News
მედიკამენტები/პედიატრია
Author:Med Doctor
მიოკარდინი (Miocardin) LEVOCARNITINE MAGIS FARMACEUTICI, იტალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: A16AA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა პლასტიკატის დასალევი ამპულა: შეფუთვაში 10 ც. 1 მლ. L-კარნიტინი . . . . . . . 100 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები მიოკარდინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლის მასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი –ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინს (ვიტამინი BT-ზრდის ვიტამინი), წარმოადგებს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით). მიოკარდინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში. მიოკარდინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას. მიოკარდინი ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, აქვეითებს აპოპტოზს, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს აწესრიგებს მომატებულ ძირითად ცვლას (თიროქსინის ნაწილობრივი ანტაგონისტი). მიოკარდინი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში. ფარმაკოკინეტიკა პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 3სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში, შედარებით ნელა კუნთებში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 15 სთ. ჩვენებები
კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი: თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები.
კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გიდ (სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტული მდგომარეობა), ჰიპოპერფუზია, კარდიოგენული შოკი.
ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია), ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიური დაავადებების დროს, დისცირკულატორული და ტრავმული ენცეფალოპათია.
ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით.
ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი.
დღენაკლული და დროული ახალშობილების ჰიპოტროფია, ჰიპოტონია, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, ახალშობილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი; რეის სინდრომის მსგავსი სინდრომოკომპლექსი (ჰიპოგლიკემია, ჰიპოკეტონემია, კომა) განვითარებული ვალპროის მჟავის მიღების ფონზე.
ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი.
ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა.
მძიმე დაავადებების და ოპერაციის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.
კომპლექსურ თერაპიაში კანის დაავადებების დროს: ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლიკი და ადაპტოგენი).
შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა.
ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.
დოზირების რეჟიმი მიოკარდინი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე, შესაძლებელია გაიხსნას სითხეში (წყალი, ჩაი). მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშუალო დოზა 1გ (ერთი ამპულა) 2-3 ჯერ დღეში. ჰემოდიალიზი: 2-4გ დღეში. სტენოკარდია და პოსტინფარქტული პერიოდი: 2-6გ დღეში. ნერვული ანორექსია: 2გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვე. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა:1-2გ 2-3 ჯერ დღეში. მადის მოსამატებლად- ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი და ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით : 0,5გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-1,5 თვე. კანის დაავადებები: 1გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-4 კვირა. ბავშვებში: 2 წლამდე- 150 მგ/კგ/დღეში. ½ -1,5 ამპულა დღეში. 2-6 წელი- 100 მგ/კგ/დღეში. 1,5-2 ამპულა დღეში. 6-12 წელი- 75 მგ/კგ/დღეში. 2-3 ამპულა დღეში. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. გვერდითი მოვლენები მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, მიასთენია (ურემიულ პაციენტებში). ორსულობა და ლაქტაცია მიოკარდინის მიღება დასაშვებია ექიმის კონსულტაციით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება ბნელ ადგილას, 25°C ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
|
მედიკამენტები/პედიატრია
Author:Med Doctor
სტატურანი (Staturan) SPONGIA MARINA TOSTA IVERTA, საქართველო
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები 0,32გ: შეფუთვაში 60 ც. 1 ტაბ. ზღვის ღრუბელას ექსტრაქტი. . . . . . . . . D6 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პოლივიტამინური პრეპარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივ სუბსტანციაზე და მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ორგანიზმში არასასურველ ჰორმონულ ცვლილებებთან. სტატურანი ინიშნება 15 წლამდე გოგონებსა და 18 წლამდე ასაკის ვაჟებში. 18 წლის ზემოთ პრეპარატი მიიღება, თუ ორგანიზმში ოსიფიკაციის პროცესი არ არის დასრულებული (რენტგენოლოგიურად დადასტურებულია, რომ გაძვალების ცენტრები არ არის დახურული). ჩვენებები სიმაღლეში ზრდის შეფერხება. დოზირები რეჟიმი სტატურანი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე. 7 წლამდე: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. 7 წლის ზემოთ: 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6 კვირის განმავლობაში, 2 - კვირიანი ინტერვალის შემდეგ სავალდებულოა პრეპარატის მიღების განმეორება ისევ 6 კვირა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღების კურსი მეორდება ანალოგიური სქემის მიხედვით. სიმაღლეში ზრდა შეიმჩნევა კურსის ბოლოს ან 2 - კვირიანი შესვენების პერიოდში. ზრდის დინამიკა შეადგენს საშუალოდ 2 სმ-მდე თვეში. უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი. გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.
|
მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
ციკლოდერმი-ც (Cicloderm-C) CLOBETASONE; CICLOPIROX OLAMINE; GENTAMICIN TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: L07CC01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კრემი: ტუბში 15გ. 1 გ. კლობეტაზონის ბუტირატი. . . . . . . 0,5 მგ. ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ. გენტამიცინი (სულფატის სახით). . . . .1 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს. ჩვენებები სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას. დოზირების რეჟიმი ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება. გვერდითი მოვლენები ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა). ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე; მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე. განსაკუთრებული მითითებები კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
|





მედიკამენტები/პედიატრია