• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
დიოვანი (Diovan) Print E-mail

დიოვანი 80მგ. შემოგარსული ტაბლეტი
ვალსარტანი
დიოვანი 40მგ. შემოგარსული ტაბლეტი
ვალსარტანი
დიოვანი 160მგ. შემოგარსული ტაბლეტი
ვალსარტანი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
● საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან მოგვიანებით შესაძლოა საჭირო გახდეს მისი წაკითხვა.
● ნებისმიერი კითხვის გაჩენისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
● აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის.
● თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოულ სახეს ან გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი რაც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

1. ჩვენება
2. უკუჩვენება
3. მიღების წესი და დოზა
4. გვერდითი ეფექტიები
5. შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

ჩვენება:
დიოვანის აქტიური ინგრედიენტი არის 40მგ, 80 და 160მგ ვალსარტანი შესაბამისად. დამხმარე ინგრედიენტები: მიკორკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 8000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), 40მგ და 160მგ ტაბლეტები ასევე შესაძლებელია შეიცავდეს რკინის შავ ოქსიდს (E172).

დიოვანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორების ჯგუფს. ანგიოტენზინ II წარმოადგენს სუბსტანციას, რომელიც განსაზღვრავს სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც საბოლოოდ იწვევს არტერიული წნევის მომატებას. დიოვანი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას. შედეგად სისხლძარღვები დუნდება და არტერიული წნევა მცირდება. დიოვანი 80მგ და 160მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება ჰიპერტენზიის დროს. მაღალი არტერიული წნევა ზრდის ინფარქტის და ვასკულარული პრობლემების განვითარების რისკს. თუ იგი გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამან შესაძლებელია დააზიანოს ტვინის, გულის ან თირკმელების სისხლძარღვები და გამოიწვიოს გულის და ტვინის ინფარქტი. მაღალი არტერიული წნევა ზრდის ინფარქტის რისკს. ხოლო არტერიული წნევის ჩამოყვანა ნორმალურ მაჩვენებლამდე ამცირებს ამ დარღვევის განვითარების რისკს. დიოვანი 40მგ და 160მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ინფარქტი და პრეპარატი ინიშნება სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გულის უკმარისობის რისკის შესამცირებლად. დიოვანი 80მგ და 160მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. იგი ინიშნება პაციენტებში, რომლებიც მანამდე წარუმატებლად მკურნალობდნენ გულის უკმარისობას, მაგალითად ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით (მაგ. აგფ ინჰიბიტორები) ან ბეტა-ბლოკატორებით.

შეფუთვა:
14 შემოგარსული ტაბლეტი 2 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 4 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 7 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 20 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 8 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 14 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 40 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.

დიოვანი 40მგ შემოგარსული ტაბლეტი:
14 შემოგარსული ტაბლეტი 2 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 20 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 8 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 14 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 40 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.

დიოვანი 160მგ შემოგარსული ტაბლეტი:
14 შემოგარსული ტაბლეტი 2 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 4 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 7 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
14 შემოგარსული ტაბლეტი 20 პვც-პე-პვდც/ალ ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 8 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 14 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
7 შემოგარსული ტაბლეტი 40 პვც-პე-პვდც/ალ ნახვრეტებიან ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Pharma GmbH, Roonstrasse 25, 90429 Nurnberg, Germany
ნოვარტის ფარმა გმბჰ, რუნშტრასე 25, 90429, ნიუნბერგი, გერმანია.

მწარმოებელი:
Novartis Pharma Stein AG, Schaffhauserstrasse, 4332 Stein, Elvetia
Novartis Pharma GmbH, Roonstrasse 25, 90429 Nurnberg, Germany
Novartis Pharmaceutica S.A., Ronda de Santa Maria , I58 , E-Barbera del valles /Barcelona, Spain

ნოვარტის ფარმა შტეინ აგ, შაფტჰაუზერშტრასე, 4332 სტეინი, ელვეტია.
ნოვარტის ფარმა გმბჰ, რუნშტრასე 25, 90429, ნიუნბერგი, გერმანია.
ნოვარტის ფარმაცეუტიკა ს.ა., რონდა დე სანტა მარია, 158, ე-ბარბერა დელ ვალეს, ბარსელონა, ესპანეთი.

