News
სიახლეები/ონკოლოგია
Author:Med Doctor
ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მედუზის ფლუორესცენციულ უჯრედებს შეუძლიათ სიმსივნის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე. კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს იმ უჯრედთა ცილა, რომელთა საშუალებითაც მედუზები ანათებენ სიბნელეში. პროფესორი ნორმან მეიტლანდი, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კვლევას, აცხედებს, რომ ეს აღმოჩენა წარმოადგენს რევოლუციას სიმსივნის დიაგნოსტიკაში.
|
სიახლეები/გინეკოლოგია
Author:Med Doctor
ახალი ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგნდეს ნაყოფის სქესი ორსულობის მე 7 კვირაზე. ექიმებმა სისხლის ანალიზის საფუძველზე შექმნეს ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ნაყოფის სქესი ჩასახვიდან 7 კვირის შემდეგ. ახალი ტესტი ადგენს ნაყოფის დნმ – ში მამაკაცის Y ქრომოსომის არსებობას.
|
სიახლეები/გინეკოლოგია
Author:Med Doctor
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში გამოჩნდა ეგრეთ წოდებული დნმ- ის ტესტი. იგი გამოიყენება მამობის დასადასტურებლად. მამობის ტესტი წარმოადგენს ნაცხის ასაღები მასალის ნაკრებს. ტესტის ჩასატარებლად საჭიროა ბავშვის, დედის და მამის ნერწყვის ნიმუში. შემდეგ ეს მალასა იგზავნება ტესტის მწარმოებელი კომპანიის Anglia DNA Services ლაბორატორიაში სადაც ტარდება უშუალოდ ანალიზი.
|
სიახლეები/ნევროლოგია, ნეიროქირურგია
Author:Med Doctor
გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აკუპუნქტურა ცვლის ტკივილის შეგრძნების აღქმას თავის ტვინის მიერ, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა 18 ჯანმრთელი მოხალისე. თავდაპირველად მათ აწოდებდნენ მტკივნეულ იმპულსებს მარცხენა მტევანზე, ამავე დროს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით საზღვრავდნენ თავის ტვინის აქტივობას. შემდეგ ექსპერიმენტი გაიმეორეს, მაგრამ უკვე აკუპუნქტურის გამოყენებით. აკუპუნქტურის ნემსები მოათავსეს ფეხის თითებს შორის, მუხლქვეშ და მარჯვენა ხელის ცერა თითთან.
|
სიახლეები/დიაგნოსტიკა
Author:Med Doctor
აშშ–ს პროდუქტებისა და მედიკამენტების სამმართველომ (FDA) დადებითად შეაფასა პირველი მამოგრაფიის აპარატი, რომელიც სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა.
|
სიახლეები/დიაგნოსტიკა
Author:Med Doctor
ყველა ქალი იყენებს ორსულობის დასადგენ ტესტს რომელიც საკმაოდ კომფორტული მოსახმარია და სწრაფად იძლევა პასუხს.
|
სიახლეები/ონკოლოგია
Author:ქეთი ტყაბლაძე
აშშ-ში წარმატებით დასრულდა ახალი ტესტის გამოცდა, რომელიც ფილტვის კიბოს დიაგნოზს სვამს ერთი ამოსუნთქვით. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ სუნთქვითი ტესტი ფილტვის კიბოს 83% სიზუსტით ამოიცნობს და ასევე შეუძლია დაავადების რამდენიმე ფორმის დიფერენცირებაც.
|
სიახლეები/დიაგნოსტიკა
Author:ქეთი ტყაბლაძე
ილიონისის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ როჯერსი დარწმუნებულია, რომ ადამიანის თმის სისქე პლასტირს შეუძლია შეცვალოს ექიმის სტანდარტული კვლევა. პლასტირს შეუძლია დაადგინოს გულის რითმი, გაუწყლოების ხარისხი ( რომელიც თავს იჩენს დიაბეტისა და გულის ზოგიერთი დაავადების დროს), ტემპერატურის ცვლილება, კუნთების მდგომარეობა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები.
|





სიახლეები/ონკოლოგია