• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
News

მედიკამენტები/რევმატოლოგია
Author:Med Doctor
ადანტი (Adant) HYALURONATE SODIUM TEDEC-MEIJI FARMA, ესპანეთი ათქ კლასიფიკაციის კოდი: M09AX01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ხსნარი სახსარშიდა ინექციისთვის: შევსებული შპრიცი 2,5 მლ, შეფუთვაში 1 ც. 1 მლ. ნატრიუმის ჰიალურონატი . . . . . . . 10 მგ. ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის ჰიალურონატი არის ბუნებრივი პოლიმერი გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ადანტი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით, ლუბრიკანტული თვისებებით. ადანტის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას. ჩვენებები: მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი. I, II, III ხარისხის რიზართროზი. დეგენერაციული და ტრავმული წარმოშობის ოსტეოართრიტი. დოზირების რეჟიმი: ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) კვირაში ერთხელ, 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ. გვერდითი მოვლენები: იშვიათად: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ადანტით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. ინექციის ადგილას: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. ძალიან იშვიათად შოკის სიმპტომების განვითარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა. სიფრთხილის ზომები: ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ადანტმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები. ადანტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სხვა მედიკამენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან უკმარისობით. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ადანტი გადადის დედის რძეში და პრეპარატის მიღებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას ინექციის დროს: ● ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა. ● ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5- კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში. ● სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი. სხვა: ● დაუშვებელია ადანტის სისხლძარღვში ინექცია. ● ადანტი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. ● ადანტი არის ბლანტი ხსნარი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 21-23G ნემსის გამოყენება. ● თუ პრეპარატი ინახება მაცივარში, გამოყენების წინ საჭიროა ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება. ● შპრიცი არის ერთჯერადი გამოყენების და კეთდება გახსნისთანავე. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ადანტის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა. შენახვის პირობები და ვადა: ინახება ბნელ ადგილას, 1- 30°C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: 3 წელი.
Thursday, 07 August 2008 13:30 - 1897 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/ტრავმატოლოგია
Author:Med Doctor
ჰირუანი (Hyruan) HYALURONATE SODIUM LG LIFE SCIENCES, კორეა ათქ კლასიფიკაციის კოდი: M09AX01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ხსნარი სახსარშიდა ინექციისთვის: შევსებული შპრიცი 2,5 მლ, შეფუთვაში 5 ც. 1 მლ. ნატრიუმის ჰიალურონატი . . . . . . . 10 მგ ჩვენებები მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი. ფარმაკოლოგიური თვისებები ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით და ლუბრიკანტული თვისებით. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას. დოზირების რეჟიმი ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ მუხლის ან მხრის სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ. გვერდითი მოვლენები ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება(სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება. სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა. სიფრთხილის ზომები ჰირუანით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ჰირუანმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები. სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი. ჰირუანით მკურნალობა წყდება პირველი 5 კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში. დაუშვებელია ჰირუანის სისხლძარღვში ინექცია. ჰირუანი არის ძალიან ბლანტი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 22-23G ნემსის გამოყენება. ჰირუანი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ინექციამდე 30 წუთით ადრე პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია კეთდება პრეპარატის გახსნისთანავე. განსაკუთრებული მითითებები ჰირუანი სიფრთხილით ინიშნება სხვა მედიკამენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ღვიძლის დაავადებების ან მისი ფუნქციური სინჯების დარღვევის შემთხვევაში. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში ვინაიდან არ არსებობს კვლევები ნატრიუმის ჰიალურონატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ჰირუანის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა. შენახვის პირობები ინახება ბნელ, ჰერმეტიულ კონტეინერში 2- 8°C ტემპერატურაზე მაცივარში. შენახვის ვადა 3 წელი(36 თვე)
Monday, 11 August 2008 05:10 - 1890 hits - 0 comment - Print -  E-mail