დაავადებები
| პოდაგრა |
|
|
|
პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი არის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება შარდმჟავას რაოდენობის ზრდა სისხლში (ჰიპერურიკემია). ამის შედეგად ხდება კრისტალური ნივთიერებების ჩალაგება ქსოვილებში პოდაგრული კვანძების სახით; შემდგომში კი ვითარდება ანთებითი და დესტრუქციულ–სკლეროზული ცვლილებები. როგორც წესი, ზიანდება ხელის და ფეხის თითების სახსრები. პოდაგრა ყველაზე ხშირად (95%) გვხვდება მამაკაცებში. |






