• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
News

მედიკამენტები/თერაპია
Author:Med Doctor
ეფრიდოლი (Efridol) NIMESULIDE AESCULAPIUS FARMACEUTICI, იტალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: M01AX17 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 30 ც. 1 პაკ. ნიმესულიდი . . . . . . . 100 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ბლოკირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთების კერაში. ფარმაკოკინეტიკა ეფრიდოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2სთ-ის შემდეგ. ნახევრადდაშლის პერიოდი 2-3სთ, პრეპარატის მოქმედება გრძელდება 6სთ-ის განმავლობაში. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად: დოზის 98% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში. ეფრიდოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მისი კუმულაცია არ აღინიშნება. ჩვენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები. ჰიპერთერმია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ფონზე. გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუსტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები: ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული (არარევმატიული) დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა. პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა. რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა. ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები. ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა. დოზირების რეჟიმი მოზრდილები: 100მგ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მოხუცებში, ბავშვებში (12-18 წლამდე), საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80-მლ/წთ) მედიკამენტის ფარმაკოდინამიკიდან გამომდინარე დოზის შეცვლა საჭირო არ არის. გრანულატის გასახსნელად პაკეტის შიგთავსს ათავსებენ ჭიქაში და ამატებენ წყალს. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი. ანამნეზში არსებული ჰეპატოტოქსიური რეაქცია ნიმესულიდზე. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, ანამნეზში არსებული წყლულის რეციდივი ან გასტრო-ინტესტინალური ჰემორაგიები, ცერებრო-ვასკულარული ჰემორაგია, ან ჰემორაგიული პათოლოგიები. კოაგულაციის დარღვევა. მძიმე კარდიალური დეკომპენსაცია. თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები). ღვიძლის უკმარისობა. 12 წლამდე ასაკი. ორსულობა და ლაქტაცია ეფრიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლორწოვანის ანთება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენები ტრანზიტორულია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები კანზე: ძირითადად ერითემატოზული ფორმის გამონაყარი, ეგზანთემა ან ურტიკარია. იშვიათად ცვლილებები ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა. იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია, კუპრისებრი განავალი-მელენა (რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის წყლულით და სისხლდენებით), პეტექიები, პურპურა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში-თრომბოციტოპენიით გამოწვეული. ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეფრიდოლს ახასიათებს აგრეთვე სტივენს-ჯონსონის, ლაილას სინდრომების და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება. აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი შეიცავს საქაროზას, პაციენტებში შაქრის აუტანლობით, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა პროფესია საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, რადგან პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას და ძილიანობას. ჭარბი დოზირება მკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება). სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ეფრიდოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. მისი ერთდროული დანიშვნით ლითიუმის პრეპარატებთან იზრდება პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია. ეფრიდოლი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა პრეპარატებთან (ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან) მისი კომბინაციისას. შენახვის პირობები და ვადა ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.  
Monday, 11 August 2008 05:10 - 2330 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
ციკლოდერმი (Cicloderm) CICLOPIROX OLAMINE TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: D01AE14 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კრემი 1 %: ტუბში 15გ. 1 გ. ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიმიკოზური საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ჩვენებები კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა. დოზირების რეჟიმი ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით. თუ 30 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება. უკუჩვენებები პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Monday, 11 August 2008 05:10 - 1819 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
ციკლოდერმი-ც (Cicloderm-C) CLOBETASONE; CICLOPIROX OLAMINE; GENTAMICIN TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: L07CC01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კრემი: ტუბში 15გ. 1 გ. კლობეტაზონის ბუტირატი. . . . . . . 0,5 მგ. ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ. გენტამიცინი (სულფატის სახით). . . . .1 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს. ჩვენებები სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას. დოზირების რეჟიმი ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება. გვერდითი მოვლენები ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა). ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე; მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე. განსაკუთრებული მითითებები კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Monday, 11 August 2008 05:10 - 1961 hits - 0 comment - Print -  E-mail