There are No Adverts to Display

სიახლეები

მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
აკატინოლ მემანტინი (Akatinol Memantine) MEMANTINE MERZ PHARMA, გერმანია ათქ კლასიფიკაციის კოდი: N06DX01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც. 1 ტაბ. მემანტინის ჰიდროქლორიდი . . . . . . . 10 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დემენციის სამკურნალო ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. ფარმაკოლოგიური თვისებები: მემანტინი-N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორების არაკონკურენტული ანტაგონისტი, ახდენს გლუტამატერგული სისტემის მოდულაციას. პათოგენეზურ ზემოქმედებას ახდენს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დეგენერაციულ პროცესებზე. მემანტინი არეგულირებს იონების ტრანსპორტს, აბლოკირებს კალციუმის არხებს. გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას, კოგნიტურ პროცესებს, მეხსიერებას და სწავლის უნარს, აუმჯობესებს ყოველდღიურ აქტივობას. ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-6 სთ-ში. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება. პრეპარატი გამოიყოფა ორფაზად. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი პირველ ფაზაში შეადგენს 4-9 სთ-ს, ხოლო მეორე ფაზაში - 40-65სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად(75-90%). ჩვენება: ● დეგენერაციული დემენცია (ალცჰაიმერის ტიპის), სისხლძარღვოვანი დემენცია, შერეული ტიპის დემენცია ნებისმიერი სიმძიმის. ● მეხსიერების, კონცენტრაციის და სწავლის უნარის დაქვეითება. ● ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის და ინსულტის შედეგად განვითარებული ცერებრალური და სპინალური სპასტიური სინდრომი. დოზირების რეჟიმი: დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზით. დემენცია მოზრდილებში: მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 5 მგ/დღეში, მეორე კვირას-10 მგ/ დღეში, მესამე კვირას 15-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 30 მგ-ს. სპასტიური სინდრომი განპირობებული ცნს-ის პათოლოგიით: მკურნალობის პირველ კვირას ინიშნება 10 მგ/დღეში, მეორე კვირას 10 მგ/ დღეში, მესამე კვირას- 20-30 მგ/ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს ყოველკვირეულად 10 მგ-ით, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 60 მგ-ს. საშუალოდ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-20 მგ/დღეში. სადღეღამისო დოზა თანაბრად იყოფა დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს. უკანასკნელი დოზა მიიღება ვახშმამდე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური ეფექტიდან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქციის კონტროლით. ბავშვები (1 წელზე ზემოთ): 500 მკგ/კგ/დღეში. გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, შფოთვა, აგზნება, გულისრევა, თავში სიმძიმის შეგრძნება. უკუჩვენებები: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით ინიშნება თირეოტოქსიკოზით და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. განსაკუთრებული მითითებები: ოპტიმალური დოზა მიიღწევა თანდათან, დოზის ყოველკვირეული მომატებით. ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური თერაპია. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ბარბიტურატებთან, ნეიროლეპტიკებთან, ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, ლ-დოფასთან, დოფამინერგულ აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი) და ამანტადინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს აღნიშნული პრეპარატების მოქმედება. დანტროლენთან ან ბაკლოფენთან ერთდროული მიღებისას მემანტინმა შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეამციროს) მათი მოქმედება, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების დოზები უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი
ხუთშაბათი, 07 აგვისტო 2008 13:30 - 5126 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ენდოკრინოლოგია
ავტორი: Med Doctor
ანგიოფლუქსი (Angioflux) SULODEXIDE AESCULAPIUS FARMACEUTIC, იტალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: B01AB11 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა რბილი კაფსულები: შეფუთვაში 50 ც. 1 კაფს. სულოდექსიდი . . . . . . . 250 სე საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც. 1 ამპ. სულოდექსიდი . . . . . . . 600 სე კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თრომბოზისა და შედედების საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოაგულაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორის დონეს და აქვეითებს პლაზმინოგენის ქსოვილოვანი ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას. ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას). მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში; ჩვენება: ● ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი, ქრონიკული ვენური წყლული. ● პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება (ათეროსკლეროზული და დიაბეტური გენეზის). ● ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია,ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია). ● თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და ადრეული აღდგენის პერიოდში). ● დისცირკულატორული ენცეფალოპათია განპირობებული ათეროსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით. ● სისხლძარღვოვანი დემენცია. ● თრომბოფილური მდგომარეობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში, დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ). ● მკურნალობის გაგრძელება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტული თრომბოციტოპენიის შემთხვევაში (პრეპარატი არ იწვევს და არ აღრმავებს თრომბოციტოპენიას). ● ანგიოპათიები თრომბის განვითარების მაღალი რისკით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ, სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია). ● თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა. დოზირების რეჟიმი: მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე. ანგიოფლუქსი 1 ამპულა/დღეში ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად. ინტრავენური გამოყენებისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ანგიოფლუქსი 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვებათა შორის ინტერვალში. ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1 ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში; ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და მიღების ჯერადობა შეძლება შეიცვალოს. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ● ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ. ● ჰემორაგიული დიათეზი. ორსულობის I ტრიმესტრი. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს პრეპარატის გამოყენების დადებითი შედეგები I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის- გესტოზების სამკურნალოდ ორსულობის II და III ტრიმესტრში. გვერდითი მოვლენები: კაფსულები: იშვიათად ვითარდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევები, ღებინება და ეპიგასტრალგია. ამპულები: ინექციის ადგილას იშვიათად აღინიშნება ტკივილი, წვის შეგრძნება და ჰემატომა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები არის ტრანზიტორული ჭარბი დოზირება: ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ). სიფრთხილის ზომები: ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს. შენახვის პირობები და ვადა: ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 4100 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
ასერტა (ASERTA) SERTRALINE PENTAFARMA, პორტუგალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: N06AB06 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც. 1 ტაბ. სერტრალინის ჰიდროქლორიდი. . . . . . . . 50 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI). ფარმაკოლოგიური თვისებები: სერტრალინი წარმოადგენს (ნაფტილამინის წარმოებული) ნეირონებში სეროტონინის (5-HT) უკუშეკავშირების სპეციფიურ ინჰიბიტორს, რომელიც აძლიერებს სეროტონინის მოქმედებას. შედარებით სუსტად მოქმედებს ნორადრენალინის და დოფამინის უკუშეთვისებაზე. სერტრალინი სამკურნალო დოზებში აბლოკირებს თრომბოციტებში სეროტონინის მიტაცების პროცესს. მას არ ახასიათებს მასტიმულირებელი, სედატიური ან ანტიქოლინერგული მოქმედება და კარდიოტოქსიური ეფექტი. იგი არ ხასიათდება მუსკარინული ქოლინორეცეპტორების, სეროტონინული, დოფამინური, ჰისტამინური, გამაამინოერბოს მჟავას, ბენზოდიაზეპინური და ადრენორეცეპტორებისადმი აფინიტეტით. პრეპარატი არ იწვევს მაო-ს ინჰიბირებას. ხასიათდება ანორექსიგენული მოქმედებით. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, დეპრესიების ან ობსესურ-კომპულსური (აკვიატებული მდგომარეობა) მოშლილობების სერტრალინით მკურნალობის დროს სხეულის წონაში მატება არ აღინიშნება, პირიქით ზოგიერთ პაციენტში იგი ქვეითდება. სერტრალინს არ ახასიათებს მისდამი ფიზიკური ან ფსიქიური დამოკიდებულების განვითარება. ფარმაკოკინეტიკა: სერტრალინი პერორალური მიღებისას დოზით 50მგ-დან 200მგ-მდე 1-ჯერ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი (Cmax) პლაზმაში შეადგენს 4,5-8,4 სთ-ს. პლაზმიდან მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდებში და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 22-36 სთ-ს. ნახევრადგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, თანაბარი კონცენტრაციების მიღწევამდე ერთ კვირიანი მკურნალობის შემდეგ (1-ჯერ დღეში) აღინიშნება პრეპარატის დაახლოებით ორჯერადი კუმულაცია. საკვების მიღება არსებით გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 98%-ს. მეტაბოლიზმი: სერტრალინი ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ აქტიურად ბიოტრანსფორმირდება. პლაზმაში აღმოჩენილ მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-დესმეთილსერტრალინი, რომელიც ხასიათდება ასერტაზე ნაკლები აქტივობით (დაახლოებით 20-ჯერ) In vitro და ფაქტიურად არააქტიურია In vivo დეპრესიის დროს. გამოყოფა: დესმეთილსერტრალინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მერყეობს 62-104სთ-ის ფარგლებში. სერტრალინის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან თანაბარი რაოდენობით გამოიყოფიან განავალთან და შარდთან ერთად. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (0,2%-ზე ნაკლები) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. სერტრალინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში და ახალგაზრდებში მსგავსია. ჩვენება: ● დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა(მათ შორის განგაშით მიმდინარე). ● ობსესურ-კომპულსური დარღვევები ბავშვებში და მოზრდილებში. ● პანიკური დარღვევების დროს, რომლებიც მიმდინარეობს აგორაფობიის თანხლებით ან მის გარეშე. დოზირების რეჟიმი: ასერტა პერორალურად ინიშნება 50მგ 1-ჯერ დღეში დილით ან საღამოს. პრეპარატის მიღება საკვებზე არ არის დამოკიდებული. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათან (50მგ-ით) გაზრდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც შეადგენს 200მგ-ს დღეში. პრეპარატის მოქმედების საწყისი ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო სრული ეფექტი 2-4 კვირის შემდეგ. განგაშით მიმდინარე მოვლენების დროს მკურნალობას იწყებენ 25მგ დოზით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50მგ-მდე დღეში. