• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
News

მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
მინოქსი (Minoxi) MINOXIDIL TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: D11AX01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 2%: ფლაკონში 60 მლ. 1 მლ. მინოქსიდილი . . . . . . . . . 20 მგ. ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 5%: ფლაკონში 60 მლ. 1 მლ მინოქსიდილი . . . . . . . . . 50 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი გამელოტების სამკურნალო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები მინოქსი ხელს უწყობს თმის ზრდას თავის ქალას უთმო ზედაპირზე. ადგილობრივად მინოქსი ახდენს ვაზოდილატაციას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და თმის ბოლქვის ტროფიკას. ასტიმულირებს თმის ფოლიკულის გადასვლას მოსვენების ფაზიდან (ტელოგენის ფაზა) ზრდის ფაზაში (ანაგენის ფაზა). ახდენს თმის ფოლიკულზე ანდროგენების ზემოქმედების მოდულირებას. ამცირებს 5-ალფა-დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას, რომელიც წამყვან როლს თამაშობს გამელოტების განვითარებაში. ჩვენებები პრეპარატი ნაჩვენებია 18-65 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ქალებისა და მამაკაცებისათვის მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ. დოზირების რეჟიმი სასურველია რეკომენდებული დოზის ზუსტი დაცვა. მკურნალობისათვის პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობაა 2 მლ დღეში: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს. პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს თმის გაძლიერებულ ზრდას, არამედ მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე. ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებში 18 წლამდე. პრეპარატის გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ახლოვდება შემდგომი გამოყენების დრო. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება რამოდენიმე თვეში, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება. მიღების წესი: ხსნარის 1 მლ გამოიყენება 2-ჯერ დღეში ალოპეციურ უბანზე. პრეპარატი გამოიყენება მშრალ თმაზე და კანზე. მკურნალობის შედეგის მისაღწევად აუცილებელია მინოქსის გამოყენება 4 თვე ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით. სრულ შედეგი მიიღწევა მინოქსიდილის 1 წლის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტა ხელს შეუწყობს თმის ცვენას. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენებიდან 2 სთ-ის განმავლობაში თავის დაბანა, თმის საშრობის გამოყენება და ბალიშზე თავის დადება გამოყენებიდან 1 სთ-ის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ხსნარის მოხვედრა სახეზე ან კანის სხვა უბანზე, ლორწოვან გარსზე. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი. დაუშვებელია მკუნალობის დაწყება ექიმის კონსულტაციის გარეშე: თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის, ღვიძლის, თირკმლის/შარდგამომყოფი სისტემის, სისხლის (კოაგულაციური), კანის დაავადებები და სკალპის დამწვრობა. გვერდითი მოვლენები დიარეა, გულისრევა/ღებინება და თავის ტკივილი. გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას: იშვიათად: ადგილობრივი გაღიზიანება და გამონაყარი, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, სხეულის სხვადასხა უბნებზე შეშუპების განვითარება, სახის შეშუპება, კანის მხრივ ადგილობრივი რეაქციები (გაღიზიანება, გამონაყარი, ანთება და სხვა). თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. განსაკუთრებული მითითებები მინოქსის მიღების პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმლის ფუნქციის და გულის ტესტების მონიტორინგი. აუცილებელია პაციენტის კვირაში ორჯერ აწონვა. წონაში უჩვეულო მატების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება. შენახვის პირობები და ვადა ინახება გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. გაცემის წესი ურეცეპტოდ
Monday, 11 August 2008 05:10 - 2413 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
ციკლოდერმი (Cicloderm) CICLOPIROX OLAMINE TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: D01AE14 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კრემი 1 %: ტუბში 15გ. 1 გ. ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიმიკოზური საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ჩვენებები კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა. დოზირების რეჟიმი ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით. თუ 30 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება. უკუჩვენებები პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Monday, 11 August 2008 05:10 - 1819 hits - 0 comment - Print -  E-mail
მედიკამენტები/დერმატოლოგია
Author:Med Doctor
ციკლოდერმი-ც (Cicloderm-C) CLOBETASONE; CICLOPIROX OLAMINE; GENTAMICIN TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი ათქ კლასიფიკაციის კოდი: L07CC01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კრემი: ტუბში 15გ. 1 გ. კლობეტაზონის ბუტირატი. . . . . . . 0,5 მგ. ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ. გენტამიცინი (სულფატის სახით). . . . .1 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს. ჩვენებები სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას. დოზირების რეჟიმი ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება. გვერდითი მოვლენები ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა). ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე; მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე. განსაკუთრებული მითითებები კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Monday, 11 August 2008 05:10 - 1961 hits - 0 comment - Print -  E-mail