უკუჩვენება:
დიოვანი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
● ალერგია ვალსარტანის ან დიოვანში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
● ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
● თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, ბილიარული ციროზი, ქოლესტაზი ან თუ ანამნეზში აღინიშნება დიალიზი.
● დიოვანი არ გამოიყენება ბავშვებში, რადგან არ არსებობს რაიმე მონაცემები ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული სიფრთხილით:
● თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები;
● თუ გამოიყენება კალიუმის დამზოგველი პრეპარატები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცვლელი მარილები, ასეთ შემთხვევაში საჭიროა კალიუმის დონის განსაზღვრა სისხლში რეგულარული ინტერვალებით.
● გულის პრობლემები;
● უახლოეს პერიოდში ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაცია (თირკმლის გადანერგვა);
● პირველადი ალდოსტერონიზმი, როდესაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ძალიან დიდი რაოდენობით ალდოსტერონს.
● აღინიშნება ფაღარათი ან ღებინება ან გამოიყენება შარდმდენების მაღალი დოზები.

პრეპარატის მიღება საკვეთან და სასმელთან ერთად:
დიოვანი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დიოვანი არ გამოიყენება ორსულობის დროს. ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ მსგავსი პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დააზიანოს ნაყოფი. არ არის ცნობილი თუ რამდენად საზიანოა პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლოაში. შესაბამისად თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დიოვანი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მსგავსად დიოვანმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ასევე შესაძლებელია იმოქმედოს კონცენტრირების უნარზე. შესაბამისად ნებისმიერი მანქანის მართვისას ან ისეთი საქმიანობისას, რაც საჭიროებს კონცენტრირებას აუცილებელია მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა. ერთერთი ფაქტორი, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მართვის უნარზე, არის აღნიშნული პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტები. არასასურველი გვერდითი ეფექტები და მათი აღწერა მოცემულია სხვა ქვეპუნტში. შესაბამისად საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რომელიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დიოვანის მკურნალობის ეფექტი შესაძლებელია შეიცვალოს თუ იგი მიიღება ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად. შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი მკურნალობის შეწყვეტა. ეს ეხება როგორც რეცეპტით ასევე ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს, მაგალითად:
● არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, განსაკუთრებით შარდმდენები;
● კალიუმის შემნახველი პრეპარატები, კალიუმის დანამატები და ან კალიუმის ჩამნაცვლებელი მარილები;
● ლითიუმი, ზოგიერთი ფსიქოლოგიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი;
● აგფ ინჰიბიტორები – არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, რომლებიც სხვებთან ერთად გამოიყენება ჰიპერტენზიის და/ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
● ბეტა ბლოკატორები, წნევის დამწევი პრეპარატები რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და ვაზოკონსტრიქციის სამკურნალოდ;
● ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

მიღების წესი და დოზა:
დიოვანი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. პაციენტმა უნდა გადაამოწმოს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან აქვს თუ არა მას მაღალი არტერიული წნევა, რადგან შესაძლებელია მისი სიმპტომები ყოველთვის არ გამოვლინდეს. ძალიან ბევრი თავს გრძნობს ნორმალურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ხოლო სიმპტომების არარსებობის მიუხედავად ექიმთან ვიზიტი ხდებოდეს რეგულარულად.

ჰიპერტენზია:
ჩვეული დოზა შეადგენს 80მგ დღეში. ზოგ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გამოწეროს უფრო მაღალი დოზა (მაგ. 160მგ) ან დამატებით სხვა შესაბამისი პრეპარატი (მაგალითად შარდმდენი).

