• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ფსიქოლოგია Print E-mail

არ ვიცი სწორად ვაგზავნი თუ არა ამ წერილს, იმედია ვინმე აქ მაინც გამომეხმაურება... რთული ბავშვობა, მუდმივად დაძაბული სიტუაცია ოჯახში, მაგრამ მაინც კარგად ვცხოვრობდი, ვიყავი წარმატებული მოსწავლე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტილის გამო ყველა აგრესიით მეპყრობოდა, დამცინოდნენ და მამცირებდნენ, მაგრამ მე ღიმილით ვუსმენდი... რა გასაკვირია საქართველოში როკერებს აგრესიით ეპყრობიან... არავის საქმეში არ ვერეოდი არასოდეს, აი სხვები კი რატომღაც არასდროს მეშვებოდნენ... მერე დადგა კრიზისის პერიოდი... დავშორდი შეყვარებულს, ჩემს ღვთაებას, რომელთანაც 2 წელი გავატარე, მიღალატა დაქალმა, და სხვებიც აამხედრა ჩემს წინააღმდეგ, ოჯახში შეგვექმნა საშინელი სიტუაცია (დაკონკრეტება ჯერჯერობით არ მინდა) მაგრამ ჩემდა გასაკვირად ამ ყველაფერს საოცარი სიმშვიდით გავუმკლავდი. მართალია მარტო დავრჩი, მაგრამ დედას დავუდექი გვერდში და მისივე თხოვნით ჩავაბარე უნივერსიტეტში... ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა არა? ჩემი განსხვავებუობა იმაში გამოიხატება რომ ბავშვობიდან მუდამ მივისწრაფოდი მისტიკისკენ, კოსმოსისკენ, 14 წლის ასაკიდან დამეწყო წინასწარმეტყველური სიზმრები, რასაც ვხატავდი ხოლმე, ახლა რომ ვათვალიერებ მაშინ რაღაც წვრილმანები იყო მაგალითად ფანჯარასთან მდგარი ქალის ფიგურა წვიმიანი ქუჩა, ბავშვი ხელჩაკიდებული ქალთან... მერე და მერე კი ხილვები გაძლიერდა, პირველად მაშინ მივხვდი ამას როცა საკონტროლო წერაზე სიტუაცია ზუსტად ისე განვითარდა როგორც სიზმარში ვნახე. ეს მეხმარებოდა დათან მაშინებდა–2 კვირით ადრე ვიცოდი ჩემი ბიძაშვილის გარდაცვალების ამბავი, ვიცოდი ჩემს მეზობელს რომ მანქანა დაეჯახებოდა, ვიცოდი რომ კლასელი გათხოვდებოდა... მაგრამ ეს არავისთვის მითქვამს. დაქალებმა საერთოდ სასაცილოდ აიგდეს ჩემი გაფრთხილებები. წვიმიანი დღე იყო. უნივიდან დაბრუნებული კიბეზე ავრბოდი და ხელი გაფუჭებული კიბის სახელურის შვერილს შევახიე სანამ სახლში მივიდოდი ხელი პირში ჩავიდე. არავისთვის მითქვამს (ვის ეცალა ჩემთვის) მაგრამ სანამ ბამბას მოვნახავდი სისხლდენა შეწყდა. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ერთი თვის შემდეგ კი იგივე განმეორდა ოღონდ ბიბლიოთეკის კიბეზე ისევ ხელი პირში ჩავიდე და სისხლდენა შევიჩერე. უცებ გავაცნობიერე, რომ სისხლის გემო მომეწონა... ოქროს დაბადების დღე... დედა ქათამს ამუშავებდა, მე ვთხოვე მე დავამუშავებ შენ კი სხვა რამ გააკეთე მეთქი, სისხლის დანახვაზე რაღაც აუხსნელი დამეუფლა, ორი ჭიქა ნექტარი... იმ დღეს განსაკუთრებით ვიმხიარულეთ... იმის შემდეგ სისხლი ისეთივე ნუგბარი გახდა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის შოკოლადი. მაგრამ მოთხოვნილება მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა სისხლს ვხედავ ან ძალიან ძალიან უკიდურესად მშიერი ვარ. რამდენჯერმე ხელიც გავიჭერი... ანუ ეს ჩემთვის აკრძალული ნუგბარი გახდა... მერე კი ისევ დატრიალდა ბედის ბორბალი... დაქალები დამიბრუნდნენ. მეგობრები გავიჩინე, ბიჭსაც ვხვდებოდი მაგრამ რატომღაც გავცივდი მის მიმართ. ახლა თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ, სულ სახლში ვარ ხოლმე კომპიუტერთან, ან ვკითხულობ, ან მუსიკებს ვუსმენ. დაქალები ვერაფერს მამჩნევენ. თუმცა რა შესამჩნევია... ვარჯიშობ და შურისძიებისთვის ვემზადები. მინდა ერთ დღესაც ხალხში შეცვლილი იმიჯით საერთოდ გადასხვაფერებული გავიდე. ჩემი სტილით ქალაქში მეტნაკლებად ცნობილიც ვარ. და ეს დამეხმარება. ამის გამო უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს დავდივარ რაც დედას აღიზიანებს, უკვე აუტანელი გახდა მისი საყვედურები. დაქალებიც სულ ცდილობენ გარეთ გამიყვანონ მე კი ხალხში ყოფნა არ მინდა, ყველაზე მშვიდად თავს ჩემს ოთახში ვგრრძნობ. არც ის ვიცი რატომ ვაგზავნი ამ წერილს უბრალოდ მაინტერესებს თქვენი შეფასება ვარ თუ არა ნორმალური ადამიანი,მე ხომ ჩემს ქმედებებს ცხადად ვაცნობიერებ? რატომ არ მანებებენ თავს როცა არაფერს არ ვაშავებ? დავიჯერო მარტოობა ასეთი ცუდია? კიდევ ერთი საკითხი ის არის რომ ბიჭების მიმართ გრძნობები საერთოდ გამიქრა, არ მინდა... ლოვე მყავდეს, ინტერნეტშიც ბევრი ნაცნობი უკვე ჩამომშორდა, რადგანაც არავის ვხვდები და მათაც მოვბეზრდი. მოკლედ იქნებ შემაფასოთ მჭირდება თუ არა ცვლილებები, ვარ თუ არა ნორმალური და სამედიცინო კუთხით შეიძლება თუ არა ადამიანმა მიიღოს სისხლი, და რა გავლენას ახდენს ეს ნივთიერება საერთოდ ორგანიზმზე? დღეს დღეობით დიდი პაუზებით (შუალედებით) დაახლოებით 16 ლიტრამდე მექნება მიღებული. სხვა დარღვევები არ მაქვს ჩვეულებრივად ადამიანურად ვიკვებები, მძინავს, ვერთობი დავდივარ... იმედია ამომწურავ პასუხს გამცემტ დიდი მადლობა ყურადღებისთვის... ლივი 19 წლის.


 

Comments  

 
0 #1 Med Doctor.Net 2012-02-08 10:27
სასურველია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს.
Quote
 
 
0 #2 2012-02-10 00:47
გმადლობთ.
Quote
 

Add Answer

Answer is available only to doctors, or the asker