News
მედიკამენტები/გასტროენტეროლოგია
Author:Med Doctor
ჰეპა-მერცი (Hepa-Merz) L-ORNITHINE L-ASPARTATE MERZ PHARMA, გერმანია ათქ კლასიფიკაციის კოდი: A05BA
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკეტი. 1 პაკ. L-ორნითინ L- ასპარტატი . . . . . . . 3 გ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 10მლ, შეფუთვაში 10ც. 1 ამპ. L-ორნითინ L- ასპარტატი . . . . . . . 5 გ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჰიპოამონიემიური საშუალება. ჰეპატოპროტექტორი. ფარმაკოლოგიური თვისებები ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L_ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნვენველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში. ჩვენებები ჰიპერამონიემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია. ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს- პრეკომა და კომა- კომპლექსურ თერაპიაში). დოზირების რეჟიმი 1 გრანულა (პაკეტი) გახსნილი 200გ სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი) 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1- 4 ამპულა გახსნილი 500მლ საინფუზიო ხსნარში, მაქსიმალური სიჩქარე 5გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა. გვერდითი მოვლენები იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება. უკუჩვენებები თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100მლ-ზე მეტი. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. განსაკუთრებული მითითებები სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - მითითებულია შეფუთვაზე.
|





მედიკამენტები/გასტროენტეროლოგია