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარების დროს პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში, რომელსაც შემდგომ ცვლიან კლინიკური ეფექტის მიხედვით. ხანდაზმულ ავადმყოფებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებით, როგორიც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს. 13-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს საწყისი დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეში. 6-12 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს მკურნალობას იწყებენ დოზით 25მგ-ით დღეში, რომელსაც 1 კვირის შემდეგ ზრდიან 50მგ-მდე დღეში. შემდგომში, არასასურველი ეფექტის შემთხვევაში დოზის გაზრდა ხდება საფეხურებრივად 50მგ-დან 200მგ-მდე დღეში. დოზის ცვლილება ხდება არა უმცირეს 1 კვირიანი ინტერვალით. ასერტას მიღება სასურველია ყოველდღიურად ერთ და იმავე დროს წყალთან ერთად. უკუჩვენებები: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობა. გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სერტრალინით მკურნალობის პროცესში ამინოტრანსფერაზების (ასტ და ალტ) აქტივობის უსიმპტომო მომატებას ადგილი აქვს იშვიათად (დაახლოებით შემთხვევების 0,8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველი 1-9 კვირის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება. ცნს-ის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა. მარილოვანი ცვლის მიხედვით: ცალკეულ შემთხვევებში-ჰიპონატრემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს); ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთვევებში აღენიშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს. სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია, ატიპიური სისხლდენა და ჰემორაგიული გამონაყარი. სხვადასხვა: ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, მოძრაობის აქტივობის დარღვევა (ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად- მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით). იშვიათად აღინიშნება პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში სერტრალინის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს. დღეისათვის არ არსებობს მონაცემები დედის რძეში მისი გადასვლის შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. სერტრალინით მკურნალობის პროცესში ქალები იყენებენ კონტრაცეპციის ადექვატურ მეთოდებს. განსაკუთრებული მითითებები: სერტრალინის დანიშვნა შესაძლებელია არა უმცირეს 14 დღის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სეროტონინერგული ნეიროტრანსმისიის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ტრიფტოფანი და ფენფლურამინი. სერტრალინი ღვიძლში განიცდის აქტიურ მეტაბოლიზმს. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებს. აუცილებელია დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდის სწორად შერჩევა. სერტრალინი უმნიშვნელო რაოდენობით შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. საწყის და ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში( კრეატინის კლირენსით 20-50მლ/წთ-ში) თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში(კრეატინის კლირენსით 20მლ/წთ ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საკმარისი არ არის, ამოტომ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს. კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე დაავადებების დროს სერტრალინის გამოყენება შესწავლილი არ არის. ამიტომ მისი დანიშვნა ეპილეფსიის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, ხოლო კონტროლირებული ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის პროცესში საჭიროა სისტემატური კონტროლი და კრუნჩხვების წარმოქმნის დროს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. სერტრალინით მკურნალობის დროს ჰიპომანია და მანია აღენიშნება ავადმყოფთა 0.4%-ს. მანიის და ჰიპომანიის გამწვავების შემთხვევები აღწერილია აგრეთვე დიდი დეპრესიის მქონე პაციენტთა მცირე ნაწილში, რომლებიც იღებდნენ სხვა ანტიდეპრესანტებს ან ანტიობსესურ საშუალებებს. სერტრალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დეპრესიის ან განგაშით მიმდინარე დარღვევების დროს დადგენილია ბავშვებში და მოზარდებში 6 წლიდან 17 წლამდე. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი. ხანდაზმულ ავადმყოფებში მკურნალობა მიმდინარეობს მინიმალური დოზებით და სისტემატური კონტროლით. სერტრალინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სერტრალინის გამოყენება არ იწვევს ფსიქომოტორულ მოშლილობებს, მიუხედავად ამისა ანტიდეპრესიული ან ანტიობსესური საშუალებები აქვეითებენ გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, რომელიც საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, რის შესახებაც აუცილებელია ავადმყოფების წინასწარი გაფრთხილება. ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილია სერტრალინით მონოთერაპიული მკურნალობის სახით- დოზით 8გ. აღწერილია აგრეთვე დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები სერტრალინის და სხვა სამკურნალო საშუალებების და/ან ალკოჰოლთან მისი ერთდროული გამოყენების დროს. ამ დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ფილტვების ოქსიგენაცია და ვენტილაცია, გააქტივებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზის და ჰემოდიალიზის ჩატარება. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: აღწერილია სერიოზული გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასერტასთან ერთად მაო-ს ინჰიბიტორებს, მათ შორის სელექტიურ ინჰიბიტორებს (სელეგილინი) და მაო-ს შექცევად ინჰიბიტორებს (მოკლობემიდი). აღნიშნული ურთიერთქმედების სიმპტომებს წარმოადგენს: ჰიპერთერმია, რიგიდობა, კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, გაღიზიანებით და ძლიერი აგზნებით მიმდინარე ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც მთავრდება დელირიუმის და კომის განვითარებით. სერტრალინის 200მგ-იანი დოზით ერთდროულად მიღება ეთანოლთან, კარბამაზეპინთან, ჰალოპერიდოლთან ან ფენიტოინთან არ იწვევს მათი მოქმედების გაძლიერებას ჯანმრთელი ადამიანების ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. იგივე დოზებში სარტრალინის მიღება დიაზეპამთან და ტოლბუტამიდთან ერთად იწვევს მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო ზიგიერთი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებებს. ციმეტიდინი იწვევს სერტრალინის კრეატინინის კლირენსის მნიშვნელოვან დაქვეითებას მათი ერთდროული მიღების დროს. სერტრალინი არ ახდენს გავლენას ატენოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ აქტივობაზე. მასთან გლიბენკლამიდის და დიგოქსინის ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის. სერტრალინის კომბინაციით იმ პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან შეკავშირების მაღალი აქტივობით, განსაკუთრებით დიგიტოქსინთან და ვარფარინთან, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში თავისუფალი (შეუკავშირებელი) პრეპარატების კონცენტრაციის მომატება და აგრეთვე სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, კერძოდ სერტრალინის და ვარფარინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო პროთრომბინის დროის გაზრდა, რის გამოც სერტრალინით მკურნალობის დასაწყისში და მისი მიღების შეწყვეტის შემდგომ საჭიროა პროთრომბინის დროის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი. რადგან სერტრალინი აინჰიბირებს ციტოქრომ P450 2D6 ბიოქიმიურ აქტივობას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში იმ პრეპარატების კონცეტრაციის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება აღნიშნული ფერმენტის მონაწილეობით, მათ შორის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და 1C კლასის ანტიარითმიული საშუალებები. სერტრალინი და ლითიუმის ერთდროული გამოყენებით, შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელიც უკავშირდება სეროტონინერგულ მექანიზმებს და კლინიკურად ვლინდება ტრემორის გაძლიერებით; ამ დროს ლითიუმის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის არსებითი ცვლილებები არ აღინიშნება.
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 4468 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
დიფოსფოცინი (Difosfocin) CITICOLINE MAGIS FARMACEUTICI, იტალია ათქ კლასიფიკაციის კოდი: N06BX06 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც. 1 ამპ. ციტიქოლინი (ციტიდინდიფოსფოქოლინი) . . . . . . . 500 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ციტიქოლინი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს. ახასიათებს დადებითი ზეგავლენა კუჭქვეშა ჯირკვლის მეტაბოლიზმზე. ციტიქოლინი უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტების (უმთავრესად ფოსფოლიპიდები) პრეკურსორია, ხელ უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას მოქმედებას და აფერხებს თავისუფალი რადიკალების ჭარბად წარმოქნას და უჯრედების კვდომას. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიურ სიმპტომებს. ციტიქოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის კოგნიტიური, მგრძნობელობითი და მოტორული ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ. ჩვენებები იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი აღდგენითი პერიოდი. ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მწვავე და აღდგენითი პერიოდი. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია. პარკინსონის სინდრომი (ქოლინობლოკატორებთან ერთად,როდესაც უკუნაჩვენებია ლევოდოპას დანიშვნა). კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძაღვოვანი დაავადებების დროს. მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ოპერაციის შემდგომი მწვავე პანკრეატიტი (პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად). დოზირების რეჟიმი ნელი ინტრავენური ინექცია (5 წუთი) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი/წუთში) ან ინტრამუსკულურად. ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი: 1000-2000 მგ/დღეში. პარკინსონის სინდრომი: 500-1000 მგ 1-ჯერ დღეში ინტრავენურად 3-4კვირის განმავლობაში (ქოლინოლიზურ პრეპარატებთან ერთად). თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია: 1000 მგ/დღეში ინტრავენურად 4 კვირის განმავლობაში. პანკრეატიტი: 1000 მგ/დღეში ინტრავენურად 2კვირის განმავლობაში პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის ციკლი გაგრძელდეს 3-4 კვირა და ციკლებს შორის დაცული იყოს შესაბამისი ინტერვალი. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ. გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, შესაძლებელია განვითარდეს შოკი), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ტრემორი, დაბუჟების შეგძნება პარალიზებულ კიდურებში, გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის მატება. სიფრთხილის ზომები თავის ტვინის შეშუპების დროს აუცილებელია ისეთი მედიკამენტების დანიშვნა (მაგალითად, მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები), რომლებიც ხელს უწყობენ ინტრაცერებრალური წნევის დაქვეითებას. ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს დაუშვებელია პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა( ერთჯერადი მიღებით არაუმეტეს 500 მგ), რადგან შეიძლება გაიზარდოს ცერებრალური სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 100-200 მგ 2-3 ჯერ დღეში. ორსულებში, ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებული მითითებები სასურველია შეიზღუდოს ინტრამუსკულური ინექციის რაოდენობა და არ მოხდეს განმეორებითი ინექცია ერთიდაიმავე ადგილას. პრეპარატის ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს ნელი სიჩქარით. დიფოსფოცინი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება დიფოსფოცინს ახასიათებს სინერგიული მოქმედება L-დოფასთან (რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ლ-დოფას დოზა) პარკინსონის დაავადების დროს. დიფოსფოცინის დანიშნვა დასაშვებია ანტიჰემორაგიულ საშუალებებთან, პრეპარატებთან რომლებიც ამცირებენ ინტრაკრანიალურ წნევას და საინფუზიო სითხეებთან. შენახვის პირობები და ვადა ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.  
