• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
პროსკარი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები (Proscan) Print E-mail

პროსკარი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები (Proscan)
ფინასტერიდი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
- თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის.
- თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, მაშინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შინაარსი:
1. რა არის პროსკარი და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ პროსკარის მიღებამდე
3. პროსკარის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. პროსკარის შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის პროსკარი და რისთვის გამოიყენება:
პროსკარი არის 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორი. ის ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის მომატებულ მოცულობას.
ექიმი პროსკარს ნიშნავს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. წინამდებარე ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია შარდის ბუშტის ქვეშ, იწვევს შარდის რაოდენობის მომატებას და ამასთან ერთად მის შეკავებას.

პროსკარი იწვევს მომატებული წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირებას და ხელს უწყობს შარდის გამოყოფის ნორმალიზებას. პროსკარი ამცირებს შარდის შეკავებისა (მწვავე შარდის შეკავება) და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის რისკს.

რა არის წინამდებარე ჯირკვალი?
წინამდებარე ჯირკვალი არის წაბლის ფორმის ჯირკვალი, რომელიც არის მხოლოს მამაკაცებში. ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და შემოსაზღვრავს შარდსადენს, მილი რომლის საშუალებითაც შარდი გამოიყოფა შარდის ბუშტიდან ასოში (იხილეთ სურათი). წინამდებარე ჯირკვლის ძირითადი ფუნქციაა სემინალური სითხის წარმოქმნა, სითხე რომელიც ხელს უწყობს სპერმის ტრანსპორტს.

რა არის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია?
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია არის წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის კეთილთვისებიანი ზრდა, რომელიც ძირითადად ვითარდება 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ და შემოსაზღვრავს შარდსადენს, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შარდის მოცულობაზე. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა განსაკუთრებით ღამით, დაუყოვნებელი შარდვის შეგრძნება, შარვის დაწყების გაძნელება, სუსტი ან შეწყვეტილი შარდის ნაკადი, შარდის ბუშტის არასრული დაცლა ან შეგრძნება.

ზოგიერთ მამაკაცში, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის შარდ-გამომყოფი სისტემის ინფექციები, შარდვის უეცარი შეუძლებლობა და ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა. ამიტომ მამაკაცებმა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

2. პროსკარის გამოყენებამდე
პროსკარი არ გამოიყენება:
დაუშვებელია პროსკარის გამოყენება თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ქალებსა და ბავშვებში პროსკარი არ გამოიყენება. დაავადება, რომლის დროსაც პროსკარი გამოიყენება გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში.

პროსკარის გამოყენების დროს სიფრთხილის ზომები

რა უნდა უთხრას პაციენტმა ექიმს პროსკარის მიღებამდე?
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი სახის სამედიცინო პრეობლემის ან ალერგიის არსებობის შესახებ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პროსკარის მიღებამდე?
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება გარკველი დროის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება დაავადების სიმპტომების სწრაფი გაუმჯობესება, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს პროსკარი სულ მცირე 3 თვის განმვალობაში მიღება იმისათვის, რომ სიმპტომები მოიხსნას.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელს მიეკუთვნება, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების გაუმჯობესება ან შეცვლა აღინიშნება, პროსკარით მკურნალობამ შესაძლებელია შეამციროს შარდვის გაძნელება და ქირურგიული ჩარევის რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია არ არის კიბო და არ იწვევს კიბოს, შეიძლება ერთდროულად არსებობდეს ორი გარემოება. მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს პაციენტის სიმპტომები და მისი შესაძლო მიზეზები.
პროსკარმა შეიძლება შეცვალოს სისხლის ანალიზი, რომელსაც პსა (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) ეწოდება. თუ პაციენტს გაკეთებული აქვს პსა-ს ტესტი, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს პროსკარის მიღებასთან დაკავშირებით.

რა სახის სხვა ღონისძიებები უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?
პროსკარი ნაჩვენებია ექსკლუზიურად მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ორსულებში ან ქალებში შესაძლო ორსულობის დროს დაუშვებელია პროსკარის მიღება. ასევე დაუშვებელია მათთვის ტაბლეტებზე ხელით შეხება, ეს ეხება ტაბლეტების დაფშვნილ ან გაყოფილ ფორმებს. თუ პროსკარის აქტიური ნივთიერება შეიწოვება ორსულ ქალებში ორალურად ან კანიდან მამრობითი სქესის ნაყოფის მიერ, შესაძლობა ახალშობილს აღენიშნებოდეს სასქესო ორგანოების თანდაყოლილი დეფექტი. თუ ორსულ ქალს ჰქონდა შეხება პროსკარის აქტიურ ნივთიერებასთან, მან აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. პროსკარის ტაბლეტები გარედან დაფარულია გარსით, რომელსაც უწოდებენ გარს, რაც მთლიანი ტაბლეტის შემთხვევაში ხელს უშლის აქტიურ ნივთიერებასთნ კონტაქტს, ეს არ ეხება დაფშვნილ და გაყოფილ ტაბლეტს. თუ პაციენტი ეჭვის ქვეშაა უნდა მიმართოს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პროსკარი არ ახასიათებს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

პროსკარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
საკვების მიღება არ მოქმედებს პროსკარის ეფექტურობაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:
პროსკარი ექსკლუზიურად გამოიყენება მამაკაცებში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
პროსკარი არ მოქმედებს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროსკარი შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
პროსკარის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმის პრეპარატის მიღებამდე.

3. როგორ მიიღება პროსკარი
პროსკარი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პროსკარის 1 ტაბლეტი მიიღება ყოველდღე საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ მისი წინამდებარე ჯირკვალი იზრდებოდა ზომებში დიდი ხნის განმვალობაში, რამაც გამოიწვია სიმპტომების განვითარება, რაც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. პროსკარს შეუძლია აღნიშნული სიმპტოემბის შემსუბუქება და აკონტროლოს დაავადება, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.

პროსკარის დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტი მიიღებს რეკომენდებულთან შედარებით უფრო მაღალ დოზას, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პროსკარის დოზის გამოტოვება:
პაციენტმა პროსკარი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ, მიიღება სქემით გათვალისწინებული მომდევნო დოზა.

თუ პაციენტი შეწყვეტს პროსკარის მიღებას:
დამატებითი კითვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

4. გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად პროსკარმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ისინი ვითარდება იშვიათად და მამაკაცების უმრავლეობას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს პროსკარით გამოწვეული იმპოტენცია (ერექციის არარსებობა) ან ლიბიდოს დაქვეითება. ზოგიერთ მამაკაცში აღინიშნება ეაკულაციის ცვლილება ან პრობლემები ეაკულაციასთან დაკავშირებით, როგორებიცაა სემენის რაოდენობის შემცირება რომელიც სქესობრივი კავშირის დროს გამოიყოფა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები ქრება პროსკარით მკურნალობის ფონზე. თუ აღნიშნული სიმპტომები ნარჩუნდება, ისინი მცირდება პროსკარის მიღების შეწყვეტის შედეგად.

ასევე, ზოგიერთ მამაკაცში ვითარდება სარძვე ჯირკვლის შეშუპება და/ან მტკივნეულობა. ასევე ზოგიერთი მამაკაცი აღნიშნავს ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და ტუჩებისა და სახის შეშუპება და სათესლეების ტკივილი.

აღნიშნული სიმპტომების ან უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შუძლია პაციენტს მიიღოს მეტი ინფორმაცია პროსკარის შესახებ?
ამ ანოტციაში არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია პრეპარატის შესახებ. თუ ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ პაციენტს გაუჩნდება დამატებითი კითხვები ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელსაც გააჩნია დეტალური ინფორმაცია პრეპარატისა და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შესახებ.

5. პროსკარის შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროსკარი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს მკურნალ ექიმს. აღნიშნული ზომები გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.

6. დამატებითი ინფორმაცია:
პროსკარის შემადგენლობა:
- აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფინასტერიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ფინასტერიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის გული – ლაქტოზა, პრეგელატინიზებული სახამებელი (სიმინდის), სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ნატრიუმის დოკუზატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი. ტაბლეტის გარსი: მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ინდიგო კარმინი ალუმინის ლაქი (E132).

პროსკარის შეფუთვა:
პროსკარი წარმოდგენილია როგორც 5 მგ ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული Proscar და მეორე მხარეს - MSD 72.
პროსკარის შეფუთვა:
14 ტაბლეტიანი ბლისტერი მოთავსებულია ყუთში.
14 ტაბლეტიანი 2 ცალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
MERCK SHARP & DOHME ROMANIA S.R.L.
Bucharest Business Park
Sauce. Bucuresti-Ploiesti, Nr. 1A
Building C1, Floor 3
Sector 1, Bucharest, Romania

მერკ შარპ & დოჰმე რუმინეთი ს.რ.ლ.
ბუქარესტის ბიზნეს პარკი
საუს. ბუქარესტი-პლოიესტი, # 1ა,
შენობა ც1, სართული 3,
სექტორი 1, ბუქარესტი, რუმინეთი


მწარმოებელი:
MERCK SHARP & DOHME BV
Waarderweg 39, PO Box 581
2031 BN, 2003 PC Haarlem, Netherlands

მერკ შარპ & დოჰმე ბვ
ვაარდერვეგ 39, PO ყუთი 581
2031 ბნ, 2003 პც ჰარლემი, ნიდერლანდები