News
მედიკამენტები/ანალგეზიური საშუალებები
Author:Med Doctor
პენთროქსი (Penthrox) METHOXYFLURANE MEDICAL DEVELOPMENTS INTERNATIONAL, ავსტრალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: N01AB03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა საინჰალაციო ხსნარი: ფლაკონი 1ც და ინჰალატორი კომპლექტში. 1ფლ. მეთოქსიფლურანი . . . . . . . 3 მლ ფარმაკოლოგიური ჯგუფი აქროლადი ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ფტორირებული ნახშირწყალბადის ჯგუფი. ჩვენებები გამოიყენება ტრავმის ან მასთან დაკავშირებული ტკივილის დროს გონზე მყოფ, ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში, ტრენირებული მედ. პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოიყენება მონიტორირებულ, გონზე მყოფ პაციენტში, რომელიც ანალგეზიას საჭიროებს ტკივილის მოსახსნელად მცირე ქირურგიული პროცედურების დროს, როგორიცაა მაგალითად ნახვევის შეცვლა. დოზა არ უნდა აღემატებოდეს საერთო მაქსიმალურ დოზას. დოზირების რეჟიმი გამოიყენება მხოლოდ ანალგეზიისთვის. პენთროქსი 3 მლ დღეში, ინჰალატორის მეშვეობით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6მლ. ანალგეზიის მისაღწევად გამოიყენება პენთროქსის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. რეკომენდებულია 0.2-0.7%-ის ფარგლებში ორთქლის კონცენტრაციის წყვეტილი ინჰალაცია. კვირის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მლ-ს. პრეპარატის მიყოლებით რამოდენიმე დღე გამოყენება არ არის რეკომენდებული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მეთოქსიფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც ძირითადად შეუქცევადია. გამოყენება: პენთროქსის გამოყენება შეუძლია თავად პაციენტს კარგად ტრენირებული მედ.პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ( საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით), ხელში დასაჭერი პენთროქსის ინჰალატორის მეშვეობით. პარალელურად შეიძლება ჟანგბადის გამოყენებაც. უკუჩვენებები საანესთეზიო საშუალების სახით გამოყენება. თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის უკმარისობა. ღვიძლის უკმარისობა. ფტორირებული საანესთეზიო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასტაბილურობა. სუნთქვის დათრგუნვა. თავის დაზიანება და გონების დაკარგვა. პაციენტის ან მისი ნათესავის ანამნეზში შესაძლო გვერდითი მოვლენების არსებობა. ორსულობა და ლაქტაცია ყველა ზოგადი საანესთეზიო საშუალება გაივლის პლაცენტის ბარიერს და გააჩნია ახალშობილში ცენტრალური ნერვული სისტემის და სასუნთქი სისტემის დათრგუნვის უნარი. რისკის ქვეშ მყოფი ნაყოფისათვის სიფრთხილეა საჭირო საანესთეზიო საშუალებების დოზების და მეთოდების შერჩევისას. სიფრთხილეა საჭირო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ტეტრაციკლინისა და საანესთეზიოდ მეთოქსიფლურანის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფატალური დაზიანება. მეთოქსიფლურანმა შეიძლება გააძლიეროს სხვა პრეპარატების თირკმლისმიერი გვერდითი მოვლენები, ნეფროტოქსიური პოტენციალის მქონე ანტიბიოტიკების ჩათვლით, როგორიცაა გენტამიცინი, კანამიცინი, კოლისტინი, პოლიმიქსინ ბ, ცეფალორიდინი და ამფოტერიცინი ბ. ნარკოტიკების მომდევნო მიღებისას დოზა შეიძლება შემცირდეს. განსაკუთრებული მითითებები პენთროქსის გამოყენების შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მართოს მანქანა, მოტოციკლეტი, სხვადასხვა მექანიზმები. თირკმლის დაავადება: მეთოქსიფლურანი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის დაავადებით. მაღალ კონცენტრაციებში მისი პოტენციურად ნეფროტოქსიური ეფექტის გამო, მეთოქსიფლურანი არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც ერთადერთი საანესთეზიო საშუალება. რისკი დაკავშირებულია საერთო დოზასთან (დრო და კონცენტრაცია). ეჶს სინდრომი დაკავშირებულია შრატში ოქსალატისა და თავისუფალი ფტორის იონების, მეთოქსიფლურანის მეტაბოლური თანაპროდუქტების კონცენტრაციებთან და შეუქცევადია. ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მცირე ეფექტური დოზა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და ჭარბწონიან პირებში. ღვიძლის დაავადება: პაციენტებში, მეთოქსიფლურანის ან ჰალოტანის ანესთეზიის შემდეგ ღვიძლის დაზიანების ნიშნების არსებობისას მეთოქსიფლურანის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მეთოქსიფლურანის ყოველდღიური გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი ნეფროტოქსიური პოტენციალის გამო. დიაბეტიანი პაციენტები: ჭარბწონიან პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით ან პოლიურიით, ან ოპტიმალური კონტროლის არარსებობისას ნეფროპათიის განვითარების რისკი შეიძლება მომატებული იყოს. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფერმენტის მასტიმულირებელი საშუალებებით(მაგ. ბარბიტურატებით), მეთოქსიფლურანის მეტაბოლიზმი შეიძლება გაძლიერდეს, რაც იწვევს ფტორის მომატებულ კონცენტრაციებს. ადრენალინი და ნორადრენალინი სიფრთხილით გამოიყენება მეთოქსიფლურანით მკურნალობის დროს. ავთვისებიანი ჰიპერთერმია: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი ცნობილი ან გენეტიკური მიდრეკილების დროს. ხანდაზმული პაციენტები: სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულებში გამოყენებისას, არტერიული წნევის და გულის რითმის შესაძლო დაქვეითების გამო. სიფრთხილით ცხელი კლიმატის პირობებში: ნუ გააჩერებთ 40°C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებით ჟანგბადთან ერთად გამოყენებისას. შენახვის პირობები და ვადა ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა- 2 წელი. გაცემის წესი რეცეპტით.
|





მედიკამენტები/ანალგეზიური საშუალებები