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 3575 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
ორლეპტი (Orlept) VALPROATE SODIUM CP PHARMACEUTICALS, დიდი ბრიტანეთი ათქ კლასიფიკაციის კოდი: BN03AG01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები: ბლისტერში 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ბლისტერი 1 ტაბ. ნატრიუმის ვალპროატი . . . . . 200 მგ. 1 ტაბ. ნატრიუმის ვალპროატი . . . . . 500 მგ. სიროფი: ბოთლში 300 მლ(შფ) 5 მლ ნატრიუმის ვალპროატი . . . . . 200 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ორლეპტი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი მოქმედებს ცნს-ზე და იჩენს აქტივობას ეპილეფსიის გენერალიზებული და ფოკალური ფორმების დროს. ახდენს ცენტრალური ნეირონების Na+-ის არხების ბლოკირებას, გამაამინოერბომჟავათი (გაემ) გამოწვეული შეკავების პროცესების გაძლიერებას ცნს-ში, გლუტამატდეკარბოქსილაზას აქტივობის მომატებას და გაემ-ტრანსამინაზას ინჰიბირებას. ფარმაკოკინეტიკა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2სთ-ში, წონასწორული კონცენტრაცია აღინიშნება მკურნალობის მე-3-4 დღეს. თერაპიული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 40-100მგ/ლ, თუ კონცენტრაცია აღემატება 200 მგ/ლ, აუცილებელია დოზის შემცირება. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 90%. თავისუფლად გადის ჰემატოენცეფალური ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 15-17 სთ. ჩვენებები გენერალიზებული კრუნჩხვები. შეტევები მცირე ეპილეფსიის დროს. მიოკლონუს ეპილეფსია. კეროვანი(პარციული) კრუნჩხვები(მარტივი და რთული სიმპტომატიკით). კრუნჩხვები თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს. ქცევის დარღვევა გამოწვეული ეპილეფსიით. ფებრილური კრუნჩხვები ბავშვებში. ბავშვებში. დოზირების რეჟიმი საწყისი დღიური დოზა 10-15მგ/კგ-ზე, შემდგომში დოზები თანდათანობით იზრდება ოპტიმალურ დოზამდე- 20-30 მგ/კგ-ზე. თუ კრუნჩხვები არ წყდება, დოზა იზრდება ადექვატურად. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე დღეში. ხანდაზმულებსა და ავადმყოფებში თირკმლის დაავადებით გამოიყენება პრეპარატის უფრო დაბალი დოზები. ბავშვებში - 20-40 მგ/კგ დღეში. პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეში. დოზირების რეჟიმს განსაზღვრავს ექიმი. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დადგენილი ვადით. დოზის გამორჩენის შემთხვევაში წამლის გაცდენილი დოზა მიიღება გახსენებისთანავე. თუ მორიგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 2 სთ, გაცდენილი დოზა აღარ მიიღება. არ არის რეკომენდებული დოზის გაორმაგება გაცდენილი დოზის ხარჯზე. დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე. ორლეპტით მკურნალობის შეწყვეტა ან მკურნალობის გაგრძელება სხვა ანტიკონვულსანტით ხდება თანდათანობით ანტიკონვულსური ეფექტის მიხედვით. გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ცნს-ის მხრივ: სტუპოროზული მდგომარეობა, ატაქსია, ტრემორი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. სხვადასხვა: ალოპეცია, სხეულის მასის მომატება, სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. პორფირია(იშვიათი დაავადება, როდესაც ჩათრეულია სისხლი და ღვიძლი), ჰემორაგიული დიათეზი. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობის დროს საჭიროა პაციეტის მდგომარეობაზე სათანადო კონტროლი. მშობიარობის შემდეგ აუცილებელია სპეციალური მონიტორინგი. ლაქტაციის პერიოდში უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებლიანობა პოტენციურ რისკთან მიმართებაში. რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატით მკურნალობა რეკომენდებულია საიმედო კონტრაცეპციის გამოყენების ფონზე. განსაკუთრებული მითითებები 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი. მკურნალობის პირველი 6 თვის მანძილზე აუცილებელია ღვიძლის სინჯის და პროთრომბინის დონის რეგულარული კონტროლი. ორლეპტის ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, როგორც მალტიტოლის სიროფის კომპონენტს. სორბიტოლის დღიური დოზა შეადგენს 2.18 გ. იმ პაციენტებში, რომლებიც ტოლერანტულნი არიან ფრუქტოზას ან სხვა რომელიმე შაქრის მიმართ, ასევე შესაძლებელია განვითარდეს სორბიტოლის მიმართ შეუთავსებლობა. ორლეპტის მიღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს წონაში მატებას. საჭიროა რეგულარულად წონის კონტროლი. ტრანსპოტრის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას: აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება შესაძლო ძილიანობის შესახებ, განსაკუთრებით ანტიკონვულსიური თერაპიის დროს ან მისი კომბინირებისას ბენზოდიაზეპინებთან. ჭარბი დოზირება სიმპტომები: კომატოზური მდგომარეობა, ჰიპორეფლექსია, მიოზი. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული 10-12 სთი. ოსმოსური დიურეზის უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი და კორექცია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დიალიზის გამოყენება. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ერთდროული დანიშვნისას პრეპარატი აძლიერებს ნეირილეფსიური საშუალებების და ანტიდეპრესანტების მოქმედებას, ასევე ზრდის ბარბიტურატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. პრეპარატი ამცირებს ფენიტოინის საერთო კონცენტრაციას, ამავე დროს იზრდება მისი თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია. კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი), რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციის უნარი, ამცირებენ პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მათთან კომბინაციისას აუცილებელია დოზირების კორეგირება სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შესაბამისად. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.  
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 3120 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
ორლეპტი ქრონო (Orlept Chrono) VALPROATE SODIUM ORION CORPORATION, ფინეთი ათქ კლასიფიკაციის კოდი: N03AG01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით: ფლაკონში 10 0 ტაბ. 1 ტაბ. ნატრიუმის ვალპროატი. . . . . . 300 მგ. 1 ტაბ. ნატრიუმის ვალპროატი. . . . . . 500 მგ. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ნატრიუმის ვალპროატი ზრდის ინჰიბიტორი ნეირომედიატორის γ-ამინობუტირის მჟავას (GABA) კონცენტრაციას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გარდა ამისა, ნატრიუმის ვალპროატი შესაძლებელია ასევე უშუალოდ მოქმედებდეს ნეირონების მემბრანებში არსებულ ნატრიუმის და კალიუმის არხებზე. ჩვენებები გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრა, როგორიცაა ტონურ-კლონური გულყრა (დიდი ეპილეფსიური გულყრა), აბსანსები (მცირე გულყრა), მიოკლონური და ატონიური გულყრა. აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალებად ერთეული კეროვანი კრუნჩხვების დროს. დოზირების რეჟიმი ორლეპტი ქრონო ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალი). საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლებელია დააქვეითოს აბსორბციის სიჩქარე. ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით ინიშნება 1 ან 2-ჯერ დღეში. მონოთერაპია მოზრდილები:მოზრდილებისთვის საწყისი დოზა შეადგენს 600 მგ-ს დღეში. დოზა იზრდება ყოველ 37 დღეში მანამდე, სანამ არ შეწყდება გულყრები. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1000-2000 მგ-ს დღეში (20-30 მგ/კგ/დღეში). მაქსიმალური დოზა შეადგენს 2500 მგ დღეში. ხანდაზმული პაციენტები: სისხლის შრატში თავისუფალი ნატრიუმის ვალპროატის კონცენტრაცია უფრო მეტია ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, თუმცა პრეპარატის საერთო კონცენტრაცია არ იცვლება. დოზა უნდა განისაზღვოს თერაპიული ეფექტის მიხედვით. 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში საწყისი დოზის სახით, წონისგან დამოუკიდებლად ინიშნება 300 მგ დღეში. შემდგომში დოზა იზრდება 100-200 მგ-მდე ყოველ 37 დღეში ეპილეფსიური გულყრების შეწყვეტამდე. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 15-30 მგ/კგ/დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 35 მგ/კგ/დღეში. ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის ან ჰიპოალბუმინემიის მქონე პაციენტები: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის ან ჰიპოალბუმინემიის მქონე პაციენტებში ნატრიუმის ვალპროატის თავისუფალი ფრაქცია იზრდება სისხლის პლაზმაში. დოზირება უნდა განისაზღვროს თერაპიული რეაქციის მიხედვით. კომბინირებული მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებიდან ორლეპტი ქრონოს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებზე გადასვლისას ან ადრე ჩატარებულ მკურნალობაზე მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტის დამატებისას, დოზა იზრდება თანდათან ოპტიმალური დოზის მიღწევამდე. ამავდროულად, სხვა სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს და თანდათან მოიხსნას. თუ საჭიროა ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატის გამოყენება, იგი შეჰყავთ თანდათან მკურნალობის რეჟიმში. