტის შეგრძნება;
● ღვიძლის ან პანკრეასის მხრივ;
● სისხლის დარღვევა და სისხლის კოაგულაცია;
● სმენის დაქვეითება;
● თირკმლის გარდამავალი სახის დარღვევები.

ქვემოთ მოყვანილი ეფექტების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს:
● ღვიძლის ან თირკმლის დარღვევა (სიყვითლე, შარდის უეცარი და ინტენსიური ფერის შეცვლა მოწითალო-ყავისფრად);
● საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (მადის დაქვეითება, გულისრევა და მორეციდივე ღებინება, კუჭის ტკივილი, მუცლის ტკივილი);
● ნევროლოგიური სისტემის მხრივ (დაბნეულობა ან გულყრის რეციდივები);
● კანის რეაქციები, მაგალითად წითელი ლაქების ან დალურჯებული ადგილების გაჩენა.

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რაც არ არის ზემოთ აღწერილი, საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს.

შენახვის წესი:
არ ინახება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:
დეპაკინ ქრონო 300მგ
50მგ გახანგრძლივებული მოქმედების, დასაყოფი #50 ტაბლეტები 2 ბოთლში.

დეპაკინ ქრონო 500მგ
50მგ გახანგრძლივებული მოქმედების, დასაყოფი #30 ტაბლეტები 2 ბოთლში.

მწარმოებელი:
SANOFI WINTHROP INDUSTRIE 1, rue de la Vierge 33440 Ambares – France.
სანოფი ვინტროპ ინდუსტრი 1, რუე დე ლა ვიერგე 33440 ამბარეს - საფრანგეთი

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
SANOFI – SYNTHELABO FRANCE 174 , avenue de France 75013 Paris – France.
სანოფი – სინტელაბო ფრანს 174, ავენიუ დე ფრანს 75013 პარიზი - საფრანგეთი

ინსტრუქციის ბოლო დამუშავება:
2003 წლის თებერვალი

წარმომადგენელი:
SANOFI–SYNTHELABO ROMANIA
B-DUL Carol I, NR. 34-36, IBC MODERN , ET.VI, Bucuresti , Sector 2
Tel: (021) 250 73 92; 250 73 93; 250 73 94
Fax: (021) 250 73 80

სანოფი სინტელაბო რუმინეთი
ბ-დულ კაროლ ჳ, ნრ. 34-36, იბც მოდერნ, ეტ ვი, ბუხარესტი, სექტორი 2
ტელ: (021) 250 73 92; 250 73 93 ; 250 73 94
ფაქსი: (021) 250 73 80