ექიმები კიდევ და კიდევ ახსენებენ ახალგაზრდა დედებს, რომ აუცილებელია ბავშვის ძუძუთი კვება – ეს იცავს ბავშვის ორგანიზმს ინფექციებისა და ალერგიისაგან. ხოლო ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძუძუთი კვება ხელს უშლის ახალშობილთა უეცარ სიკვდილს.
უფრო მეტი მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებია იმისა, რომ ძილი არის დიეტაზე ეფექტური. დიეტა ძილთან ერთად ყველაზე ეფექტურად წვავს ზედმემტ კალორიებს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მემკვიდრულად მიდრეკილია სიმსუქნისაკენ. კვლევები ამტკიცებენ, რომ ცხრა საათიზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი თრგუნავს გენეტიკურ ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს წონის მატებას. ძილს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰორმონებზე, გლუკოზის მეტაბოლიზმსა და ანთებით პროცესებზე.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იპოვეს პროტეინი BMP8B, რომელსაც შეუძლია ცხიმების წვის გაძლიერება, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას უნივერსალური მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება გაცხიმოვნების მკურნალობის პროცესში.
კვლევებით დადგინდა, რომ ქოლესტერინის დასარეგულირებელი მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა შემცირდეს ნაწლავის კიბოს განვითარება 75%-ით, ხოლო სტატინების ხუთ წელზე მეტად მიღების შედეგად კიბოს განვითარების რისკი 80%-მდე იკლებს.