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის ვალპროატის ან სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ქრონიკული ან მწვავე ჰეპატიტი. ღვიძლის ძლიერი დისფუნქცია, განსაკუთრებით თუ იგი მედიკამენტოზურია (ასევე გვხვდება ანამნეზში). კუჭქვეშა ჯირკვლის ძლიერი დისფუნქცია. პორფირია. სისხლდენისკენ მიდრეკილება. გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ცნს-ის მხრივ: სტუპოროზული მდგომარეობა, ატაქსია, ტრემორი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. სხვადასხვა: ალოპეცია, სხეულის მასის მომატება, სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა, მენსტრუალური დარღვევები. განსაკუთრებული მითითებები ლაბორატორიული მონიტორინგი: სტანდარტული გამოკვლევების ჩატარების გარდა მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის და სისხლის შედედების გადამოწმება. მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევების ხელახლა ჩატარება, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, თრომბოციტების რაოდენობის და სისხლის შედედების, ამინოტრანსფერაზების, ტუტე ფოსფატაზის, ბილირუბინის და ამილაზის დონის ჩათვლით. თუ ნატრიუმის ვალპროატი უპრობლემოდ გამოიყენებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, მაშინ ლაბორატორიული გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. ქირურგიულ ჩარევამდე და ჰემატომის ან სპონტანური სისხლჩაქცევის გაჩენის შემთხვევაში დამატებით საჭიროა ჰემატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება (სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის თრომბოციტების რაოდენობის, სისხლდენის დროის და სისხლის შედედების განსაზღვრა). სხეულის მასის მომატება: ნატრიუმის ვალპროატი იწვევს სხეულის მასის მომატებას, რაც ხანდახან არის მნიშვნელოვანი და პროგრესირებადი. მკურნალობის დასაწყისშივეა საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება სხეულის წონის ნაკლებად მომატებისკენ. ქალები და გოგონები: ნატრიუმის ვალპროატით მკურნალობის დაწყებამდე რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა მიმართონ სპეციალისტს, რადგან პრეპარატი პოტენციურად ტერატოგენულია ნაყოფისთვის. ასევე არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ნატრიუმის ვალპროატს შეუძლია გაზარდოს საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის რისკი. ზეგავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე: ნატრიუმის ვალპროატი შესაძლებელია მოქმედებდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (მაგალითად, იწვევს თავბრუსხვევას), რაც ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვაზე. მსგავსი ეფექტები უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზების ან ისეთ პრეპარატების კომბინირებული მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (როგორიც არის სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ბენზოდიაზეპინები და ალკოჰოლი). ორსულობა და ლაქატაცია ორსულობა: თუ პაციენტი ორსულადაა ან შეიძლება დაორსულდეს ორლეპტი ქრონოს მიღების პერიოდში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება. ლაქტაცია: აუცილებელი ექიმის კონსულტაცია. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება სხვა პრეპარატების ურთიერთქმედება ნატრიუმის ვალპროატის მეტაბოლიზმზე. კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და პრიმიდონი აქვეითებენ ვალპროატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ფელბამატს შეუძლია გაზარდოს ნატრიუმის ვალპროატის კონცენტრაცია. ეთოსუქსიმიდმა შესაძლებელია ზომიერად დააქვეითოს ნატრიუმის ვალპროატის დონე სისხლის პლაზმაში. ფლუოქსეტინმა შესაძლებელია გაზარდოს ნატრიუმის ვალპროატის დონე სისხლის პლაზმაში. მეფლოკინი, ქლოროქინი: მეფლოკინს შეუძლია დააქვეითოს ნატრიუმის ვალპროატის დონე. გარდა ამისა მეფლოკინს და ქლოროქინს შეუძლიათ დააქვეითონ ეპილეფსიური შეტევის ზღურბლი. კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ კომბინირებული მიღება აუცილებელია, მაშინ საჭიროა ექიმის დაკვირვება. კარბაპენემებმა შესაძლებელია სწრაფად შეამცირონ ნატრიუმის ვალპროატის დონე სისხლის პლაზმაში. მათი ერთდროული მიღების შემთხვევაში საჭიროა მუდმივი კლინიკური დაკვირვება. რიფამპინი ზრდის ნატრიუმის ვალპროატის კლირენსს და აქვეითებს ნატრიუმის ვალპროატის დონეს სისხლის პლაზმაში. ერითრომიცინსა და იზონიაზიდს შეუძლიათ გაზარდონ ნატრიუმის ვალპროატის დონე სისხლის პლაზმაში. სიცხის დამწევი დოზის მიღებისას აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლებლია გამოაძევოს ნატრიუმის ვალპროატი პლაზმის ცილების მიერთების ადგილიდან და დათრგუნოს ნატრიუმის ვალპროატის მეტაბოლიზმი. ციმეტიდინმა შესაძლებელია გაზარდოს ნატრიუმის ვალპროატის დონე სისხლის პლაზმაში. ნატრიუმის ვალპროატის ზემოქმედება სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. ლამოტრიჯინი: ნატრიუმის ვალპროატი აინჰიბირებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს და ზრდის ნახევარგამოყოფის პერიოდს, კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ლამოტრიჯინის