• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
კავინტონ ფონტე (Cavinton Forte) Print E-mail

 კავინტონ ფონტე
Cavinton Forte

კავინტონი:
შემოგარსული ტაბლეტი, 5მგ
კავინტონ ფორტე:
შემოგარსული ტაბლეტი, 10მგ

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

კავინტონი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

რა არის კავინტონ ფორტე და რისთვის გამოიყენება?
კავინტონი წარმოადგენს შიგნით მისაღებ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევით გამოწვეული დაავადებების სიმპტომების მოსახსნელად. კავინტონი ასევე რეკომენდებულია ტვინის ცირკულაციის დარღვევის შედეგად გამოწვეული ნევროლოგიური სიმპტომების სამკურნალოდ. იგი ასევე გამოიყენება ვასკულარული დაავადებების შედეგად გამოწვეული ზოგიერთი ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ან მათი სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ერთი ტაბლეტ კავინტონი შეიცავს 5მგ ვინპოცეტინს; ერთი ტაბლეტ კავინტონ ფორტე შეიცავს 10მგ ვინპოცეტინს.
დამხმარე ნივთიერებები: სილოიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

კავინტონის და კავინტონ ფორტეს უკუჩვენება:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასევე თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ვინპოცეტინის ან პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა რადგან 5მგ ვინპოვეტინის შემცველი ტაბლეტ შეიცავს 140მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, ხოლო 10მგ ვინპოცეტინის შემცველი თითოეული ტაბლეტი შეიცავს 83მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
აუციოლებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რაიმე დაავადება (გულის დაავადება, ცვლილებები ეკგ-ს მხრივ).

კავინტონის ან კავინტონ ფორტეს მიღების წესი:
კავინტონი მიიღება ექიმის მიერ მითითებული რეცეპტის, დოზის და ხანგრძლივობის შესაბამისად.
თუ არ არის ექიმის განსხვავებული რეკომენდაცია, მაშინ რეკომენდებული დოზა შეადგენს კავინტონის 1-2 ტაბლეტს (5-10მგ ვინპოცეტინი) 3-ჯერ დღეში ან 1 ტაბლეტ კავინტონ ფორტეს (10მგ ვინპოცეტინი) 3-ჯერ დღეში.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის დარეგულირება. ტაბლეტი არ მიიღება ჭამის შემდეგ.

კავინტონის და კავინტონ ფორტეს მიღების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში (2,6%) შესაძლებელია გამოვლინდეს წამოწითლება, კანის ალერგია, არითმია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, გულძმარვა, პირის სიმშრალე. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
კავინტონის და კავინტონ ფორტეს შენახვის წესი:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
არ ინახება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

კავინტონი:
25 ტაბლეტი 2 პვც/ალ ბლისტერზე.
კავინტონ ფორტე:
15 ტაბლეტი 2 პვც/ალ ბლისტერზე.
15 ტაბლეტი 6 პვც/ალ ბლისტერზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მწარმოებელი:
Gedeon Richter Ltd., Hungary
შპს გედეონ რიხტერი, უნგრეთი.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Gedeon Richter Ltd.,
Gyomroi ut 19-21,1103 Budapest, Hungary.
შპს გედეონ რიხტერი,
გიომროი უტ 19-21, 1103 ბუდაპეშტი, უნგრეთი.