მიოკარდიუმის ინფაქტის შემდგომი პერიოდი:
მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს ინფარქტიდან სულ მცირე 12 საათის შემდეგ, ჩვეულებრივ მცირე დოზებით, მაგალითად 20მგ დღეში. მკურნალი ექიმი თანდათან გაზრდის ამ დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 160მგ-მდე 2-ჯერ დღეში. 20მგ დოზის მისაღებად საჭიროა 40მგ ტაბლეტის გაყოფა.

გულის უკმარისობა:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40მგ-ს 2-ჯერ დღეში. მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს უფრო მაღალი დოზაც, თუ მას გაზრდის 80-160 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა დამოკიდებულია ინდივიდულურ ამტანობაზე. დიოვანი გამოიყენება ასევე გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, ხოლო ექიმი გადაწყვეტს რომელი პრეპარატია უკეთესი.

დიოვანი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად. პრეპარატი მიიღება ერთიდაიგივე დროს, ძირითადად დილით. პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, რათა გამოვლინდეს საუკეთესო შედეგი და აცილებულ იქნას გვერდითი ეფექტები. თუ პაციენტი ფიქრობს რომ პრეპარატი ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს მასზე, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება:
თუ გამოვლინდა ძლიერი თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან ჰოსპიტალს 911-ის საშუალებით (ტელ 112).

დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვება არ არის სანერვიულო. შემდეგი დოზა მიიღება შესაბამის დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. აღნიშნული პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები:
ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, დიოვანის მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება. იშვიათ შემთხვევებში ეს ეფექტები შესაძლებელია გამოვლინდეს განმეორებით.
● ხშირად (1-ზე მეტი შემთხვევა 100 პაციენტში): ვირუსული ინფექცია.
● არახშირად (1-ზე მეტი შემთხვევა 100 პაციენტში): ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ხველა, სინუსების ან ყელის ანთება), ცხვირიდან სისხლდენა, დაღლილობის სიმპტომები (სისუსტე, უძილობა), თვალების ანთება (კონიუქტივიტი), კუჭის პრობლემები (ფაღარათი და კუჭის ტკივილი), კუნთების და ზურგის პრობლემები (ტკივილი და სპაზმი), თავბრუსხვევა და დეპრესია.
● იშვიათად (1-ზე ნაკლები შემთხვევა 100 პაციენტში): ალერგიული რეაქციები, თავის მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (შეშუპება, გამონაყარი, ან სხვა ალერგიული რეაქცია), სისხლძარღვების ან პერიფერიული ნერვების ანთება, ზოგ შემთხვევაში ნერვების ტკივილი.
● ძალიან იშვიათად (1-ზე ნაკლები შემთხვევა 10000 პაციენტში): თავის ტკივილი, გრიპის სიმპტომები, სახსრების ტკივილი, კუჭის პრობლემები (გულისრევა და ღებინება), თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის ფუნციის დარღვევა), სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან სისხლდენა).

თუ დიოვანი მიიღება გულის ინფარქტის შემდეგ, მაშინ შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ნაკლებ ხშირად (1-ზე მეტი შემთხვევა 100 პაციენტში): ხველა, თავბრუსხვევა, დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა, გულის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მოფუნქციონირე თირკმლის დარღვევა), კალიუმის დონის მომატება, გვერდითი ეფექტები თავის მხრივ (და ალერგიული შეშუპების სხვა სიმპტომები).

როდესაც დიოვანი მიიღება გულის უკმარისობის დროს, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
● ხშირად (1-ზე მეტი შემთხვევა 100 პაციენტში): თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
● ნაკლებად ხშირად (1-ზე ნაკლები შემთხვევა 100 პაციენტში): თავის ტკივილი, სისუსტე.

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლონდება მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები, ან თუ პაციენტს აქვს შეშუპებული სახე, ტუჩები და/ან ყელი, უჭირს ყლაპვა და სუნთქვა. თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესები:
დიოვანი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ ინახება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
ინახება 30C.-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული ზომები საჭიროა გარემოს დასაცავად.