• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
News

მედიკამენტები/უროლოგია
Author:Med Doctor
ტამურექსი (Tamurex) TAMSULOSIN SOMEX PHARMA, დიდი ბრიტანეთი ათქ კლასიფიკაციის კოდი: G04CA02 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: კაფსულა პროლონგირებული გამონთავისუფლებით: 1 კაფს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. . . . . . . . . . . . . . 0,4 მგ. ფარმაკოლოგიური ჯგუფი ალფ-1-ადრენომაბლოკირებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ტამსულოზინი წარმოადგენს a1- ადრენორეცეპტორების, განსაკუთრებით a1A და a1D ქვეტიპების სელექტიურ ბლოკატორს, რომლებიც განლაგებულია წინამდებარე ჯირკვლის გლუვ კუნთებში, შარდის ბუშტის ყელში, შარდსადენი მილის პროსტატულ ნაწილში და დეტრუზორში. ის ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის და ურეთრის გლუვი კუნთების ტონუსს, რითაც უმჯობესდება შარდის გამოყოფა, ამცირებს შარდის ბუშტის არასტაბილურობას. ეს იწვევს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ობსტრუქციის და გაღიზიანების სიმპტომების შემცირებას. ობსტრუქციის და გაღიზიანების სიმპტომებზე აღწერილი ზემოქმედება შენარჩუნდება მისი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლძარღვების გლუვ კუნთებში განლაგებულ a1B-ადრენორეცეპტორებს, არ იწვევს სისტემური არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევით. ფარმაკოკინეტიკა სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%. ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა. 0,4 მგ პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენ-ტრაცია მიიღწევა 6 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 99%. ტამსულოზინი ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში სხვა ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ტამსულოზინის დიდი ნაწილი არის პლაზმაში უცვლელი, აქტიური ფორმის სახით. გამოიყოფა ძირითადად შარდით, 9% უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი მიღებისას შეადგენს 10 სთ-ს, მრავალჯერადი მიღებისას 13 სთ-ს. ჩვენებები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (დიზურიული დარღვევების მკურნალობა). დოზირების რეჟიმი ტამურექსი® მიიღება 1 კაფსულა ერთხელ დღეში, საუზმის შემდეგ 1 ჭიქა წყალთან ერთად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დამჯდარ ან დამდგარ პოზიციაში (და არა დაწოლილ პოზიციაში). არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა ან გადატეხა, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის აქტიური ნივთიერების ხანგრძლივად მოქმედებას. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ორთოსტატული ჰიპოტენზია. ღვიძლის გამოხატული უკმარისობა. სიფრთხილით - თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები). გვერდითი მოვლენები იშვიათია - თავბრუსხვევა, რეტროგრადული ეაკულაცია; გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა. ერთეულ შემთხვევებში - თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, ორთოსტატული ჰიპოტენზია. ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება). სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ციმეტიდინთან ერთად გამოყენება იწვევს ტამსულოზინის კონცენ-ტრაციის მატებას სისხლის პლაზმაში, ფუროსემიდთან ერთად - კონცენტრაციის შემცირებას (მაგრამ ამ დროს ტამსულოზინის დოზის კორექცია საჭირო არ არის). დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ ცვლიან ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას In vitro ადამიანის სისხლის პლაზმაში. სხვა a1- ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიის ეფექტი. შენახვის პირობები ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
Monday, 11 August 2008 05:10 - 1714 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/უროლოგია
Author:Med Doctor
ომნიკ ტოკასი (Omni Tocas) ხანგრძლივი მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები 0.4მგ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. - საჭიროა ანოტაციის შენახვა, რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება. - თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ პაციენტისთვის და მას არა აქვს უფლება გადასცეს იგი სხვა პირს, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები ემთხვეოდეს პაციენტისას. შინაარსი: 1 რა არის ომნიკ ტოკასი 0.4 და მისი გამოყენება? 2 რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ომნიკ ტოკასი 0.4 შესახებ მის მიღებამდე 3 როგორ უნდა გამოიყენოთ ომნიკ ტოკასი 0.4? 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები 5 როგორ ინახება ომნიკ ტოკასი 0.4 ომნიკ ტოკასი 0.4 - 0.4 მგ ტაბლეტები პროლონგირებული გამონთავისუფლებით აქტიური ინგრედიენტი არის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის შიგთავსი შეიცავს: მაკროგოლი 8000, მაკროგოლი 7,000,000, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს: ოპადრი ყვითელი (03f22733)* *შეიცავს: ჰიპრომელოზა 6 mPa. s69,536%, მაკროგოლი 8000 13.024%, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), 17,440%. მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი: ასტელას ფარმა იუროპ ბვ ელიზაბეტჰოფ 19, 2353 ევ ლეიდერდორპ, ნიდერლანდები 1. რა არის ომნიკ ტოკასი 0.4 და მისი გამოყენება? როგორ გამოიყურება და როგორია ომნიკ ტოკასი 0.4 შეფუთვა? ომნიკ ტოკასის ტაბლეტები არის მრგვალი, ყვითელი ტაბლეტები და დატანებულია “0.4”. ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერზე. ომნიკ ტოკასის ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს ყუთში ნიშნით ომნიკ ტოკასი 0.4. ყუთში 30 ტაბლეტია. როგორ მოქმედებს ომნიკ ტოკასი? ომნიკ ტოკასის აქტიური ინგრედიენტია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. ის არის ალფა-1 ადრენორეცეპტორის ბლოკერი, რომელიც იწვევს წინამდებარე ჯირკვლისა და ურეთრის გლუვი კუნთების დაჭიმულობის შემცირებას. ხელს უწყობს შარდის სწრაფ გადასვლას ურეთრაში და აადვილებს შარდვას. ასევე, ამცირებს გადაუდებელი მოშარდვის შეგრძნებას. რისთვის გამოიყენება ომნიკ ტოკასი? ომნიკ ტოკასი გამოიყენება მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით განპირობებული საშარდე ტრაქტის ქვედა განყოფილების დიზურიული სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდვის გაძნელება, გადაუდებელი მოშარდვის შეგრძნება, ხშირი შარდვა დღისით და ღამით, დაყოვნება და შარდის ჭავლის ცვლილება. 2. რა უნდა იცოდეთ პრეპერატის შესახებ ომნიკ ტოკასი 0.4 მიღებამდე როდის არ შეიძლება ომნიკ ტოკასის მიღება? ომნიკ ტოკასი არ გამოიყენება თუ პაციენტი მგრძნობიარეა ტამსულოზინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ შემადგენლობა) ან თუ აღინიშნება მძიმე ღვიძლის დაავადება. ომნიკ ტოკასი არ მიიღება თუ პაციენტს აღენიშნება ორთოსტატული ჰიპოტენზია (რაც გამოწვეულია სისხლის წნევის მკვეთრი დაცემით პოზიციის ცვლილების ან სწრაფი წამოდგომის ან დაჯდომის შედეგად). სიფრთხილე ომნიკ ტოკასის გამოყენებისას ხანგრძლივი პერიოდით პრეპარატით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო გამოკვლევებს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს მცირედ გამოხატული სისუსტის შეგრძნება. ორთოსტატული ჰიპოტონიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა, სისუსტე), საჭიროა ავადმყოფის დაჯენა. სიმპტომების გაქრობამდე. თუ პაციენტი აპირებს კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ოპერაციის ჩატარებას. პაციენტმა უნდა აცნობოს თვალის მკურნალ ექიმს ოპერაციის ჩატარებამდე, რომ იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ომნიკ ტოკასს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მკურნალმა ექიმმა გაატარებს უსაფრთხოების ღონისძიებები. გავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. არსებობს მონაცემები ომნიკ ტოკასის ზეგავლენის შესახებ მანქანის მართვასა და სხვა მექანიზმებზე მუშაობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თავბრუსხვევის განვითარების ალბათობის გამო, დაუშვებელია ისეთ მოქმედებების შესრულება რაც მოითხოვს ყურადღებას. ომნიკ ტოკასის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, იმ შემთხვევაში თუ ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს. 3. როგორ გამოიყენება ომნიკ ტოკასი 0.4? პაციენტი ყოველთვის უნდა მიყვეს ინსტრუქციას ომნიკ ტოკასის გამოყენების შესახებ. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ყოველდღე ერთი და იგივე დროს. ტაბლეტი უნდა გადაიყაპოს მთლიანად და დაუშვებელია მისი გადატეხვა ან დაღეჭვა. ჩვეულებრივ ომნიკ ტოკასი ინიშნება ხანგრძლივი პერიოდით. შარდის ბუშტსა და შარდვაზე ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე. თუ პაციენტს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ომნიკ ტოკასი ახდენს ძალიან დიდ ან სუსტ ეფექტს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ომნიკ ტოკასის ჭარბი რაოდენობით მიღება? თუ პაციენტმა მიიღო რეკომენდებულზე მეტი დოზა, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ომნიკ ტოკასის დოზის გამოტოვება? თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, ასეთ შემთხვევაში იგი მიიღება იმავე დღეს მოგვიანებით. თუ პაციენტმა გამოტოვა დღის რეკომენდებული დოზა, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება, დასაშვებია მხოლოდ იმ დღის რეკომენდებული დოზის მიღება. ომნიკ ტოკასის მკურნალობით გამოწვეული ეფექტები თუ მკურნალობა შეწყდა ნაადრევად, სიმპტომები ისევ გამოვლინდება. ამიტომ ომნიკ ტოკასი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები გაივლის. თუ პაციენტი თვლის, რომ მკურნალობა უნდა შეწყვიტოს, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატების მსგავსად ომნიკ ტოკასმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ხშირი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 1 და 10 პროცენტში): თავბრუსხვევა, განსაკუთრებით დაწოლილ ან მჯდომარე მდგომარეობაში. იშვიათი გვერდითი მოვლენები (ათასიდან 1 შემთხვევასა და პაციენტების 1%-ს შორის): თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, დაბალი სისხლის წნევა დაკავშირებული თავბრუსთან სწრაფი წამოდგომის ან დაჯდომის დროს. რინიტი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. იშვიათად - რეტროგრადული ეაკულაცია. ამ დროს სპერმა არა გარეთ, არამედ რეტროგრადულად, შარდის ბუშტში გამოიყოფა. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (10,000-დან 1 შემთხვევასა და 1 1000 პაციენტს შორის): ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს (ანგიოედემა) ან სუნთქვის გაძნელება და გაღიაზიანება. უკიდურესად იშვიათი გვერდითი მოვლენები (1 შემთხვევა 10,000 პაციენტამდე): პრიაპიზმი შეიძლება იყოს, უნებლიე ერექცია, გახანგრძლივებული და მტკივნეული, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მედიკამენტოზურ მკურნალობას. თუ პაციენტი აპირებს კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ოპერაციის ჩატარებას და იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ომნიკ ტოკასს, ოპერაციის დროს გუგები ნაკლებად გაფართოვდება და ირისი (თვალის ფერადი გარსი) გახდება სუსტი. თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდა რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 5. როგორ ინახება ომნიკ ტოკასი 0.4 ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. პრეპარატი არ გამოიყენება ბლისტერსა და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადისგასვლის შემდეგ. ბლისტერზე თარიღი (თვე და წელი) ამოტვიფრულია როგორც "EXP".
Wednesday, 02 February 2011 16:37 - 734 hits - 0 comment - Print -  E-mail