ტოქსიურობას. არ არის რეკომენდებული კომბინირებული გამოყენება. თუ კომბინირებული გამოყენება აუცილებელია, მაშინ საჭიროა ლამოტრიჯინის დაბალი დოზის გამოყენება. კარბამაზეპინი: ნატრიუმის ვალპროატი აინჰიბირებს კარბამაზეპინის და კარბამაზეპინი-10, 11-ეპოქსიდის მეტაბოლიზმს. არსებობს კლინიკური ტოქსიურობის მონაცემები კარბამაზეპინთან ერთად ნატრიუმის ვალპროატის კომბინირებული გამოყენების შესახებ. ფენიტოინი: ნატრიუმის ვალპროატი გამოაძევებს ფენიტოინს სისხლის ცილებიდან, რაც მკვეთრად ზრდის თავისუფალი ფენიტოინის კონცენტრაციას პლაზმაში და ქსოვილებში. ფენობარბიტალი, პრიმიდონი: ნატრიუმის ვალპროატი აინჰიბირებს ფენობარბიტალის და პრიმიდონის მეტაბოლიზმს. სედაციის ან ბარბიტურატების ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომების გამოვლენისას ფენობარბიტალის (ან პრიმიდონის) დოზა უნდა შემცირდეს. ფელბამატი, ეთოსუქსიმიდი: ნატრიუმის ვალპროატს შეუძლია დათრგუნოს ფელბამატის და ეთოსუქსიმიდის მეტაბოლიზმი და შესაბამისად გაზარდოს მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზიდოვუდინი: ნატრიუმის ვალპროატი თრგუნავს ზიდოვუდინის მეტაბოლიზმს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინით გამოწვეული ტოქსიურობა. ლორაზეპამი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ნატრიუმის ვალპროატი თრგუნავს ლორაზეპამის, ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მეტაბოლიზმს და შესაბამისად ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ნიმოდიპინი: ნატრიუმის ვალპროატი აინჰიბირებს ნიმოდიპინის მეტაბოლიზმს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოტენზია. შენახვის პირობები და ვადა ინახება 15-25°Cტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა- 3 წელი. გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 1878 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
მედიკამენტები/ნევროლოგია
ავტორი: Med Doctor
პკ-მერცი ინფუზია (PK-Merz Infusion) AMANTADINE MERZ PHARMA, გერმანია ათქ კლასიფიკაციის კოდი: N04BB01 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ; შეფუთვაში 2 ც. 500 მლ. ამანტადინის სულფატი . . . . . . . 200 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი). შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას. ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს Ca2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, substancia nigra-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და corpus striatum -ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას. ჩვენებები პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა. პერორალური თერაპიის დროებითი შეწყვეტა. ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად. ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა. ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს. დოზირების რეჟიმი დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა: გლომერული ფილტრაციის სიჩქარე(GFR) მლ/წთ დოზირება(მგ) დოზირების ინტერვალი (სთ) 80-60 100 12 სთ 60-50 200 ან 100 მონაცვლეობით ყოველ მეორე დღეს 50-30 100 24სთ 30-20 200 კვირაში 2-ჯერ 20-10 100 კვირაში 3-ჯერ <10 200-100 კვირაში ერთხელ ან ყოველ მეორე კვირას მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით. გვერდითი მოვლენები მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა. მოტორული ან ფსიქიკური აგზნება. შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში. გულის უკმარისობა. იშვიათად- არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. ძალიან იშვიათად- ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება. უკუჩვენებები პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IVკლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II-III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება. პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი<10 მლ/წთ). შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი. ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. განსაკუთრებული მითითებები არ შეიძლება პკ–მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტები პკ-მერცის მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ. ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა. პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება. პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეგზოგენური ფსიქოზი. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºCტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.
ორშაბათი, 11 აგვისტო 2008 05:10 - 4140 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა

პირველი

გვერდი 1 of 5