ტკივილი თირკმლის არეში ბეჭდვა ელფოსტა

რამდენიმე თვეა მარჯვენა მხარეს თირკმლის არეში მაქვს მუდმივი ყრუ ტკივილი ზოგჯერ თითქოს მეწვის. ტკივილი ერთ ადგილზე ლოკალიზდება მხოლოდ. მქონდა საშინელი ტკივილი, რომელიც რამოდენიმე საათს გაგრძელდა და მომეხსნა მხოლოდ გამაყუჩებლის მიღების შემდეგ. შეტევის დროს შარდში იყო ცილა ძალიან მცირე რაოდენობით. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ცილა გაქრა, ტკივილი ისევ მაქვს. თირკმლის ეხო და ფუნქცია ნორმაშია, არც სისხლშია ცვლილებები. საიდან მოდის ტკივილი და რომელ სპეციალისტს მივმართო? წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით ხათუნა.


 

პასუხები  

 
+1 #1 Med Doctor.Net 30.04.2011 15:03
თქვენს მიერ აღწერილი ტკივილი გავს თირკმლის კოლიკას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანმა დაავადებამ ან მარილების დაგროვებამ თირკმელში. აუცილებლად გადაამოწმეთ საშარდე სისტემის ექოსკოპია და მიმართეთ ნეფროლოგს.
ციტირება
 


უსაფრთხოების კოდი
განახლება