სოკოს მკურნალობა ბეჭდვა ელფოსტა

გამარჯობათ.
ვარ 23 წლის გათხოვილი, მაინტერესებს რამდენად საშიშია სოკო სასქესო ორგანოებზე და როგორ შეიძლება რომ ჩავიტარო მკურნალობა?


 

პასუხები  

 
+4 #1 Med Doctor.Net 13.01.2011 10:12
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება (კანდიდოზი) ფართოდ არის გავრცელებული მოსახლეობის შორის. მას იწვევს Candida albicans. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:
სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები;
სხვადასხვა დაავადება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც თან სდევს ჰორმონული ფონის ცვლილება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანო ბის დაქვეითება: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი;

ჰიპოვიტამინოზებ ი და ავიტამინოზები;

კორტიკოსტეროიდე ბით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტე ბით და სხივური თერაპიით მკურნალობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება;

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება;
ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება.

კანდიდოზს ახასიათებს საშოს წვა, ქავილი, ტკივილი, თეთრად შლა ხაჭოსებრი უსუნო გამონადენით. მწვავე კანდიდოზური ენდოცერვიციტისთ ვის დამახასიათებელი ა საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხშირად ვითარდება ჭეშმარიტი ეროზია.

უმჯობესია მკურნალობა დაიწყოთ ადრეულ ეტაპზე, რადგანაც ხშირად კანდიდოზი იღებს ქრონიკულ ხასიათს. ამასთანავე აუცილებელია მკურნალობა ჩაიტაროს თქვენმა მეუღლემაც, რათა გამოირიცხოს თავიდან დაინფიცირების რისკი.
მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს; თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ დაავადება არ განკურნოს. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ კომპლექსური მკურნალობა.
ციტირება
 
 
0 #2 13.01.2011 11:44
დიდი მადლობა :good: ხომ არ შეიძლება სოკომ უშვილობა გამოიწვიოს? :sad:
ციტირება
 
 
0 #3 Med Doctor.Net 13.01.2011 17:02
ციტირება მანანა გაბუნია:
დიდი მადლობა :good: ხომ არ შეიძლება სოკომ უშვილობა გამოიწვიოს? :sad:

ნამდვილად არ გაქვთ შეშფოთების მიზეზი, სოკოვანი დაავადება არ იწვევს უშვილობას. :friends:
ციტირება
 


უსაფრთხოების კოდი
განახლება